მოიძებნა 669201 ჩანაწერი
639301.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
მოცემული შეთანხმების სამართავად ამით არსდება მხარეთა საბჭო, რომელშიც თითოეულ მხარეს თანაბარი წარმომადგენლობა აქვს.
A Council of the Parties, in which each Party has equal representation, is hereby established to manage this Agreement.
639302.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
საბჭოს ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის საფუძველზე.
All decisions by the Council shall be by consensus.
639303.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
საბჭო განსაზღვრავს თავის საკუთარ წესებსა და პროცედურებს.
The Council shall determine its own rules and procedures.
639304.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
საბჭოს შეუძლია განიხილოს ამ შეთანხმების ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.
The Council may consider any matter relating to the effective functioning of this Agreement.
639305.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
კერძოდ, მისი პასუხისმგებლობის სფეროში შედის: (ა)ამ შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხების მოგვარების მცდელობა; (ბ)მხარეთა უზრუნველყოფა იმ პრობლემათა განსახილველი ფორუმით, რომლებიც ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით შეიძლება წამოიჭრას.
In particular it shall be responsible for: (a) seeking resolution of any questions relating to the application of this Agreement; (b) providing a forum for discussion of issues that may arise concerning this Agreement.
639306.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
კერძოდ, მისი პასუხისმგებლობის სფეროში შედის: (გ) ამ შეთანხმების მოქმედების გაძლიერების გზების განხილვა; (დ) ამ შეთანხმებისა და მისი დანართის შესწორებების მიღება მე-10 მუხლის თანახმად; (ე) ამ შეთანხმების ფარგლებში სამუშაო ენების განსაზღვრა; და (ვ) გადაწყვეტილებათა მიღება სახელმწიფოთა განაცხადების თაობაზე, შეუერთდნენ ამ შეთანხმებას 13(2) მუხლის მიხედვით.
In particular it shall be responsible for: (c) considering ways to enhance the operation of this Agreement; (d) adopting amendments to this Agreement and its annex in accordance with Article 10; (e) determining the working languages under this Agreement; and (f) deciding upon the application of States to accede to this Agreement pursuant to Article 13(2).
639307.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
12(1) მუხლში მოხსენიებულ სახელმწიფოთა კანონები, ნორმატიული აქტები და მოთხოვნები, რომლებიც ენოლოგიურ პრაქტიკებსა და მათი რეგულირების მექანიზმებს შეეხება, მოქმედი თითოეული მხარისათვის ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისთვის, შეტანილ უნდა იქნეს „გრაფიკში“.
The laws, regulations and requirements relating to oenological practices and the mechanisms to regulate them of the States referred to in Article 12(1) as at the date of entry into force of this Agreement for each Party shall be incorporated in a Schedule.
639308.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
როდესაც საბჭო მიიღებს 13(2) მუხლში მოხსენიებულ გადაწყვეტილებას, დასთანხმდეს ამა თუ იმ სახელმწიფოს შეერთებას ამ შეთანხმებასთან, ამ სახელმწიფოს კანონები, ნორმატიულ აქტები და მოთხოვნები, რომლებიც ენოლოგიურ პრაქტიკებსა და მათი რეგულირების მექანიზმებს შეეხება, საბჭოსთვის წარდგენილი 13(1) მუხლის მიხედვით, შეტანილ უნდა იქნეს „გრაფიკში“.
Upon the decision of the Council referred to in Article 13(2) to agree to the accession of a State to this Agreement, the laws, regulations and requirements relating to oenological practices and the mechanisms to regulate them of that State as submitted to the Council pursuant to Article 13(1) shall be incorporated in the Schedule.
639309.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
მხარის კანონების, ნორმატიული აქტების ან მოთხოვნების, რომლებიც ენოლოგიურ პრაქტიკებსა და მათი რეგულირების მექანიზმებს შეეხება, ნებისმიერი მოდიფიკაცია უნდა იქნეს: (ა) გამოქვეყნებული ან სხვაგვარად გახდილი ხელმისაწვდომად, ისეთნაირად, როგორც ეს შესაბამისობაშია და იმდენად, რამდენადაც ეს გათვალისწინებულია „WTO-ს შეთანხმებაში“ და, განსაკუთრებით, „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენების შესახებ შეთანხმებაში“ და „ვაჭრობის შემაფერხებელი ტექნიკური ბარიერების შესახებ შეთანხმებაში“, და (ბ) შეტანილი „გრაფიკში“.
Any modification of the laws, regulations or requirements relating to oenological practices and the mechanisms to regulate them of a Party shall be: (a) published or otherwise made available in a manner consistent with and to the extent provided in the WTO Agreement, and in particular the Agreement on the Application of Sanitary and Phytosanitary Measures and the Agreement on Technical Barriers to Trade, and (b) included in the Schedule.
639310.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
თითოეული მხარე, ისეთნაირად, როგორც ეს შესაბამისობაშია და იმდენად, რამდენადაც ეს გათვალისწინებულია „WTO-ს შეთანხმებაში“ და, განსაკუთრებით, „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენების შესახებ შეთანხმებაში“ და „ვაჭრობის შემაფერხებელი ტექნიკური ბარიერების შესახებ შეთანხმებაში“, ატყობინებს საბჭოს ნებისმიერი წინადადებების თაობაზე, შესწორებები იქნეს შეტანილი მის კანონებში, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებში, რომლებიც ენოლოგიურ პრაქტიკებსა და მათი რეგულირების მექანიზმებს შეეხება, მანამ, სანამ ამგვარი შესწორებები ძალაში შევიდოდეს მის ტერიტორიაზე და შესაძლებლობას აძლევს სხვა მხარეებს, კომენტარები გააკეთონ ამგვარი წინადადებების თაობაზე.
