მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63681.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
აღარ მიატოვებდნენ, ხომალდზე აიყვანდნენ, პურს გაუყოფდნენ და თავიანთი დოქიდან დაალევინებდნენ წყალს, იმიტომ რომ...
He was no longer abandoned, he would be allowed on board a ship, would have a share of their bread, and would be offered water from their jugs, because...
63682.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
იმიტომ რომ ვანელი იყო, სამშობლო ჰქონდა, თანამემამულე ჰყავდა, რომელიც ვალდებულად თვლიდა თავს, ეზრუნა მასზე.
Because he was from Vani, he had a motherland, he had a fellow-countryman who felt obliged to take care of him.
63683.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ავიდა თუ არა ფარნაოზი ხომალდზე, პირველ რიგში მისი თავისუფლების დამადასტურებელი თიხის ფირფიტა ჩამოიწყვიტა და ზღვაში გადააგდო.
As soon as Parnaoz climbed aboard, he broke off the disc certifying his freedom and threw it into the sea.
63684.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
კისერზე თასმაღა შერჩა და თიხის ხმელი ნამცეცები უბეში ჩაუცვივდა.
Only the string remained round his neck: the dry fragments of clay fell down his shirt.
63685.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
გზამ კრეტიდან კოლხეთამდე ძილ-ღვიძილში გაიარა.
All the way from Crete to Colchis he was in a state between sleep and wakefulness.
63686.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
იმასაც ვერ გრძნობდა, როგორ გადააჩოჩებდნენ ხოლმე უფრო მოჩრდილულ ადგილას, როცა შუადღის მზე მთელი ძალით აცხუნებდა.
He didn't feel himself being pulled into a shadier part of the boat when the full force of the midday sun was baking him.
63687.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ხომალდი კი მიდიოდა, აქოჩრილ ტალღებზე მიირწეოდა.
The ship kept going, pitching over the crests of the waves.
63688.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მზითა და მარილით დალაქავებული მკერდით მიაპობდა ღვინისფერ ზღვას კუნძულიდან კუნძულამდე.
Its sides stained by sun and salt, it clove the wine-coloured sea from island to island.
63689.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ცოტა რომ მოიკეთა, თვითონაც ნიჩაბს მიუჯდა.
When he had recovered a little, he also took up an oar.
63690.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ჯიუტად მისჩერებოდა უსასრულო სივრცეს.
He stared hard at the boundless spaces.
63691.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ხანდახან ზღვიდან თეთრი ნისლით თავმობმული, ხორცისფერი მიწა ამოიწვერებოდა და ხომალდისკენ დაიძვრებოდა.
From time to time flesh-coloured land would poke up, its head shrouded in white sea mist, and move closer to the ship.
63692.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ჰე-ჰე-ჰეო! - გასძახებდა რომელიმე მეზღვაური გვერდზე ჩავლილ მიწას.
"Land ahoy!" a sailor would call to the land they passed on one side.
63693.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
და ფარნაოზიც მხოლოდ მერე ამჩნევდა გამოკაფულ ტყეებს, წნელით შეღობილ ბაღჩა-ბაღებსა და ამ ბაღჩა-ბაღებში მომუშავე ხალხსაც.
And only then did Parnaoz notice the forests with their clearings, the gardens and plots fenced in with wattle, and the people working on those plots.
63694.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
კოლხეთამდე ჯერ კიდევ შორს იყო.
It was still along way to Colchis.
63695.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზმა არ იცოდა, რამდენ ხანს ეგდო უგრძნობლად, არც არავის უთქვამს და არც თვითონ უკითხავს.
Parnaoz didn't know how long he had lain unconscious: nobody told him, and he didn't ask.
63696.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს რაც აქამდე გადახდენოდა თავს, სიზმარში გადახდენოდა და ეს წუთია გამოფხიზლებულიყო ამ უსიამო სიზმრიდან.
He had the feeling that what had happened to him before had happened in a dream, and he had only just now awoken from this bad dream.
63697.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ღონიერი ქარი გულმკერდს უღეღავდა, თვალს უცრემლავდა.
A strong wind laid his chest bare, brought tears to his eyes.
63698.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ისიც ხალისით აწვებოდა ხოფის ტარს, რადგან მხოლოდ ასე შეეძლო მასზე გაწეული ზრუნვისა და ამაგის გადახდა.
He cheerfully put his weight to the oar handle, because this was the only way he could repay the care and concern shown him.
63699.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თვალწინ უსასრულო სივრცე გაშლილიყო, თავზე მარადიული მზე ედგა.
Boundless space was wide open before him, over him was the eternal sun.
63700.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ღონიერი ქარი თბილი, ბუსუსიანი ხელებით მის ატაცებას ცდილობდა.
The powerful wind's warm downy hands tried to snatch him up.