მოიძებნა 669201 ჩანაწერი
639321.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
მოპასუხეს ეძლევა 21 დღე თავმჯდომარე ექსპერტისთვის გაგზავნილი მოსარჩელის მოთხოვნის მიღებიდან, რათა პასუხი გასცეს მოსარჩელის განცხადებებს.
The Respondent shall have 21 days from the date of receipt of the Complainant's request to the presiding expert to respond to the Complainant's allegations.
639322.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
კომიტეტი თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს მოპასუხის პასუხისთვის დადგენილი საბოლოო ვადის ამოწურვიდან 15 დღის განმავლობაში.
The Committee shall issue its decision within 15 days after the expiration of the deadline for the Respondent's response.
639323.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
თუ კომიტეტი მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ გამოასწორა ამგვარი დარღვევა დროის დადგენილი პერიოდის განმავლობაში, მოსარჩელეს შეუძლია შეაჩეროს თავისი მოვალეობანი მოპასუხესთან მიმართებაში, გათვალისწინებულნი ამ შეთანხმების მე-5 მუხლის 1-4 პუნქტებით.
If the Committee finds that the Respondent has failed to rectify such breach within the designated period of time, the Complainant may suspend its obligations in relation to the Respondent under paragraphs 1 to 4 of Article 5 of this Agreement.
639324.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
დავის მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, ამ მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული დავის მიზნებისთვის შეასრულონ ამ მუხლში მოყვანილი პროცედურებისგან განსხვავებული პროცედურები იმ მიზნით, რათა მოხდეს კონკრეტული დავის მოგვარების პროცესის დაჩქარება, ინტენსიფიცირება ან გაადვილება.
The Parties to the dispute may agree for purposes of a specific dispute under this Article to follow different procedures than those set out in this Article for the purpose of expediting, enhancing, or facilitating the resolution of the specific dispute.
639325.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ამ მუხლის 2-6 პუნქტები არ გამოიყენება ამ შეთანხმების 3(2) მუხლის ფარგლებში წამოჭრილი საკითხების მიმართ, ან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული რაიმე ისეთი საკითხების მიმართ, რომლებიც აგრეთვე WTO-სთან შეთანხმებულობის პრობლემებს წამოჭრიან.
Paragraphs 2 to 6 of this Article shall not apply to matters arising under Article 3(2) of this Agreement or to any matters under this Agreement that also raise issues of WTO consistency.
639326.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
არაფერი ამ მუხლში ინტერპრეტირებული არ უნდა იქნეს იმგვარად, თითქოს ის გულისხმობდეს რაიმე ცვლილებას მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებში WTO-ს შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული შეთანხმების იმ დებულებათა ჩათვლით, რომლებიც დავების მოგვარებას შეეხება.
Nothing in this Article shall be interpreted as implying any change in the rights and obligations of a Party under the WTO Agreement, including the dispute settlement provisions of that Agreement.
639327.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ნებისმიერ მხარეს შეუძლია ამ შეთანხმების ან მისი დანართის შესწორების შეთავაზება.
Any Party may propose amendments to this Agreement or its annex.
639328.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ნებისმიერი შეთავაზებული შესწორების ტექსტი წარედგინება დეპოზიტარს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაუგზავნის მას ყველა მხარეს სულ მცირე ოთხმოცდაათი დღით ადრე საბჭოს მიერ მის განხილვამდე.
The text of any proposed amendment shall be submitted to the depositary, which shall promptly communicate it to all Parties at least ninety days in advance of its consideration by the Council.
639329.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ნებისმიერი შეთავაზებული შესწორების პირველადი განხილვა გაიმართება საბჭოს პირველ სხდომაზე შეთავაზებული შესწორების გადაგზავნის შემდეგ.
Initial consideration of any proposed amendment shall take place at the first meeting of the Council following communication of the proposed amendment.
639330.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
შესწორებები საბჭოს მიერ მიიღება კონსენსუსის საფუძველზე.
Amendments shall be adopted by the Council by consensus.
639331.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
შესწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები დამტკიცების შესახებ შესანახად ჰბარდება დეპოზიტარს.
Instruments of acceptance in respect of an amendment shall be deposited with the depositary.
639332.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
იმ მხარეთათვის, რომლებმაც შესწორება დაამტკიცეს, იგი ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ მხარეთა უმრავლესობის დამტკიცების შესახებ დოკუმენტების მიღებიდან ოცდამეათე დღეს.
An amendment shall enter into force for Parties having accepted it on the thirtieth day following the receipt by the depositary of the instruments of acceptance of a majority of Parties.
639333.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ამის შემდეგ, თითოეული მხარისათვის, რომელიც ჩააბარებს თავის დოკუმენტს დამტკიცების შესახებ, იგი ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ აღნიშნული მხარის დამტკიცების შესახებ დოკუმენტის მიღებიდან ოცდამეათე დღეს.
Thereafter, it shall enter into force for each Party depositing its instrument of acceptance on the thirtieth day following the receipt by the depositary of that Party's instrument of acceptance.
639334.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
თითოეული მხარე, რომელიც ამ შეთანხმებას რომელიმე შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ უერთდება, ხდება შესწორებული შეთანხმების მხარე.
Each State that accedes to this Agreement after the entry into force of any amendment shall become a Party to the Agreement as amended.
639335.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ნებისმიერ მხარეს შეუძლია ამ შეთანხმებიდან გასვლა დეპოზიტარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.
A Party may withdraw from this Agreement by written notification to the depositary.
639336.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
შეტყობინება ძალაში შედის შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ, თუკი შეტყობინებაში აღნიშნული არ არის უფრო გვიანდელი თარიღი, ან თუ შეტყობინება არ გაუქმდა ამ თარიღის დადგომამდე.
Withdrawal shall take effect six months after the date of receipt of the notification, unless the notification specifies a later date or the notification is withdrawn prior to this date.
639337.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ეს შეთანხმება ღიაა ხელმოსაწერად ავსტრალიის, ამერიკის შეერთებული შტატების, არგენტინის, ახალი ზელანდიის, კანადის, სამხრეთ აფრიკისა და ჩილეს მიერ 2002 წლის 31 მარტამდე.
This Agreement shall be open for signature by Argentina, Australia, Canada, Chile, New Zealand, South Africa and the United States of America until March 31, 2002.
639338.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ეს შეთანხმება ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ.
This Agreement is subject to ratification, acceptance or approval by signatory States.
639339.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ შესანახად ჰბარდება დეპოზიტარს.
Instruments of ratification, acceptance or approval shall be deposited with the depositary.
639340.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ეს შეთანხმება ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ მეორე დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღის შემდეგი თვის პირველ დღეს.
This Agreement shall enter into force on the first day of the month following the date of deposit of the second instrument of ratification, acceptance or approval.