მოიძებნა 669201 ჩანაწერი
639261.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
თუ შვილად აყვანა გაუქმებულია მშვილებლის მიერ ბავშვის აღზრდის მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, ბავშვს უნარჩუნდება მშვილებლისაგან ალიმენტის მიღების უფლება.
If adoption is annulled due to the failure on the part of the adoptive parent properly to perform his or her duties in respect of education of the child, the adoptee shall retain the right to receive alimony from the adoptive parent.
639262.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისას სასამართლომ ბავშვის ინტერესების შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს შვილად აყვანისას ბავშვისათვის მიკუთვნებული გვარის, სახელისა და სხვა მონაცემების შენარჩუნების საკითხი.
In case of annulment of the court decision concerning adoption, the issue of the retention by the child of the surname, first name and other data, assigned to him or her at the time of adoption, must be decided in accordance with the interests of the child.
639263.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
თუ ბავშვი 10 წლისაა ან მეტისაა, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მისი სურვილიც უნდა გაითვალისწინოს.
If the child concerned is 10 or more years of age, his or her opinion also must be taken into consideration by the court in passing its decision concerning the said issue.
639264.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი პირი გადაეცემა მშობელს (მშობლებს), ხოლო თუ ეს შეუძლებელია ან მის ინტერესებს ეწინააღმდეგება, – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
After the invalidation of the court decision concerning adoption, the juvenile person shall, pursuant to the court decision, be transferred to his or her parent (parents) or, if it is impossible or is contrary to his or her interests, to a guardianship and custodianship agency.
639265.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ამ კანონით განსაზღვრულ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებებს 2009 წლის 1 იანვრამდე ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
Until January 1, 2009, the powers of the Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia defined by the present Law shall be exercised by the Ministry of Education and Science of Georgia.
639266.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ამ კანონით განსაზღვრულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა ფუნქციებს 2009 წლის 1 იანვრამდე ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – საგანმანათლებლო რესურსცენტრები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროები.
Until January 1, 2009, the functions of guardianship and custodianship agencies defined by the present Law shall be performed by the territorial bodies of the Ministry of Education and Science of Georgia: Educational Resource Centres, as well as by the respective Ministries of Education of the Autonomous Republics of Abkhazia and Adjaria.
639267.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს: ა) ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების წარმოების ერთიანი დებულების დამტკიცება; ბ) ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის ან მშობლის უფლებაზე უარის თქმის შესახებ პირველადი და ძირითადი ფორმების დამტკიცება.
Until May 1, 2008 the Ministry of Education and Science of Georgia shall ensure: (a) The approval of the General Regulation for the maintenance of local registers and the Central Register; (b) The approval of primary and principal forms for the consent to the adoption of child or waiver of parental rights.
639268.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს: გ) მშვილებელი ოჯახის/პირის მომზადების პროგრამის დამტკიცება; დ) შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებისა და გაცემის წესის შესახებ ბრძანების გამოცემა; ე) მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოსთან (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციასთან) სპეციალური ხელშეკრულების ფორმის დამტკიცება.
The Ministry of Education and Science of Georgia shall ensure: (c) The approval of the training programmes for the prospective adoptive families/persons; (d) The issuing of the order concerning the procedure for the preparation and issuance of the conclusion concerning adoption; (e) The approval of the form for the special agreement to be concluded with the Central Authority of the prospective adoptive country (or, in case of absence of any such Authority, with the relevant authorized organization, licensed or/and accredited in the receiving country).
639269.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს: ვ) საქართველოდან გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისა და სპეციალური ფორმის დამტკიცება; ზ) მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვის წესის შესახებ ბრძანების გამოცემა.
The Ministry of Education and Science of Georgia shall ensure: (f) The approval of the procedure for the furnishing of the information concerning the state of health and social status of the child adopted from Georgia and of the special form; (g)The issuing of the order concerning the procedure for the recording of the prospective adoptive families/persons.
639270.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს: თ) გასაშვილებელ ბავშვთა აღრიცხვის წესის შესახებ ბრძანების გამოცემა; ი) შვილად აყვანასთან (გაშვილებასთან) და გაშვილებულ პირთა ბიოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვისა და გაცემის წესის შესახებ ბრძანების გამოცემა; კ) მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის კრიტერიუმების შემუშავების შესახებ ბრძანების გამოცემა.
