მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63881.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დიდხანს ელოდებოდა ამ დღეს შავთვალება მალალო.
Black-eyed Malalo had waited for this day a long time.
63882.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დარწმუნებული იყო, აუცილებლად მოესწრებოდა, უნდოდა მოსწრებოდა.
She was sure she would definitely live to see it, she wanted to.
63883.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
განუკითხავად გაფლანგული ცხოვრება განკითხვის დღესაც იმსახურებდა.
Her unwisely squandered life deserved its day of judgement.
63884.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სწორედ ეს დღე, ფარნაოზის გამოცხადების დღე უნდა ყოფილიყო განკითხვისა.
Today, the day that Parnaoz turned up, had to be the day of reckoning.
63885.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მას შემდეგ, რაც ქალიშვილებმა შინიდან გამოაგდეს, მოსანანიებლად ბევრი დრო ჰქონდა.
After her daughters had thrown her out of the house, she had found plenty of time for regrets.
63886.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მაგრამ უფარნაოზოდ მაინც ვერ დაუკრავდა თავს ამ მაცდურსა და უმადურ ქვეყანას, მაინც რომ დაებერებინა, მაინც რომ დაეუძლურებინა.
But without Parnaoz she could not take her leave of the deceitful and ungrateful world that had aged her, weakened her.
63887.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ყველას მასპინძელი სხვების სამოწყალოდ გაეხადა.
It made her, everyone's hostess, dependent on others' charity.
63888.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზი ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც მისი მოკვლა შეეძლო.
Parnaoz was the only man capable of killing her.
63889.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ამასაც მერე მიხვდა, როცა მარტო დარჩა და ქოხის ჭუჭრუტანიდან დაუწყო ქვეყანას თვალთვალი.
She understood that, once she was on her own and began looking at the world through the cracks in her hovel.
63890.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
უძლურობამ გონება გაუნათა.
Weakness enlightened her mind.
63891.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ხელახლა აღმოაჩენინა ცოდვა, რომელიც ადრე შეგნებულად ჩაედინა საკუთარი შვილისა და სიყვარულისაგან თვალებგადიდებული უცხო ბიჭის მიმართ.
It made apparent the wrongs she had deliberately done to her own daughter and to the strange boy whose eyes had been enlarged by love.
63892.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მაშინ შავთვალება მალალო ფეხზე იდგა, გული ერჩოდა და მართლა ქვეყნის მასპინძელი ეგონა თავი.
Black-eyed Malalo was then on her feet, afraid of nothing and really thought herself to be the world's hostess.
63893.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
თუმცა გუშინდელი დღესავით ახსოვდა თავისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული, მოჩვენებასავით რომ გაუქრა.
Although she still remembered, as if it were yesterday, her first and last love, which vanished like a hallucination.
63894.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ჩირაღდნის ნაცვლად თუთიყუშიანი გალია შეატოვა ხელში და იქამდე აძებნინა თავი, სანამ საერთოდ არ შეაზიზღა სიყვარული.
He left her with a parrot cage instead of a flaming torch in her hands, a love she felt compelled to pursue until she herself came to loathe it.
63895.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
არადა, თუკი სამართალი არსებობდა, ყველა ქალზე მეტად მას ეკუთვნოდა იგი.
In fact, if there was any justice, she was more entitled to it than any woman.
63896.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
რადგან სიყვარულისგან უბედურების გარდა არაფერი მიუღია.
Because she had received and asked nothing but unhappiness from love.
63897.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
არც მოუთხოვია, არც მოითხოვდა, თუკი შეარჩენდნენ, დაანებებდნენ და დააცლიდნენ.
She wouldn't ask, as long as she was allowed to have love and was given time for it.
63898.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
არც სიყვარულის ფასი შეიძლებოდა სცოდნოდა ვინმეს მასზე უკეთესად.
Nor could anyone know the value of love better than her.
63899.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
როცა ის თავის სიყვარულს უყურებდა, ძვლები უღმუოდა, გული შიშით ეფლითებოდა.
When she looked at her love, her bones ached, her heart palpitated.
63900.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ვერც ერთი ქალი მასზე უკეთესად ვერ მოუვლიდა სიყვარულს.
No woman could have looked after her love better than she did.