მოიძებნა 669201 ჩანაწერი
639341.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ამის შემდეგ, თითოეული მომდევნო ხელმომწერი სახელმწიფოსთვის იგი ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ მისი დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღის შემდეგი თვის პირველ დღეს.
It shall enter into force for each subsequent signatory State thereafter on the first day of the month following the date of deposit of its instrument of ratification, acceptance or approval.
639342.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ხელმომწერი სახელმწიფო, რომელსაც არ ჩაუბარებია დოკუმენტი რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ ოცდაათი თვის განმავლობაში იმ თარიღიდან, როდესაც ეს შეთანხმება ძალაში შედის, ან იმგვარი დამატებითი ვადის განმავლობაში, როგორიც საბჭოს მიერ არის დამტკიცებული, ითვლება ამ შეთანხმებისთვის ხელის არმომწერად.
A signatory State that has not deposited an instrument of ratification, acceptance or approval within thirty months of the date this Agreement enters into force or such additional period as approved by the Council shall be deemed not to have signed this Agreement.
639343.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც ამ შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, და სახელმწიფოებს, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ამ შეთანხმებისთვის, მაგრამ არ მოუხდენიათ მისი რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება მე-12 მუხლის თანახმად, შეუძლიათ, დეპოზიტარისთვის წერილობითი განაცხადის წარდგენით, მოითხოვონ მასთან შეერთება.
Any State that has not signed this Agreement, and States having signed but not ratified, accepted or approved this Agreement according to Article 12, may by written application to the depositary seek to accede to it.
639344.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ამგვარ განაცხადში შედის ასლი ამ სახელმწიფოს კანონებისა, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნებისა, რომლებიც ენოლოგიურ პრაქტიკებსა და მათი რეგულირების მექანიზმებს შეეხება.
Such application shall include a copy of that State's laws, regulations and requirements relating to oenological practices and the mechanisms to regulate them.
639345.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
საბჭო, თავის პირველ სხდომაზე ამგვარი განაცხადის მიღების შემდეგ, აფასებს შესაბამისი სახელმწიფოს კანონებს, ნორმატიულ აქტებს და მოთხოვნებს, რომლებიც ენოლოგიურ პრაქტიკებსა და მათი რეგულირების მექანიზმებს შეეხება.
The Council, at its first meeting following the receipt of any such application, shall assess the laws, regulations and requirements relating to oenological practices and the mechanisms to regulate them of the State concerned.
639346.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
თუ საბჭო ამას მისაღებად მიიჩნევს, იგი შეატყობინებს სახელმწიფოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ და შეუძლია შესთავაზოს სახელმწიფოს, შეუერთდეს ამ შეთანხმებას.
If the Council finds these acceptable, it shall notify the State of its decision and may invite the State to accede to this Agreement.
639347.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
შეერთების სასარგებლოდ გამოტანილი საბჭოს გადაწყვეტილების თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არა უგვიანეს 30 თვისა მას შემდეგ ან საბჭოს მიერ დამტკიცებული ვადის შემდეგ, შესაბამისი სახელმწიფო თავის დოკუმენტს შეერთების შესახებ შესანახად აბარებს დეპოზიტარს.
Following receipt of the notification of the Council's decision in favour of accession, but in no case later than 30 months thereafter or such period as approved by the Council, the State concerned shall deposit its instrument of accession with the depositary.
639348.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ეს შეთანხმება ამ სახელმწიფოსთვის ძალაში შედის შეერთების შესახებ მისი დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღის შემდეგი თვის პირველ დღეს.
This Agreement shall enter into force for that State on the first day of the month following the date of deposit of its instrument of accession.
639349.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
ამ შეთანხმების დედანი, რომლის ტექსტებიც ესპანურ, ინგლისურ და ფრანგულ ენაზე თანაბრად ავთენტიკურია, შესანახად ჰბარდება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას.
The original of this Agreement, of which the English, French and Spanish language texts are equally authentic, shall be deposited with the Government of the United States of America.
639350.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელის მომწერებმა, იყვნენ რა ამისთვის სათანადოდ უფლებამოსილნი თავ-თავიანთი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.
In Witness Whereof the undersigned, being duly authorised thereto by their respective Governments, have signed this Agreement.
639351.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
შესრულებულია ტორონტოში, ორი ათას ერთი წლის 18 დეკემბერს.
DONE at Toronto, on the 18th day of December in the year two thousand and one.
639352.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
მხარეები ადგენენ ენოლოგიური პრაქტიკების დარგში ექსპერტების სიას.
The Parties shall establish a list of experts in the field of oenological practices.
639353.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
თითოეული მხარე სიაში შესატანად ნიშნავს ოთხ ექსპერტს, რომლებიც მისი მოქალაქეები არიან.
Each Party shall appoint four experts to the list, who shall be its nationals.
639354.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
სიას აწარმოებს დეპოზიტარი.
The list shall be maintained by the depositary.
639355.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
დავის მხარეები თანხმდებიან სიიდან სამი ექსპერტის დანიშვნაზე, რომელთა-განაც არც ერთი არ უნდა იყოს დავის მხარეთა მოქალაქე.
The Parties to the dispute shall agree on the selection of three experts from the list, none of whom shall be nationals of the Parties to the dispute.
639356.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ დავის მხარეები ვერ შეთანხმდებიან საბჭოს თავმჯდომარისთვის ექსპერტთა კომიტეტის დაარსების თაობაზე მოთხოვნის გაკეთებიდან 15 დღის განმავლობაში, საბჭოს თავმჯდომარე ალალბედზე ირჩევს სიიდან ამ სამ ექსპერტს, რომელთაგანაც არც ერთი არ შეიძლება იყოს დავის მხარეთა მოქალაქე.
In the event the Parties to the dispute cannot agree within 15 days from the date of the request for the establishment of a Committee of Experts made to the Chairman of the Council, the Chairman of the Council shall select these three experts, none of whom may be nationals of the Parties to the dispute, at random from the list.
639357.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
საბჭოს თავმჯდომარე ალალბედზე გაკეთებულ ამგვარ შერჩევას ახდენს დავის მხარეთა მიერ დანიშნული ოფიციალური წარმომადგენლების თანდასწრებით.
The Chairman of the Council shall conduct such random selection in the presence of official representatives designated by the Parties to the dispute.
639358.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
როდესაც საბჭოს თავმჯდომარე ღებულობს მოსარჩელისა და მოპასუხის სრულ წარდგინებებს თანახმად ამ შეთანხმების მე-9 მუხლისა, საბჭოს თავმჯდომარე ამ წარდგინებებს სამი დღის განმავლობაში გადაუგზავნის დავის მხარეთა მიერ დანიშნულ ექსპერტებს.
When the Chairman of the Council receives the Complainant's and Respondent's complete submissions in accordance with Article 9 of this Agreement, the Chairman of the Council shall forward the submissions to the experts appointed by the Parties to the dispute within three days.
639359.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
თუ ექსპერტთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შემცვლელი ინიშნება დაინტერესებული მხარის ან მხარეების მიერ, ან შეირჩევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ, თანახმად ზემოთ, მე-4 პუნქტში მოყვანილი პროცედურებისა.
Should an expert not be available, a replacement shall be appointed by the affected Party or Parties, or selected by the Chairman of the Council, in accordance with procedures set out above in paragraph 4.
639360.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკების ურთიერთაღიარების შესახებ
კომიტეტი რაც შეიძლება სრულად იყენებს სატელეფონო და ელექტრონულ კომუნიკაციებს.
The Committee shall utilize telephonic and electronic communications to the greatest extent possible.