The Ministry of Education and Science of Georgia shall ensure: (h) The issuing of the order concerning the procedure for the recording of the prospective adoptive children; (i) The issuing of the order concerning the storage and issuance of the information concerning the adoption and the biographical background of adopted persons; (j) The issuing of the order concerning development of the criteria for the compatibility between the adoptive parent and the prospective adoptive child.
639271.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2008 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს: ა) საერთაშორისო გაშვილებისას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამდგენი კომისიის შემადგენლობის დამტკიცება; ბ) უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამდგენი კომისიის მუშაობისა და უცხო ქვეყანაში გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმების წესის შესახებ ბრძანების გამოცემა.
Until May 1, 2008 the Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia shall ensure: (a) The approval of the composition of the Commission to establish the state of health of the child in cases of intercountry adoption; (b) The issuance of the order concerning the regulations for the operation of the Commission establishing the state of health of the child to be adopted in a foreign country, and the procedure for the verification by the Commission of the state of health of the child adopted in a foreign country.
639272.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
სოციალურ მუშაკს არ მოეთხოვება სერტიფიცირება სოციალურ მუშაკთა პირველი სერტიფიცირების დასრულებამდე.
The social worker shall not be required to undergo certification until the completion of the first certification of the social workers.
639273.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
2008 წლის 1 მაისიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი „შვილად აყვანის წესის შესახებ“.
From May 1, 2008, the Georgian Law on the Procedure for Adoption of Children of October 17, 1999 shall be considered null and void.
639274.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ამ შეთანხმების მხარეები, მოწადინებულნი, გააადვილონ საერთაშორისო ვაჭრობა და თავიდან აიცილონ ღვინით ვაჭრობის შემაფერხებელი დაბრკოლებების გამოყენება, თანახმად 1994 წლის 15 აპრილის მარაკეშის შეთანხმებისა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაარსების შესახებ.
The Parties to this Agreement, Desiring to facilitate international trade and to avoid the application of obstacles to trade in wine in accordance with the Marrakesh Agreement Establishing the World Trade Organization of 15 April 1994.
639275.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
დაინტერესებულნი არიან რა თავ-თავიანთ ტერიტორიებზე წარმოებული, და აგრეთვე მოხმარებული, ღვინის რეგულირებით.
Having an interest in regulating the wine produced as well as consumed in their respective territories.
639276.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
შესრულებული აქვთ რა თითოეული მხარის ენოლოგიურ პრაქტიკებთან დაკავშირებული კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების იმგვარი შეფასებანი, როგორსაც მათი შესაბამისი შიდა კანონმდებლობანი მოითხოვს.
Having concluded such assessments of each Party’s laws, regulations and requirements in respect to oenological practices as are required by their respective domestic laws.
639277.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
აქვთ რა არსებითი და კანონიერი ინტერესი თავიანთ ტერიტორიებზე იმპორტირებული ღვინის ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ასპექტების რეგულირების მიმართ.
Having a fundamental and legitimate interest in regulating the health and safety aspects of wine imported into their respective territories.
639278.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
დაინტერესებულნი არიან რა ეტიკეტირების თაღლითური პრაქტიკების გამოყენების არდაშვებით.
Having an interest in preventing the use of deceptive labeling practices.
639279.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
აცნობიერებენ რა, რომ ენოლოგიურ პრაქტიკებზე დაფუძნებული საიმპორტო შეზღუდვები წარსულში გამოყენებული ყოფილა, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის შემაფერხებელი დაბრკოლებები.
Recognizing that import restrictions based on oenological practices have been used as obstacles to international trade.
639280.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ენოლოგიური პრაქტიკები ექვემდებარება მხარეთა ტერიტორიებზე მოქმედ კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, და რომ ერთგვაროვანი ენოლოგიური პრაქტიკები ვერ გაითვალისწინებს ყველა ადგილობრივ პირობას, კლიმატურ ვარიაციასა და ტრადიციას.
Oenological practices are the subject of laws, regulations and requirements in the territories of the Parties and that uniform oenological practices cannot take account of all local conditions, climatic variations and traditions.