მოიძებნა 669201 ჩანაწერი
639281.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
თითოეულ მხარეს შემუშავებული აქვს ენოლოგიური პრაქტიკების რეგულირების მისაღები მექანიზმები.
Each Party has established acceptable mechanisms for regulating oenological practices.
639282.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ვაზის მოშენებისა და ენოლოგიური პრაქტიკები კვლავაც განვითარდება.
Grape growing and oenological practices will continue to evolve.
639283.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ამ შეთანხმების მიზნებია: (ა) გაადვილებულ იქნეს მხარეთა შორის ღვინით ვაჭრობა; (ბ) თავიდან იქნეს აცილებული, WTO-ს შეთანხმების თანახმად, ამგვარი ვაჭრობის შემაფერხებელი დაბრკოლებების გამოყენება, მხარეთა მიერ მათს შესაბამის კანონებში, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებში გათვალისწინებული ენოლოგიური პრაქტიკების რეგულირების შესაბამისი მექანიზმების ურთიერთაღიარების მეშვეობით.
The objectives of this Agreement are: (a) to facilitate trade in wine among the Parties; (b) to avoid, in accordance with the WTO Agreement, the application of obstacles to such trade, through the mutual acceptance by the Parties of their respective mechanisms for regulating oenological practices as provided for in their respective laws, regulations and requirements.
639284.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
არაფერი ამ შეთანხმებაში არ ზღუდავს მხარეთა უფლებებს ან მოვალეობებს WTO-ს შეთანხმების მიხედვით.
Nothing in this Agreement shall limit the rights or obligations of the Parties under the WTO Agreement.
639285.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ეს შეთანხმება შემოიფარგლება ღვინით (როგორც ეს ტერმინი ამ შეთანხმების 4(ა) მუხლშია განსაზღვრული) საერთაშორისო ვაჭრობით.
This Agreement shall be limited to international trade in wine as that term is defined in Article 4(a) of this Agreement.
639286.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
არაფერი ამ შეთანხმებაში რაიმენაირად ხელს არ უშლის მის მხარეს, მიიღოს ზომები, მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ, მონიტორინგის ჩათვლით, ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, იმ პირობით, რომ ამგვარი ზომები შესაბამისობაშია WTO-ს შეთანხმების დებულებებთან.
Nothing in this Agreement shall in any way prevent a Party from taking measures, including but not limited to monitoring, for the protection of human health and safety, provided such measures are in accordance with the provisions of the WTO Agreement.
639287.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
არაფერი ამ შეთანხმებაში არ აკისრებს ამა თუ იმ სამართალსუბიექტს კომერციულ ვალდებულებებს ამ შეთანხმებით მოცული პროდუქტების შესყიდვასთან ან გაყიდვასთან მიმართებაში.
Nothing in this Agreement shall impose commercial obligations on any entity with respect to the purchase and sale of products covered by this Agreement.
639288.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
არაფერი ამ შეთანხმებაში განზრახული არ არის საიმისოდ, რათა ხელი შეუშალოს ამა თუ იმ მხარის არსებული შეთანხმებების დებულებათა მოქმედებას, ანდა ხელი შეუშალოს მხარეებს, ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად, დადონ შეთანხმებები ენოლოგიური პრაქტიკების თაობაზე მესამე ქვეყნებთან.
Nothing in this Agreement is intended to interfere with the provisions of a Party's existing agreements or preclude Parties, either individually or collectively, from concluding agreements regarding oenological practices with third countries.
639289.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
არაფერი ამ შეთანხმებაში არ მოითხოვს მხარისაგან, უარყოს, ნაწილობრივ გააუქმოს ან შეასწოროს ღვინის მისეული განსაზღვრა ან თავისი კანონები, ნორმა-ტიული აქტები და მოთხოვნები, დაკავშირებული ენოლოგიურ პრაქტიკებთან, თავის ტერიტორიაზე ღვინის საწარმოებლად.
Nothing in this Agreement shall require a Party to repeal, derogate from or amend its definition of wine or its laws, regulations and requirements relating to oenological practices for the production of wine in its territory.
639290.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
„ღვინო“ არის სასმელი, წარმოებული სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად, რომელსაც განიცდის მხოლოდ და მხოლოდ ახალი ყურძენი, ყურძნის ტკბილი ან პროდუქტები, მოპოვებული ახალი ყურძნისგან თანახმად ენოლოგიური პრაქტიკებისა, რომელთა გამოყენებაც ნებადართულია ექსპორტიორი მხარის სარეგულაციო მექანიზმების მიხედვით, და შეიცავს ალკოჰოლს, რომლის პროცენტული შემცველობაც მოცულობის არანაკლებ 7%-ია და არა უმეტეს 24%.
“Wine” is a beverage produced by the complete or partial alcoholic fermentation exclusively of fresh grapes, grape must, or products derived from fresh grapes in accordance with oenological practices which are authorized for use under the regulatory mechanisms of the exporting Party, and contains an alcohol content of not less than 7% and not more than 24% by volume.
639291.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
„ენოლოგიური პრაქტიკები“ შეეხება ღვინის დამზადებისას გამოყენებულ მასა-ლებს, პროცესებს, დამუშავების ხერხებსა და ტექნიკურ მეთოდებს, კანონით ნებადართულს ექსპორტიორ მხარეში, მაგრამ არ მოიცავს ეტიკეტირებას, ბოთლებში ჩამოსხმას ან შეფუთვას საბოლოო გაყიდვის მიზნით.
