მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63921.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
თანაც ისე, რომ მას არ შეემჩნია, არაფერი სცოდნოდა და მერე გაეგო, როცა ქალი მასთან აღარ იქნებოდა.
Moreover in such a way that he wouldn't notice, or know anything, finding out only when the woman was no longer with him.
63922.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„სატრფოც“ სიამოვნებით იტყუებდა თავს, თვალსაც სიამოვნებით ხუჭავდა.
The "beloved" delighted in letting her deceive him, shutting his eye with pleasure.
63923.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სწორედ მაშინ შეტრიალდებოდა ხოლმე, მაშინ მოუნდებოდა სანდლის გასწორება, როცა ქალი ჯიბეში ფულს უკუჭავდა.
She turned round at the right moment to lace his sandals when the woman was stuffing money into his pocket.
63924.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მისთვის სულერთი იყო, ვინ აუვსებდა ქისას და როდის იგრძნობდა ფულის სიმძიმეს, ქალის თანდასწრებით, თუ მერე, შინისკენ მიმავალი.
He didn't care who filled his purse, or whether he felt the weight of the money in the woman's presence, or later, on his way home.
63925.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
რა თქმა უნდა, შავთვალება მალალოს ყველა ასეთი სიყვარული, ადრე თუ გვიან, მარცხით მთავრდებოდა.
Of course, every love of black-eyed Malalo, sooner or later, ended in failure.
63926.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
პირველად ან თვითონ ეხილებოდა თვალი, ან „სატრფოს“ უბნელდებოდა გონება.
Either her eyes opened first, or the "beloved" took leave of his senses.
63927.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მუქთა ლოგინითა და უმტკივნეულოდ ნაშოვნი ფულით გარყვნილი, თავის სიხარბესა და სულსწრაფობას დაურიდებლად ამჟღავნებდა.
Depraved by a bed that cost him nothing and by money acquired so painlessly, brazenly showed his greed and impatience.
63928.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„რაც შენ ფული შემოგდის, - იწყებდა გაქსუებული „სატრფო“, - რას უშვრები?“
"Since you've got money coming in", the roguish "beloved" would begin, "what are you going to do with it?"
63929.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„მე რა, სახედარი ხომ არ გგონივარ?“
"I suppose you take me for a donkey, do you?"
63930.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„ლამის ქალაქის მასხარა გავხდე“.
"I'm becoming the city’s laughing stock".
63931.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„მერე რა, მერე რა“, - ღიღინებდა სიცრუის ვარდისფერ ღრუბლებში თავშერგული შავთვალება მალალო.
"So what, so what?" black-eyed Malalo would croon, wrapped in her pink clouds of illusion.
63932.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ვინც რა უნდა ისა სთქვას, ვინც რა უნდა ისა სთქვასო.
People can say what they like, people can say what they like.
63933.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ის ჯერ ვერ ხვდებოდა, საით უმიზნებდა მისი „სატრფო“, ან არ უნდოდა, მიხვედრილიყო.
It took her time to realise what her "beloved" was getting at, or she didn't want to realise.
63934.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ვარდისფერ, გრილსა და ხავერდივით ბუსუსა ღრუბლებში თავს უკეთესად გრძნობდა.
She felt best in her pink, cool and velvety clouds.
63935.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მაგრამ, ადრე თუ გვიან, მაინც უნდა გამოეყო იქიდან თავი, რადგან ის ხელოვნური ღრუბელი იყო და ჰაერს არ ატარებდა.
But eventually she had to stick her head out, because the cloud was artificial and airless.
63936.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„ღორო! ღორო!“ - ყვიროდა მიწაზე დაბრუნებული შავთვალება მალალო.
"You pig! You pig!" black-eyed Malalo yelled when she was back on earth.
63937.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„ღორი“ კი უკვე ქუჩაში მიაბიჯებდა და მკერდში მუშტს გამეტებით იცემდა.
The "pig" was striding down the street by now and beating himself in the chest very hard with his fist.
63938.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
უსამართლოდ შეურაცხყოფილი კაცივით, ანდა ვენახდასეტყვილი გლეხივით.
Like a man who has been unjustly insulted or a peasant whose vineyard has been cut down by hail.
63939.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დიდხანს გაგრძელდა ასე.
This went on for ages.
63940.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ბევრჯერ იწვნია შავთვალება მალალომ გაწბილების სიმწარე, სანამ საბოლოოდ არ აუცრუვდა გული სიყვარულზე, სანამ საბოლოოდ არ გაბოროტდა.
Black-eyed Malalo suffered bitter disillusionment many times, until at last she became immune to love, turned nasty.