მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63841.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
რული კი არა, ქალთევზა. ის გამჭვირვალე წყალში იდგა, წყლიდან შიშველი, მთვარის შუქით გაბრწყინებული მკლავები ამოეშვირა და ფარნაოზს უღიმოდა.
It was a mermaid, not sleepiness: it stood in transparent water, thrusting out of the water its bare arms which shone in the moonlight, and it smiled at him.
63842.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზიც იღიმებოდა, თვითონაც ირხეოდა, თითქოს თვითონაც გრილსა და გამჭვირვალე წყალში იდგა.
Parnaoz smiled and swayed, as if standing in cool transparent water.
63843.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
თითის წვერებით ოდნავ ეხებოდა ფსკერს და წყლის ბიძგებს ქალთევზასკენ მიჰყავდა.
The tips of his toes just touching the bottom, while pulses of water impelled him towards the mermaid.
63844.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ქალთევზა კი ცეცხლად ქცეულიყო, ცეცხლის ალივით ცახცახებდა, ტკრციალებდა და ნელა, შეუმჩნევლად იხევდა უკან.
But the mermaid turned to fire and flickered like flames. In a shower of sparks she slowly, imperceptibly withdrew.
63845.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ცეცხლი დედაბერს დაენთო ბუხარში, თვითონ, მკლავებდაკაპიწებული, ვარცლში ცომსა ზელავდა.
The old woman had lit the stove and, her sleeves rolled up, was kneading dough in a trough.
63846.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„ახლა ვკითხავ ჩვენების ამბავსო“, - ფიქრობდა ფარნაოზი და ცდილობდა თვალი აერიდებინა დედაბრის დაკრუნჩხულ თითებზე აკრული ცომისთვის.
"Now I'll ask about our family", Parnaoz thought, trying not to look at the dough stuck to the old woman's crooked fingers.
63847.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
გრძნობდა, მთელი მისი არსება როგორ მოითხოვდა რაღაცის გახსენებას.
He felt that he badly needed to remember something.
63848.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
იმასაც გრძნობდა, რა ადვილი იყო იმ რაღაცის გახსენება, თუკი თავს ძალას დაატანდა, თვლემას მოერეოდა.
He sensed how easy this something was to remember if he made an effort to overcome the drowsiness.
63849.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მაგრამ არ უნდოდა, ეზარებოდა და, რაც მთავარია, ეშინოდა, არ კი იცოდა, რატომ.
But he was unwilling, reluctant and, above all, afraid, without knowing why.
63850.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ვარცლის ძირს ისეთი ბაგაბუგი გაუდიოდა, თითქოს ეს ქალი მთელ თავის ბრაზს ამ ერთ მუჭა ცომზე იყრისო.
A loud banging came from the bottom of the dough trough as if the woman was working out all her anger on one fistful of dough.
63851.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
თუ სიკეთის გაკეთებას აპირებ... - დაიწყო ფარნაოზმა, მაგრამ დედაბერმა არ აცალა.
"If you want to do a kindness…" Parnaoz began, but the old woman wouldn't let him finish.
63852.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სიკეთის? სიკვდილი მინდა, ადამიანო! - ისე შეჰყვირა დედაბერმა, ფარნაოზს სიტყვა პირზე მიეყინა.
"A kindness? I want to die, man!" the old woman yelled, silencing Parnaoz.
63853.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დედაბერმა ფასკუნჯის კვერცხისხელა ცომის გუნდა გაჩხრეკილ ნაღვერდალში ფრთხილად ჩადო.
The old woman carefully put a ball of dough the size of a vulture's egg into the glowing embers which she had poked.
63854.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
გააგრძელა: - სიკეთეს შენგან ველი, შენ უნდა მომკლა, რადგან მარტო შენ შეგიძლია ჩემი მოკვლა.
She went on: "I expect a kindness from you: you have to kill me, because you're the only one who can".
63855.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დედი... - ისევ დაიწყო ფარნაოზმა, მაგრამ ენა დაება, არ იცოდა რა ეთქვა.
"Mother…" Parnaoz tried again, but his tongue failed him, he didn't know what to say.
63856.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ერთი კი ცხადი იყო, გიჟთან მოხვედრილიყო სტუმრად.
One thing was clear: he had come to stay with a madwoman.
63857.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ასე იყო თუ ისე, ახლა კეთილი უნდა ენება და ანგარიში გაეწია ამ გიჟი დედაბრისთვის.
In any case, he had to be well-disposed to and reckon with this mad old woman.
63858.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„რაღა ამ ქოხს მოვადექიო“, - ფიქრობდა ფარნაოზი.
"Why did I have to choose this hovel?" Parnaoz thought.
63859.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დედაბერი ცეცხლთან ჩაცუცქულიყო და ცდილობდა, ნაღვერდალში ჩადებული ცომის გუნდა გაებრტყელებინა.
The old woman was squatting by the fire, bashing the dough in the glowing embers.
63860.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სტუმრისკენ აღარც იხედებოდა, თითქოს სტუმარი შემთხვევით ისარგებლებდა, უკანიდან მიეპარებოდა და აქვე, ცეცხლთან ჩაკუნცხულს გაუჩეჩქვავდა თავს.
She didn't even look at her guest, as if the guest might use the opportunity to creep up behind her and, as she squatted by the fire, stove her head in.