“Oenological practices” relate to wine making materials, processes, treatments and techniques permitted by law in the exporting Party, but do not include labeling, bottling or packaging for final sale.
639292.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
„კონსენსუსი“ მიღწეულია, თუ, საბჭოს პროცედურებით გათვალისწინებული შეტყობინების შემდეგ, არც ერთი მხარე, რომელიც ესწრება სხდომას გადაწყვეტილების მიღების დროს, არ გამოთქვამს ოფიციალურ პროტესტს ამ შემოთავაზებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
"Consensus" is achieved if, after such notice as the Council's procedures provide for, no party present at the meeting when a decision is taken formally objects to that proposed decision.
639293.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
მხარეები აღიარებენ ერთმანეთის კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ენოლოგიურ პრაქტიკებსა და მათი რეგულირების მექანიზმებს შეეხება.
The Parties shall accept each other's laws, regulations and requirements relating to oenological practices and the mechanisms to regulate them.
639294.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
მხარეები ნებას რთავენ, მოხდეს იმპორტირება ღვინისა, წარმოებულისა მეორე მხარის ტერიტორიაზე ამ მეორე მხარის კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც ენოლოგიურ პრაქტიკებსა და მათი რეგულირების მექანიზმებს შეეხება.
The Parties shall permit the importation of wine produced in the territory of another Party in conformity with that other Party's laws, regulations and requirements relating to oenological practices and the mechanisms to regulate them.
639295.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
მხარის მიერ მეორე მხარეში ექსპორტირებული ღვინო უნდა შეესაბამებოდეს ექსპორტიორი მხარის კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ექსპორტიორი მხარის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ღვინის მარეგლამენტირებელ ენოლოგიურ პრაქტიკებს შეეხება.
Wine exported by a Party to another Party shall conform to the exporting Party's laws, regulations and requirements relating to oenological practices governing wine intended for the exporting Party’s domestic consumption.
639296.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ექსპორტიორ მხარეს, საკუთარი არჩევანით, შეუძლია აგრეთვე იმპორტიორ მხარეში იმპორტირება ღვინისა, რომელიც წარმოებულია თანახმად იმპორტიორი მხარის კანონებისა, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნებისა, რომლებიც იმპორტიორი მხარის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ღვინის მარეგლამენტირებელ ენოლოგიურ პრაქტიკებს შეეხება.
The exporting Party, at its option, also may export to an importing Party wine produced in compliance with the importing party’s laws, regulations and requirements relating to oenological practices governing wine intended for the importing Party's domestic consumption.
639297.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
არც ერთი მხარე არ სთხოვს რომელიმე მეორე მხარეს, განაცხადი გააკეთოს ნაწილობრივი გაუქმების ან სხვაგვარი გამონაკლისის მოთხოვნით, ანდა ჩაატაროს რუტინული სერტიფიკაცია ამა თუ იმ ენოლოგიურ პრაქტიკასთან მიმართებაში, გარდა იმ მათგანისა, რომელიც მხარეს 3(2) მუხლის თანახმად შეუძლია მოითხოვოს.
No Party shall require any other Party to apply for a derogation or other exemption or to provide routine certification with regard to any oenological practice except as a Party may require consistent with Article 3(2).
639298.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
როდესაც ამა თუ იმ მხარეს საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მის ტერიტორიაზე წარმოებული, მისი ტერიტორიიდან ექსპორტირებული ან მის ტერიტორიაზე იმპორტირებული ღვინო საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას, ეს მხარე დაუყოვნებლივ შეატყობინებს ამის თაობაზე ყველა სხვა მხარეს იმ მექანიზმის მეშვეობით, რომელიც საბჭომ უნდა განსაზღვროს.
When a Party has reason to believe that any wine produced in, exported from or imported into its territory would compromise human health or safety, the Party shall notify all other Parties immediately via a mechanism to be determined by the Council.
639299.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ეტიკეტირებასთან დაკავშირებული ტექნიკური ნორმები და სტანდარტები უნდა იყოს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული, და გამოცემული უნდა იყოს „WTO-ს შეთანხმების“ და, განსაკუთრებით, „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენების შესახებ შეთანხმებისა“ და „ვაჭრობის შემაფერხებელი ტექნიკური ბარიერების შესახებ შეთანხმების“ თანახმად, და გამოყენებული არ უნდა იქნეს, როგორც ამ შეთანხმების მიზნისა და დანიშნულების მიღწევის შემაფერხებელი მექანიზმი.
Technical regulations and standards relating to labeling shall be transparent, and non-discriminatory, and issued in accordance with the WTO Agreement, and particularly the Agreement on the Application of Sanitary and Phytosanitary Measures and the Agreement on Technical Barriers to Trade and not be used as a mechanism to frustrate the object and purpose of this Agreement.
639300.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
მხარეები მოლაპარაკებებს იწყებენ ეტიკეტირების შესახებ შეთანხმების თაობაზე იმ მიზნით, რათა დადონ ამგვარი შეთანხმება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში იმ თარიღიდან, როდესაც ეს შეთანხმება ძალაში შევიდა.
The Parties shall enter into negotiations for an agreement on labeling with a view to concluding such an agreement within a period of one calendar year from the date that this Agreement has entered into force.