მოიძებნა 669201 ჩანაწერი
639221.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
აკრძალულია ბავშვის შვილად აყვანა მშვილებლის სასამართლოს სხდომაში მონაწილეობის გარეშე.
It shall be prohibited to effect adoption of a child without the participation of the prospective adoptive parent in the court session.
639222.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
სასამართლო პროცესს აუცილებლად უნდა ესწრებოდეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი.
The presence of the person authorized by the relevant guardianship and custodianship agency at legal proceedings shall be necessary.
639223.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
პატივსადები მიზეზების არსებობისას სასამართლო სხდომა შეიძლება გაიმართოს ერთ-ერთი მშვილებლის მონაწილეობით.
Given the valid reason, a court session may be held with participation of only one of the prospective adoptive parents.
639224.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შვილად აყვანა შეესაბამება შვილად ასაყვანის ინტერესებს და ემსახურება მის კეთილდღეობას, იგი განცხადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 349-ე და 351-ე მუხლებით დადგენილი წესით გამოიტანს გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ.
If the court finds that the adoption is in the best interests of the prospective adoptive child and contributes to his or her wellbeing, it shall, within the period of 2 weeks from the reception of the application, pass its decision in respect of adoption in the required form established by Articles 349 and 251 of the Civil Procedural Code of Georgia.
639225.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
სასამართლო ვალდებულია შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში აცნობოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
The court shall be obliged, within 5 days from the date on which its decision in respect of adoption takes legal effect, to notify a Civilian Registry Office of the location where such decision has been passed.
639226.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანა ძალაშია შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.
The adoption shall enter into force from the date on which the court decision takes legal effect.
639227.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
მშვილებლისა და გასაშვილებლის (თუ გასაშვილებელი 10 წლისაა ან 10 წელზე მეტისაა) მოთხოვნით სასამართლო სხდომა შეიძლება იყოს ღია, ხოლო ინფორმაცია – საჯარო.
At the request of the prospective adoptive parent and prospective adoptive child (if the latter is 10 years or above 10 years of age) the court session may be made open and the information may be made public.
639228.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის (გაშვილების) პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ არა უგვიანეს სასამართლოს მიერ შვილად აყვანის (გაშვილების) საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მშობელს (მშობლებს), მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს, თუ იგი 10 წლისაა ან 10 წელზე მეტისაა, შეუძლიათ უარი განაცხადონ გაშვილებაზე (შვილად აყვანაზე).
At any stage of the adoption procedure, but no later than the date on which the court of law passes its final decision concerning adoption, the parent (parents), prospective adoptive parent and prospective adoptive child, if he or she is 10 years or above 10 years of age, may refuse the adoption.
639229.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
სასამართლოს მიერ შვილად აყვანის (გაშვილების) საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია შეცვალოს საკუთარი დასკვნა და მოითხოვოს სასამართლო პროცესის შეჩერება.
Before the court passes its final decision concerning adoption, the guardianship and custodianship agency, giving due consideration to the interests of the child, may change its decision and demand to suspend the legal proceedings.
639230.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
მშვილებლის მოთხოვნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მოტივით ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და განსაკუთრებული მიზეზის არსებობისას – დაბადების თარიღი.
At the request of the adoptive parent, with the motive of ensuring confidentiality, the first name, surname, place of birth and, given special reason, the date of birth of the child may be changed.
639231.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
მშვილებლის მოთხოვნით ბავშვის დაბადების სამოქალაქო აქტებში იგი ჩაიწერება ნაშვილების მშობლად.
At the request of the adoptive parent, he or she shall be entered in the acts of civil status concerning the child's birth as the parent of the adoptee.
639232.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
თუ შვილად ასაყვანი 10 წლისაა ან 10 წელზე მეტისაა, სახელის, გვარის, დაბადების ადგილისა და დაბადების თარიღის სამოქალაქო აქტებში ბავშვის მშობლად მშვილებლის ჩაწერის შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის აზრს.
If the prospective adoptive child is 10 years or above 10 years of age, the court shall, in case if the adoptive parent is entered in the acts of civil status concerning the child's first name, the surname, the place of birth and the date of birth as the parent of the child, take into consideration the opinion of the said child.
639233.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
სამოქალაქო აქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ უნდა მიეთითოს შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაში.
The changes intended to be made in the acts of civil status must be indicated in the court decision concerning adoption.
639234.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნაშვილები კარგავს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობებისაგან თავისი ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და ნათესავების წინაშე.
After the court decision concerning adoption takes legal effect, the adoptee shall lose his or her property and personal non-property rights and shall be released from the obligations in respect of his or her biological parent (parents) and relatives.
639235.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მეუღლეების მიერ ბავშვის შვილად აყვანისას ან ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლის შვილის შვილად აყვანის დროს ბავშვი იძენს მეუღლეთა ქორწინების საერთო შვილის სამართლებრივ მდგომარეობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მშობლისა და შვილისათვის დადგენილი უფლება-მოვალეობების შესაბამისად.
After the court decision concerning adoption takes legal effect, in case if the spouses adopt a child, or if one of the spouses adopts a child of another spouse, the child shall acquire the legal status of the common child under the matrimony of the spouses, in accordance with the rights and duties established for a parent and a child by the Civil Code of Georgia.
639236.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ნაშვილები და მისი შთამომავლობა მშვილებლისა და მის ნათესავთა მიმართ პირადი და ქონებრივი უფლება-მოვალეობებით უთანაბრდებიან შთამომავლობით ბიოლოგიურ ნათესავებს, ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები – ნაშვილებსა და მის შთამომავლობას.
The adoptee and his or her descendants shall, in their personal and property rights and obligations with regard to the adoptive parent and his or her relatives, be equal to the hereditary biological relatives, and the adoptive parent and his or her relatives – to the adoptee and his or her descendants.
639237.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ნაშვილების მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დადგება მიუხედავად იმისა, ჩაიწერება თუ არა მშვილებელი ბავშვის დაბადების სამოქალაქო აქტებში მის მშობლად.
The legal consequences in respect of the adoptee provided for by this law shall come into effect whether or not the adoptive parent is entered in the acts of civil status, concerning the child's birth, as his or her parent.
639238.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, გამშვილებელი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს თანამშრომელი და შვილად აყვანის პროცედურაში მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ შვილად აყვანის პროცედურის ნებისმიერ სტადიაზე მიღებული ინფორმაცია.
Judge passing the decision concerning adoption, person offering a child for adoption, representative of a guardianship and custodianship agency, officer of a Civilian Registry Office and any person participating in the adoption procedure must keep secret the information received at any stage of the adoption procedure.
639239.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის შესახებ ინფორმაციის შეკრება, გამოქვეყნება ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამჟღავნება გამშვილებლის, მშვილებლისა და სრულწლოვანი ნაშვილების თანხმობის გარეშე აკრძალულია.
Collection, publication or disclosure in any other form of the information concerning adoption without consent of the person offering a child for adoption, the adoptive parent and the adoptee shall be prohibited.
639240.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
პასუხისმგებლობა ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
Responsibility for the violation of the requirements established by this Article shall be determined pursuant to the Georgian legislation.