მოიძებნა 669201 ჩანაწერი
639381.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
არაფერი ამ შეთანხმებაში განზრახული არ არის საიმისოდ, რათა ხელი შეუშალოს ამა თუ იმ მხარის არსებული შეთანხმებების დებულებათა მოქმედებას, ანდა ხელი შეუშალოს მხარეებს, ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად, დადონ შეთანხმებები ღვინის ეტიკეტირების თაობაზე მესამე ქვეყნებთან.
Nothing in this Agreement is intended to interfere with the provisions of a Party’s existing agreements or preclude Parties, either individually or collectively, from concluding agreements regarding labelling of wine with third countries.
639382.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
ეტიკეტირებასთან დაკავშირებული ზომები უნდა იყოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული, მიღებული და გამოყენებული უნდა იყოს WTO-ს შეთანხმების შესაბამისად და გამოყენებული არ უნდა იქნეს ამ შეთანხმების მიზნისა და დანიშნულების მიღწევის შესაფერხებლად.
Measures relating to labelling shall be transparent, non-discriminatory and adopted and applied in conformity with the WTO Agreement, and not be used to frustrate the object and purpose of this Agreement.
639383.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
მოთხოვნები, რომლებიც ღვინის ეტიკეტირებას შეეხება.
Requirements relating to the Labelling of Wine.
639384.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, ნებისმიერ ვითარებაში, რომელშიც იგი ღვინის ეტიკეტირების რეგულირებას ახდენს, რომ ეტიკეტზე მოყვანილი მთელი ინფორმაცია იყოს ნათელი, კონკრეტული, ზუსტი, ნამდვილი და შეცდომაში არ შეჰყავდეს მომხმარებელი.
Each Party shall provide, in any circumstance in which it regulates wine labelling, that all information on a label shall be clear, specific, accurate, truthful, and not misleading to the consumer.
639385.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
10.2 და 10.3 მუხლების გათვალისწინებით, თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ეტიკეტები შეიცავდეს აგრეთვე სხვა ინფორმაციას, გარდა „საერთო სავალდებულო ინფორმაციისა“ და „ეროვნული სავალდებულო ინფორმაციისა“, რომელიც შეესაბამება მის კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, ნებისმიერი აკრძალვების ჩათვლით.
Subject to Articles 10.2 and 10.3, each importing Party shall permit labels to contain information other than Common Mandatory Information and National Mandatory Information consistent with its laws, regulations and requirements, including any prohibitions.
639386.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
ნებისმიერი იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ეტიკეტზე მოყვანილი ინფორმაცია გამეორებული იყოს ჭურჭელზე, იმავე ფორმით თუ სხვაგვარად, ისეთნაირად, როგორც ეს შეესაბამება მის კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს.
Each importing Party shall permit information on a label to be repeated on the container, whether or not in the same form, in a manner consistent with its laws, regulations and requirements.
639387.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
არაფერი ამ შეთანხმებაში რაიმენაირად ხელს არ უშლის მის მხარეს, მიიღოს ზომები ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, იმ პირობით, რომ ამგვარი ზომები შესაბამისობაშია WTO-ს შეთანხმების დებულებებთან.
Nothing in this Agreement shall in any way prevent a Party from taking measures for the protection of human health and safety, provided such measures are in accordance with the provisions of the WTO Agreement.
639388.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
არც ერთი მხარე არ მოითხოვს ენოლოგიური პრაქტიკების გამჟღავნებას ეტიკეტზე.
No Party shall require disclosure on a label of oenological practices.
639389.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ „საერთო სავალდებულო ინფორმაცია“ წარმოდგენილი იყოს ნებისმიერ „ცალკეულ მხედველობის არეზე“.
Each importing Party shall permit Common Mandatory Information to be presented in any Single Field of Vision.
639390.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თუ „საერთო სავალდებულო ინფორმაცია“ წარმოდგენილია ნებისმიერ „ცალკეულ მხედველობის არეზე“, ასეთ შემთხვევაში იმპორტიორი მხარის მოთხოვნები „საერთო სავალდებულო ინფორმაციის“ განთავსებასთან დაკავშირებით შესრულებულად ითვლება მე-8 და 11.3 მუხლების გათვალისწინებით.
