მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63901.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სიყვარულისგან ავი, გარდაუვალი უბედურების წინათგრძნობის მეტი არაფერი უგრძვნია.
She had felt only a premonition of inevitable evil fortune coming from love.
63902.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სანამ სიყვარულის დანახვა შეეძლო, სანამ გვერდით ეგულებოდა, ერთი წამითაც არ აჯანყებია ამ გრძნობას.
And as long as she could see her love and she knew he was next to her, she had never rebelled against this feeling.
63903.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მის არსებაში იბადებოდა ისიც, განუწყვეტლივ, უსასრულოდ.
It was generated constantly and endlessly within her.
63904.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ის კი, მისი სიყვარული, ოდნავ თავგადახრილი, ღიმილისგან ბაგეგაპობილი, სურვილისგან დამუნჯებული, დამთრგუნავი სიმშვიდითა და უდარდელობით შემოსცქეროდა.
But he, her love, his head slightly bowed, his lips parted in a smile, struck dumb by desire, looked at her with depressing calm and contentment.
63905.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მზეზე აბრჭყვიალებული დანით ჯოხსა თლიდა.
He carved a stick with his knife that glinted in the sun.
63906.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალო ბრმად, ალალბედზე მიილტვოდა მისკენ, როგორც ზღვა ნაპირისკენ.
Black-eyed Malalo was blindly, recklessly drawn to him, like the sea to the shore.
63907.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
რათა ნეტარებით, სიკვდილისნაირი ნეტარებით, ერთხელ კიდევ დასწაფებოდა მის ჯიუტ ქოჩორს, ახალ ჭრილობასავით ხასხასა პირს.
So that she could blissfully, with death-like bliss, just once more fling herself on his obstinate locks of hair, his lips which were like a bright fresh wound.
63908.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
კედელივით საიმედო გულმკერდს და დანასაც, ცოცხალივით რომ თრთოდა და სხმარტალებდა მზის სხივებში, როგორც ტიტლიკანა ბიჭი ჩანჩქერში.
His chest as strong as a fortress wall, and the knife which quivered like a living thing and gleamed in the sun’s rays, like a naked boy in a waterfall.
63909.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მერე ეს დიდებული ჩვენება გაქრა, ძალიან მალე გაქრა.
Then this splendid vision faded, only too soon.
63910.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
თითქოს მოკვდავის თვალები დიდხანს მაინც ვერ გაუძლებდნენ მის სიდიადესა და სიმხურვალეს.
It was as if mortal eyes could not bear for very long its splendour and heat.
63911.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
არა, კი არ გაქრა, უბრალოდ გაიპარა, შავთვალება მალალოს გაეპარა.
It did not fade so much as simply steal away from black-eyed Malalo.
63912.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ქორწინების წინა დღეს, საჩუქრად თუთიყუში მოუყვანა, შავნისკარტა და ყვითელთვალება.
On the day before their wedding he brought her a present, a black-beaked, yellow-eyed parrot.
63913.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
უკეთესი ამხანაგი ნუ გინდაო, დაუბარა და წავიდა, დამთრგუნავად მშვიდი და უდარდელი.
"You couldn't want a better companion", he said as he handed it to her and departed, oppressively calm and carefree.
63914.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალომ სიმართლეს ყური მოუყრუა, არ დაიჯერა.
Black-eyed Malalo turned a deaf ear to the truth: she didn't believe it.
63915.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
რკინის ქალამნები ჩაიცვა, ერთ ხელში რკინის ჯოხი დაიჭირა, მეორეში თუთიყუშიანი გალია და სიყვარულის საძებრად გასწია.
She put on iron sandals, and took up an iron stick in one hand and the cage and parrot in the other and set off to find her love.
63916.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მართლაც, ბევრჯერ მოტყუვდა, ბევრჯერ მიამსგავსა ვიღაცას.
Many times she was deceived, many times she mistook a likeness for the real thing.
63917.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
რადგან ამდენი ძებნისაგან თვალები აჭრელებოდა და საცნაურიც დაჰკარგოდა.
Because so much searching had blurred her vision and she lost her ability to recognize things.
63918.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ძლივძლივობით ნაპოვნ „სატრფოს“ შავთვალება მალალო თავს ევლებოდა, ფიანდაზად ეფინებოდა, პირიდან ნერწყვს უღებდა, ოღონდ აღარ გაჰპარვოდა.
Finding the "beloved" with great difficulty, black-eyed Malalo nurtured him, became his doormat, licked the saliva from his mouth so he wouldn't run away.
63919.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ოღონდ დიდხანს დარჩენილიყო მასთან, უბრალოდ წოლილიყო, მჯდარიყო ოთახში, რადგან თავისი იქ ყოფნით განემტკიცებინა ქალის რწმენა, მართლა ვუყვარვარო.
So he'd stay with her for longer, just lie down or sit down in her room and by being there justify a woman's faith that he really loved her.
63920.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
გამოთხოვებისას „სატრფო“ ქისაში ფულსაც უდებდა.
When they parted, "beloved" even put money in his purse.