მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63941.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დაუძინებელ მტრად იქცა ყველასთვის, ვისაც სიყვარულისა კიდევ სჯეროდა.
She became an ever-vigilant enemy of anyone who still did believe in love.
63942.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
აჩრდილებივით ცვლიდნენ ერთმანეთს ერთნაირად უხეში, ერთნაირად სულწასული და ერთნაირად დაბნეული მამაკაცები, დღეებიც ამ მამაკაცებივით ჰგავდნენ ერთმანეთს.
Men, equally crude, impatient and confused, succeeded one another like ghosts, days spent with these men were indistinguishable.
63943.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალოს სძულდა ყველანი, ხოლო სიძულვილი, ხორკლიანი და ცივი ხელებით, სხეულთან ერთად თანდათან სულსაც უცვლიდა და უმახინჯებდა.
Black-eyed Malalo hated all of them, and hatred's rough cold hands changed and crippled her soul as well as her body.
63944.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ახლა მისთვის მთავარი შურისძიება იყო, შურისძიება და თავის გადარჩენა, რაკი სამუდამოდ დარწმუნებულიყო ცხოვრების ვერაგობაში.
Now vengeance was everything for her. Vengeance and survival, because she was permanently convinced of life's treachery.
63945.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
გამომწვევი სიარული, თამამი სიტყვა-პასუხი, მოულოდნელი აღგზნებული სიცილიცა და გაუთავებელი სიმღერაც მხოლოდ იმიტომ სჭირდებოდა, მის გადასათელად დაძრული ქვეყანა რომ შეეკავებინა.
Her provocative gait, her bold remarks, her sudden inflammatory smile and her ceaseless singing served only to control a world that was out to trample on her.
63946.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მას ეს ქვეყანა ეჯავრებოდა, და ეომებოდა კიდეც, დასცინოდა, აკნინებდა, აწვალებდა და აბინძურებდა.
She hated this world and was at war with it, she mocked, belittled, tormented and polluted it.
63947.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ქვეყანამაც ასეთად გააცნო თავი.
That's how the world had presented itself to her.
63948.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ის სრულებითაც არ აპირებდა მის გაცნობას.
She had no intention of getting to know it.
63949.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მას მხოლოდ თავისი უბედურება უნდოდა, იმავე ქვეყანამ რომ გამოგლიჯა ხელიდან.
She wanted only her own unhappiness, and the world had torn that from her grasp.
63950.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სანაცვლოდ კი თვითონ ესტუმრა, ტალახიანი ფეხებით შეაბოტა მის ოთახში და, შიშველი მამაკაცივით უზარმაზარი და უმწეო, გვერდით ამოუწვა.
Instead had burst in on her, coming in to her room with its muddy feet and, as monstrous and helpless as a naked man, got into bed with her.
63951.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალო პირველად დააფრთხო ქვეყნის სიდიადემ.
Black-eyed Malalo was at first intimidated by the world's splendour.
63952.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მალე იგრძნო მისი უმწეობაც, და მოვალეობის აღსრულების დროსაც შეეძლო დაეცინა და დაემცირებინა იგი.
Soon she realised how useless it was and, carrying out her duties, was able to laugh at it and belittle it.
63953.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ქვეყანა დიდი იყო, მაგრამ უფრო დამყოლი, უფრო ადვილად მოსათვინიერებელი, ვიდრე ერთი კაცი, უფრო სწორედ, ვიდრე პირველი კაცი.
The world was big, but more submissive and easier to tame than any one man, or rather her first man.
63954.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სისხლიანი ტუჩები ჰქონდა და სადოღე ცხენივით ცქმუტავდა ადგილზე.
He had bloody lips and pawed the ground like a race-horse.
63955.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ის უნდა გაქცეულიყო, შეეძლო და იმიტომ; ქვეყანას კი გაქცევა არ შეეძლო, იმდენი ფეხი ჰქონდა, ერთმანეთში ეხლართებოდა.
He was bound to run away, because he could; but the world couldn't run away, it had so many feet that they tripped each other up.
63956.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ბორძიკობდა და ყველაფერს ებღაუჭებოდა, თავი რომ შეემაგრებინა როგორმე.
It stumbled and had to cling to everything so as not to fall.
63957.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მას მომვლელი სჭირდებოდა, წარმმართველი, რადგან ყმაწვილივით ცეტი იყო და მოხუცივით უნდილი.
It needed someone to look after it, to govern it, for it was as light-headed as a youth and as feeble as an old man.
63958.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„მასპინძელო, მასპინძელო, მასპინძელოო“, - ჩხაოდა ლერწმის გალიაში ჩამწყვდეული თუთიყუში, არა, სიყვარული.
"Hostess, hostess, hostess!" shrieked the parrot (or rather, love) in its reed cage.
63959.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალოც იცინოდა და ტიროდა, ტიროდა და იცინოდა, რადგან მისი შემყურე ქვეყანა თვითონ იყო ერთდროულად სატირალიცა და სასაცილოც.
Black-eyed Malalo laughed and wept and wept, because the world that watched her was both lamentable and laughable.
63960.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
როცა შავთვალება მალალომ თავისი ნაბოლარა ქალიშვილის სიყვარულის ამბავი შეიტყო, თავზარი დაეცა.
When black-eyed Malalo found out about her youngest daughter's love affair, she was horrified.