Each Party shall, in a manner consistent with and to the extent provided in the WTO Agreement, and in particular the Agreement on the Application of Sanitary and Phytosanitary Measures and the Agreement on Technical Barriers to Trade, notify to the Council any proposals to amend its laws, regulations or requirements relating to oenological practices and the mechanisms to regulate them prior to such amendments coming into effect in its territory and give the other Parties the opportunity to comment on such proposals.
639311.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
თუ ერთი ან მეტი მხარე მიიჩნევს, რომ ერთი ან მეტი მხარის მიერ მიღებული ზომები ამ შეთანხმებას არ შეესაბამება, სარჩელის შემტან ამ მხარეს ან მხარეებს (მოსარჩელეს) შეუძლია წერილობით მოითხოვოს კონსულტაციები მეორე მხარესთან ან მხარეებთან (მოპასუხესთან).
If one or more Parties consider a measure taken by one or more Parties to be inconsistent with this Agreement, that Complaining Party or Parties (the Complainant) may request in writing consultations with the other Party or Parties (the Respondent).
639312.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
დავის მხარეები, მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის განმავლობაში, კონსულტაციებს მართავენ ერთმანეთთან საკითხის მოგვარების მიზნით.
The Parties to the dispute shall, within 20 days of receipt of the request, consult with each other with a view to resolving the issue.
639313.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
თუ საკითხი კონსულტაციების მეშვეობით არ მოგვარებულა კონსულტაციების მოთხოვნის მიღებიდან 45 დღის განმავლობაში, ხოლო იმპორტი აკრძალული ან შეზღუდულია, დავის ნებისმიერ მხარეს შეუძლია წერილობით მოსთხოვოს დავის მეორე მხარესა და საბჭოს თავმჯდომარეს, დაარსდეს ექსპერტთა კომიტეტი საკითხის განსახილველად დანართში მოყვანილი პროცედურების თანახმად.
If the issue has not been resolved through consultations within 45 days of receipt of the request for consultations, and imports have been prohibited or restricted, any of the Parties to the dispute may request, in writing, to the other Party to the dispute and the Chairman of the Council that a Committee of Experts be established to consider the issue in accordance with procedures set out in the Annex.
639314.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
კომიტეტის ნებისმიერი დასკვნა მიიღება კონსენსუსის საფუძველზე.
Any conclusions adopted by the Committee shall be by consensus.
639315.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ექსპერტთა კომიტეტის შექმნის მოთხოვნისა და დავის გასარჩევად კომიტეტის ფორმირების შემდეგ, მოსარჩელე წერილობით წარუდგენს თავის მოსაზრებებს (სარჩელს) საბჭოს თავმჯდომარესა და მოპასუხეს.
After the request for a Committee of Experts has been made and the Committee formed to hear the dispute, the Complainant shall submit its views in writing (the complaint) to the Chairman of the Council and the Respondent.
639316.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
სარჩელის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, მოპასუხე საბჭოს თავმჯდომარესა და მოსარჩელეს გადაუგზავნის თავის პასუხს თავის დამადასტურებელ მტკიცებულებასა და დოკუმენტაციასთან ერთად.
Within 30 days of receiving the complaint, the Respondent shall forward its reply to the Chairman of the Council and the Complainant, together with its supporting evidence and documentation.
639317.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ექსპერტთა კომიტეტი თავის დასკვნებს დავის მხარეებს გადაუგზავნის 60 დღის განმავლობაში იმ თარიღიდან, როდესაც ექსპერტთა კომიტეტმა მიიღო მოპასუხის წარდგინება, გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტში, ან იმ ვადის ამოწურვის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ამგვარი წარდგინება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად.
The Committee of Experts shall forward its conclusions to the Parties to the dispute within 60 days of the date on which the Committee of Experts received the Respondent's submission provided for in paragraph 3 of this Article or the expiration of the period in which such submission is to be made in accordance with paragraph 3 of this Article.
639318.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
თუ ექსპერტთა კომიტეტი აღმოაჩენს, რომ მოპასუხეს დარღვეული აქვს ეს შეთანხმება, კომიტეტი თავის გადაწყვეტილებაში მოიყვანს გონივრულ ვადას, რომლის ფარგლებშიც მოპასუხემ თავისი დარღვევა უნდა გამოასწოროს.
Where the Committee of Experts finds that the Respondent has breached this Agreement, the Committee shall provide in its decision a reasonable period of time for the Respondent to rectify its breach.
639319.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
დადგენილი ვადა უნდა წარმოადგენდეს დროის რაც კი შეიძლება მოკლე პერიოდს.
The period established shall be the shortest reasonable time period feasible.
639320.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
თუ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დავის მხარეები არ დათანხმდებიან, რომ დარღვევა გამოსწორებული იქნა, მოსარჩელეს შეუძლია წერილობით მოუყვანოს თავმჯდომარე ექსპერტსა და მოპასუხეს შეუსრულებლობის მტკიცებულება, და მოსთხოვოს კომიტეტს გადაწყვიტოს, გამოსწორებული იქნა თუ არა დარღვევა.
If the Parties to the dispute have not agreed by the expiry of that period that the breach has been rectified, the Complainant may set forth in writing, to the presiding expert and the Respondent evidence of non-compliance and request the Committee to decide whether the breach has been rectified.