მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63781.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ჯუჯა მეომრებივით ამაყად მიაბიჯებდნენ წყლით დარბილებულ, დამახინჯებულ და გავერაგებულ მიწაზე.
Like a band of warriors they proudly strode across ground that the water had softened, contaminated and made treacherous.
63782.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზიც უკან მიჰყვა, მაგრამ მალე დარწმუნდა, მარტოს მოუხდებოდა სიარული.
Parnaoz followed behind them, but soon found out that he would be walking alone.
63783.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
საკმარისი იყო, ოდნავ მიახლოებოდა მათ, ნაბოლარა, ყველაზე პატარა, ყველაზე დიდმუცლიანი ბიჭი.
He had only to get close for the youngest of the children, the smallest, a boy with the biggest belly.
63784.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
თაფლისფერი თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა.
He had golden hair and blue eyes.
63785.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მაშინვე დაიხრებოდა, ტალახს მობღორტნიდა, ესროდა და მერე სირბილით ეწეოდა წინ წასულ თანამებრძოლებს.
He would bend over, grab a fistful of mud, throw it at him and then catch up with his fellow warriors.
63786.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზმა ფეხი აითრია, აღარ უნდოდა, უარესად გაენაწყენებინა ბავშვები, რომლებსაც სამართლიანად გადაეწყვიტათ მისი დასჯა.
Parnaoz dawdled, not wanting to be treated to even worse language by the children who had decided to mete him out just punishment.
63787.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
გზას, ალბათ, როგორმე გაიგნებდა, დრო კი ბევრი ჰქონდა, რადგან ისე ღელავდა, დაღამებამდე მაინც ვერ შევიდოდა ქალაქში.
He would somehow find the way, he had plenty of time, he was so anxious that in any case he wouldn't reach the city before dark.
63788.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზმა მორისმაგვარი, ხავსმოდებული საგანი დაინახა და ზედ ჩამოჯდა.
Parnaoz spotted an object the colour of a tree trunk covered in moss and sat down.
63789.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მაგრამ ამ უცნაურმა საგანმა ფარნაოზის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაიღუნა, კი არ ჩაიღუნა, ჩაიფუშა, სულიერივით ამოიფშვინა კიდეც.
But this odd object could not bear Parnaoz's weight and bent, or rather collapsed, sighing like an animate creature as it did.
63790.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზი უკან გადაქანდა, ხელები იდაყვებამდე მიწაში ჩაეფლო და მხოლოდ მაშინ შეამჩნია, ტყავის კუბოზე დამჯდარიყო.
Parnaoz fell back, found his arms up to the elbows in earth and only then realised he had sat on an animal-hide body-bag.
63791.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ამგვარ კუბოებში მისი წინაპრები მარხავდნენ მიცვალებულებს და ხეებზე ჰკიდებდნენ.
This was the sort of bag his ancestors had buried their dead in before hanging them from trees.
63792.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზს შიშისაგან გული გადაუბრუნდა და ფართხაფურთხით წამოდგა, თითქოს მისი დაუდევრობით შეწუხებული ნეშტი ხელსა სტაცებდა.
Parnaoz felt fear and revulsion and stood up, flailing his arms, as if the bag's remains, disturbed by his carelessness, were trying to grab him.
63793.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
იმ ადგილს სირბილით გაეცალა და დამყაყებულ წყალში ალალბედზე წადგაფუნდა.
He ran from this place, stumbling and plunging in the stagnant water.
63794.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დაფეთებული ბაყაყები ერთმანეთს თავზე ახტებოდნენ და შაბიამნისფერი ფოთლებით მოფენილ გუბეებში უჩინარდებოდნენ.
Panicked frogs leapt on each other's heads and vanished in the pools which were covered with leaves of a vitriolic blue.
63795.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ვანს რომ მიაღწია, უკვე ბინდდებოდა.
It was getting dark when he reached Vani.
63796.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ტალახი ქვით ჩამოიწმინდა და დაიცადა, სანამ ქარი ცოტას გააშრობდა.
He cleaned the mud off with a stone and waited for the wind to dry him a little.
63797.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ქალაქში თითქმის არაფერი შეცვლილიყო.
The city didn't seem to have changed at all.
63798.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ქვაფენილი ისევ აეყარათ, ერთ ქუჩაზე ტალახშემხმარი ხის ჩაქუჩი ეგდო, ეტყობა, ქვისმთლელებს დარჩენოდათ.
The streets had been repaved; in one street there was a wooden mallet covered in dried mud apparently left behind by the stone-cutters.
63799.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ქუჩის კუთხეში ბერძენი დედაბერი იჯდა და გოგრის თესლსა ყიდდა.
An old Greek woman was sitting at a street corner selling pumpkin seeds.
63800.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დედაბერმა თვალი გააყოლა.
The old woman watched him pass.