მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63621.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ქალს კბილები დაეკრიჭა, ნახევრად ღია ქუთუთოებიდან თეთრი გუგები მოუჩანდა.
The woman's teeth were showing, as were the whites of her eyes under her half-open eyelids.
63622.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზს გაეღვიძა, წვიმას გადაეღო.
Parnaoz woke up. The rain had passed.
63623.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ნავსადგური პატარა და ბრჭყვიალა გუბეებს დაეფარა.
There were small shiny puddles all over the port.
63624.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თვითონაც გუბეში იწვა, მაგრამ აღარც წამოდგომის თავი ჰქონდა, შეჩვეოდა სიცივესა და სისველეს.
He was lying in one of them, but he didn't feel able to stand, he had got used to the cold and the wet.
63625.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მოკუნტული იწვა და სიზმარს იხსენებდა.
He was lying huddled up, recalling his dream.
63626.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
უკვირდა, რატომ დაესიზმრა მაინცდამაინც ის ქალი.
He wondered with amazement why he had dreamed of this woman.
63627.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თუკი, როგორც თავიდანვე იფიქრა, იმ ქალის წამიერად ნახული სახე, მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბი არ იყო, რომლის იქითაც სახე იმალებოდა, ნამდვილი სახე.
If, as he thought at first, the woman's face he had seen for a moment was only a mask hiding a face, a real face on the other side.
63628.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
იმ ქალმა ფარნაოზს ინო გაახსენა და ამიტომაც წამოვარდა შეშლილივით.
The woman reminded Parnaoz of Ino, which is why he rushed out like a madman.
63629.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მისი წარმოდგენით, ინოს ამ ქალივით უნდა ეცხოვრა, ყველასაგან დავიწყებული, ყველასაგან განწირული, სულერთი იყო, სად დაიძინებდა, ვისთან!
He imagined that Ino must be living like that woman, forsaken and abandoned by everyone, all alone, sleeping who knows where and with whom!
63630.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზი მთელი დღე ებრძოდა ამ ფიქრს, მთელი დღე იგერიებდა.
All day Parnaoz fought back and fended off the thought.
63631.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაგრამ სიზმარმა მაინც არ დაინდო და ისევ ამოუტივტივა ძალით მიჩქმალული, ძალით ჩახშობილი ფიქრი.
But the dream would not obey him and a forcibly repressed and silenced thought kept coming to the surface.
63632.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
უფრო მეტიც, ინოს დედალუსის კუტი შვილიც დაამატა.
It also added Daedalus's paralysed son to Ino.
63633.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზს გული უკვდებოდა იკაროსის წარმოდგენაზე.
Parnaoz's heart sank as he pictured Icarus.
63634.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ბავშვის დიდრონ თვალებში აფარფატებული ბუმბული ირეკლებოდა, როგორც ქედით გათიშულ ტბებზე ლაქაშებიდან აფრენილი წერო.
The boy's great big eyes reflected the piece of fluff, flapping up like a crane rising from the reeds in lakes separated by a ridge.
63635.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თუმცა ყოველთვის აპირებდა, ერთხელაც არ გაუსეირნებია ფარნაოზს პატარა იკაროსი.
Parnaoz'd always intended to take little Icarus for a walk, but had never got round to it.
63636.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ერთხელაც არ გამოუყვანია მარადიული სევდისა და სიმარტოვის ტყვეობიდან, რომლისთვისაც გაჩენის დღიდანვე გაეწირათ იგი ღმერთებს.
He'd never released him from the prison of sadness and solitude to which the gods had abandoned him at birth.
63637.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ნავსადგურშიც ბევრჯერ დააპირა ფარნაოზმა გუნებაში დადებული პირობის ასრულება, მაგრამ მერე ყველაფერი ისე აირია, იკაროსი კი არა, თავიც დაავიწყდა.
Even while at the port, Parnaoz had many times mentally intended to carry out his promise, but everything was in chaos and he forgot himself, let alone Icarus.
63638.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზი კნოსის ნავსადგურში კარგა ხანს ჩარჩა.
Parnaoz was stranded in the port of Knossos for a long time.
63639.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
არ იქნა და არ გამოჩნდა კოლხეთისკენ მიმავალი ხომალდი, ანდა ფარნაოზს უმალავდნენ და აპამპულებდნენ.
There was no sign of a ship going to Colchis, unless they were hiding it from Parnaoz and fooling him.
63640.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ამ ხნის განმავლობაში ისეთი შესახედავი გამხდარიყო, ხომალდზე აუშვებდნენ კი არა, მის მოწოდებულ დოქსაც არავინ მოიყუდებდა.
In that period he had become such a sight that nobody would have let him on board, or even accepted a jug of water or wine from him.