მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63961.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მტერი, რომელსაც უკვე განადგურებულად და ერთხელ და სამუდამოდ დამარხულად თვლიდა, ცოცხლდებოდა, ყლორტს იკეთებდა.
An enemy, which she thought annihilated and defeated once and for all, had revived, was sending out shoots.
63962.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ისე გათავხედებულიყო, შინ შემოჰპარვოდა.
It was becoming so brazen as to insinuate itself.
63963.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ისევ მისი სისხლითა და ხორცით იკვებებოდა, რათა ისევ მას დასტყდომოდა თავზე, ერთხელ კიდევ დაექცია და დაეწიოკებინა.
It was feeding on her flesh and blood in order to get the strength to attack and ravage her once more.
63964.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
თითქოს ერთი ადამიანისთვის არ კმაროდა, რაც უკვე გადაეტანა მისი წყალობით.
As if what one human being had suffered at the hands of it was not enough.
63965.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მტერი ძლიერიც იყო და ვერაგიც.
The enemy was powerful and sly.
63966.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დროულად, ჩანასახშივე უნდა ამოეძირკვა იგი შავთვალება მალალოს.
Black-eyed Malalo had to root it out promptly and thoroughly.
63967.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ისიც არ დაჰკარგოდა, რაც ამ ძლიერსა და ვერაგ მტერთან ბრძოლაში მოეპოვებინა.
She wasn't to lose all she had gained from fighting this powerful, sly enemy.
63968.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალო მართლაც დროულად დატრიალდა და ამჯერადაც გაიმარჯვა.
Black-eyed Malalo did in fact respond in time and, this time, she won.
63969.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მაგრამ შედეგმა კი არ გაახარა, დააღონა და შეაწუხა, თითქოს მეზობლის მობარებული ბავშვი შემოკვდომოდა.
But the consequence gave her no joy: it depressed and upset her, as if it were the death of a child she had been entrusted with by a neighbour.
63970.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მაგრამ მაშინ დიდხანს არ აჰყოლია წუხილს.
But she didn't grieve for long at the time.
63971.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სჯეროდა, სწორედ იქცეოდა, რადგან ინოც მისი ქალიშვილი იყო და სიყვარულისგან უბედურების მეტს ვერც ის მიიღებდა.
She believed she had acted rightly, because Ino was her daughter and love would bring her nothing but unhappiness.
63972.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სინდისმა მერე გააწამა, მერე გაუხდა აუტანელი, როცა უფროსმა ქალიშვილებმა შინიდან გამოაგდეს, მოგვშორდი, სტუმრებს ნუ გვიფრთხობო.
Remorse came later, becoming unbearable when her older daughters threw her out of the house, telling her, "Clear off, don't scare our customers off".
63973.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მაშინ კი საბოლოოდ დარწმუნდა, გამოუსწორებელი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი და ამიტომაც სჯიდნენ ღმერთები.
Only then was she fully convinced that she had committed a sin which could not be expiated, and she was being punished by the gods for it.
63974.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ამ ცოდვითღა ედგა სული.
This sin now obsessed her.
63975.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ცოდვა აძლებინებდა. კი არ აძლებინებდა, სიკვდილის ნებას არ აძლევდა, რადგან სიკვდილი ცოდვისგანაც გაათავისუფლებდა და დაისვენებდა.
The sin was her reason for living: it refused her the right to die because death would free her of sin and would give her rest.
63976.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„თუ მართლა გიყვარვარ და გეცოდები, ქვა ჩამარტყიო“, - ეხვეწებოდა ხოლმე ინოს.
"If you really love and pity me, stone me to death", she beseeched Ino.
63977.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დედის გამოძევების შემდეგ აღარც ინო გაჩერებულა დებთან.
After her mother was driven out, Ino too left her sisters.
63978.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დედა შეეცოდა, მარტომ როგორ უნდა იცხოვროსო, მაგრამ შავთვალება მალალომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა.
She was sorry for her mother and wondered how she would manage on her own, but black-eyed Malalo dug her heels in.
63979.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ცოცხლად რატომ უნდა დაიმარხო, ანდა შენი მოწოდებული წყალი როგორ უნდა დავლიოო.
"Why should you bury yourself alive? I can't have you staying just to give me a drink of water."
63980.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ინოს მაინც არ მიუტოვებია დედა, როგორც კი თავისუფალ დროს იშოვიდა, მაშინვე მისკენ გარბოდა.
But Ino still wouldn't leave her mother: whenever she had free time, she dropped in to see her.