მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636341.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
ჰამბურგერისა და შემწვარი კარტოფილის სწრაფი კვების ობიექტზე მეტად ამერიკული რაღა უნდა იყოს?
What could be more American than burger-and-fries fast food?
636342.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგრამ ეს წმინდად ამერიკული კომპანია ამჟამად უფრო მეტ ჰამბურგერსა და შემწვარი კარტოფილს ქვეყნის გარეთ ყიდის, ვიდრე მის შიგნით.
But as it turns out, the quintessentially all-American company now sells more burgers and fries outside the country than within.
636343.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაკდონალდსის 23-მილიარდ დოლარიანი გაყიდვების დაახლოებით 65% გასულ წელს აშშ-ის გარეთ დაფიქსირდა და ადგილობრივი გაყიდვების ზრდასთან შედარებით მისი საერთაშორისო გაყიდვებიც ორჯერ გაიზარდა.
Nearly 65 per cent of McDonald’s $23 billion of sales last year came from outside the United States, and its international sales grew at close to twice the rate of domestic sales growth.
636344.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
დღეს მაკდონალდსი წარმატებული გლობალური საწარმოა.
McDonald’s today is a sprawling global enterprise.
636345.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მისი 32 000 რესტორანი 60 მილიონზე მეტ ადამიანს ყოველდღე ემსახურება 100-ზე მეტ ქვეყანაში.
Its 32,000 restaurants serve more than 60 million people in more than 100 countries each day.
636346.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
ძალიან ცოტა კომპანიას თუ გააჩნია მაკდონალდსზე მეტი საერთაშორისო მარკეტინგის გამოცდილება.
Few firms have more international marketing experience than McDonald’s.
636347.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მისი რესტორნები მთელ მსოფლიოში საერთო გლობალურ სტრატეგიას იზიარებენ – მოსახერხებელი საკვები მისაღებ ფასად.
Its restaurants around the world employ a common global strategy—convenient food at affordable prices.
636348.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
არ აქვს მნიშვნელობა, სად ხართ მსოფლიოში მოსკოვში, მონრეალში, შანხაისა თუ ჩებოიგანში (მიჩიგანი) – ყველგან შეხვდებით ოქროსფერ რგოლებს და მენიუს, რომელიც სავსეა ქუორთერ პაუნდერსებით, ბიგ მაკებით, შემწვარი კარტოფილით, მილქშეიქებითა და სხვა ნაცნობი პრეისკურანტით.
And no matter where you go in the world—from Moscow to Montreal or Shanghai to Cheboygan, Michigan—you’ll find those good old golden arches and a menu full of Quarter Pounders, Big Macs, fries, milkshakes, and other familiar items.
636349.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგრამ მაკდონალდსი ამ ზოგადი სტრატეგიული სტრუქტურის შიგნით თითოეული ადგილობრივი ბაზრის ნიუანსებზე მორგებას ახდენს.
But within that general strategic framework, McDonald’s adapts to the subtleties of each local market.
636350.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მისი ნაცადი ფორმულის ადაპტირება ადგილობრივ ბაზარზე ყოველთვის მარტივი არ არის და მაკდონალდსმაც საკმაოდ კარგი გაკვეთილები მიიღო საზღვარგარეთ მოგზაურობისას.
Adapting its proven formula to local markets hasn’t always been easy, and McDonald’s has learned many important lessons in its journeys overseas.
636351.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, მისი გამოცდილება რუსეთში – ამ კულტურულად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად საერთოდ განსხვავებულ ბაზარზე.
Consider its experiences in Russia, a market that’s very different culturally, economically, and politically from our own.
636352.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაკდონალდსმა რუსეთი მიზანში (რომელიც მაშინ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო) 1976 წელს ამოიღო, როდესაც ჯორჯ კოჰონმა, მაკდონალდსის კანადის ოფისის ხელმძღვანელმა, საბჭოთა ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები მაკდონალდსში წაიყვანა, როდესაც ისინი მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე ჩავიდნენ.
McDonald’s first set its sights on Russia (then a part of the Soviet Union) in 1976, when George Cohon, head of McDonald’s in Canada, took a group of Soviet Olympics officials to a McDonald’s while they were in town for the Montreal Olympic Games.
636353.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
კოჰონი გაოცდა, რამდენად მოეწონათ საბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლებს მაკდონალდსის ჰამბურგერი, შემწვარი კარტოფილი და სხვა საკვები.
Cohon was struck by how much the Soviets liked McDonald’s hamburgers, fries, and other fare.
636354.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
შემდეგი 14 წლის განმავლობაში კოჰონი რუსეთს 100-ზე მეტჯერ ესტუმრა, თავდაპირველად იმისათვის, რომ საბჭოთა ხელისუფლებისაგან მოეპოვებინა უფლება 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მაკდონალდსის მიერ საკვების უზრუნველსაყოფად, შემდეგ კი ქვეყანაში მაკდონალდსის რესტორნის გასახსნელად.
Over the next 14 years, Cohon flew to Russia more than 100 times, first to get Soviet permission for McDonald’s to provide food for the 1980 Moscow Olympics and later to be allowed to open McDonald’s restaurants in the country.
636355.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მან სწრაფად დაადგინა, რომ რუსეთში არავინ იცოდა, რა იყო მაკდონალდსი.
He quickly learned that no one in Russia had any idea what a McDonald’s was.
636356.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
საბჭოთა კავშირმა კოჰონს ორივე მოთხოვნაზე უარი სტკიცა.
The Soviets turned Cohon down flat on both requests.
636357.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
საბოლოოდ, 1988 წელს, როდესაც პრემიერმა მიხეილ გორბაჩოვმა რუსული ეკონომიკის კარის გაღება დაიწყო, კოჰონმა როგორღაც მიაღწია შეთანხმებას მოსკოვში პირველი რუსული მაკდონალდსის გასახსნელად პუშკინის მოედანზე.
Finally in 1988, as Premier Mikhail Gorbachev began to open the Russian economy, Cohon forged a deal with the city of Moscow to launch the first Russian McDonald’s in Moscow’s Pushkin Square.
636358.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგრამ ნებართვის მოპოვება მხოლოდ პირველი ეტაპი იყო.
However, obtaining permission was only the first step.
636359.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მის რეალურად გახსნას მრავალი გამოწვევა მოჰყვა.
Actually opening the restaurant brought a fresh set of challenges.
636360.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
რუსეთის დიდი და ბიუროკრატიული სამთავრობო სტრუქტურის გამო მაკდონალდსს 200 სხვადასხვა ხელმოწერის მიღება მოუწია მხოლოდ ერთი ობიექტისთვის.
Thanks to Russia’s large and bureaucratic government structure, McDonald’s had to obtain some 200 separate signatures just to open the single location.