If Common Mandatory Information is presented in any Single Field of Vision, then the importing Party’s requirements with respect to placement of Common Mandatory Information shall have been met, subject to Articles 8 and 11.3.
639391.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თითოეული იმპორტიორი მხარე იღებს „საერთო სავალდებულო ინფორმაციას“, რომელიც მოყვანილია „ცალკეული მხედველობის არის“ ფარგლებს გარეთ, იმ პირობით, რომ შესრულებულია მისი კანონები, ნორმატიული აქტები და მოთხოვნები.
Each importing Party shall accept Common Mandatory Information that appears outside of a Sin gle Field of Vision provided its laws, regulations and requirements have been satisfied.
639392.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
როდესაც რომელიმე იმპორტიორი მხარე თავისი ბაზრისთვის შემოიღებს ან იყენებს „საერთო სავალდებულო ინფორმაციასთან“ დაკავშირებულ ეტიკეტირების წესებს, რომლებიც ნაკლებად შემზღუდველია, ვიდრე ამ შეთანხმებაში განსაზღვრული წესები, არაფერი ამ შეთანხმებაში ნებას არ აძლევს მხარეებს, ხელი შეუშალონ ამ ბაზარზე ექსპორტის განმახორციელებელ ექსპორტიორებს, მოახდინონ ეტიკეტირება იმპორტიორი მხარის წესების თანახმად.
Where an importing Party adopts or maintains for its market labelling rules in respect of Common Mandatory Information that are less restrictive than the rules specified in this Agreement, nothing in this Agreement shall allow the Parties to prevent exporters exporting to that market from labelling in accordance with the importing Party’s rules.
639393.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
იმპორტიორმა მხარემ, რომელიც თავისი კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების მიხედვით მოითხოვს „საერთო სავალდებულო ინფორმაციის“ ოთხზე ნაკლებ ერთეულს, მიუხედავად ამისა უნდა დაუშვას ეტიკეტები, რომლებზეც მთელი „საერთო სავალდებულო ინფორმაცია“ არის მოყვანილი.
An importing Party that requires fewer than four items of Common Mandatory Information under its laws, regulations and requirements shall nevertheless permit labels listing all Common Mandatory Information.
639394.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
იმპორტიორ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ „საერთო სავალდებულო ინფორმაცია“ მოყვანილი იყოს ერთ ან ორ ენაზე, რომელიც ოფიციალურ ხმარებაშია ამ მხარის ტერიტორიაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია მის კანონებში, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებში.
An importing Party may require that Common Mandatory Information appear in one or two of the languages in official use in the territory of that Party as provided for in its laws, regulations and requirements.
639395.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თითოეულ იმპორტიორ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ როდესაც „საერთო სავალდებულო ინფორმაცია“ ერთზე მეტ ენაზეა წარმოდგენილი, ამ ენებზე წარმოდგენილი ინფორმაცია შესაბამისობაში იყოს ერთმანეთთან და არ იყოს ურთიერთსაწინააღმდეგო.
Each importing Party may require that where Common Mandatory Information is presented in more than one language the information presented in those languages is consistent and not contradictory.
639396.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თითოეულ იმპორტიორ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ „საერთო სავალდებულო ინფორმაცია“ დაწერილი ან მოყვანილი იყოს ადვილად გასარჩევად და მკაფიოდ, და მკვეთრ კონტრასტს ქმნიდეს ფონთან.
Each importing Party may require that Common Mandatory Information be written or set out legibly and clearly so as to afford a distinct contrast to the background.
639397.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თუ იმპორტიორ მხარეს აქვს შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ეს მხარე იძლევა ნებართვას, რომ წარმომავლობის ქვეყანასთან და პროდუქტის სახელწოდებასთან დაკავშირებული „საერთო სავალდებულო ინფორმაცია“ ეტიკეტზე მოყვანილი იყოს შრიფტის ზომით, რომელიც 1,6 მილიმეტრზე ნაკლები არ იქნება 187-მილილიტრიანი ან ნაკლები მოცულობის ჭურჭლებისათვის, და 2 მილიმეტრზე ნაკლები არ იქნება ჭურჭლებისათვის, რომლების მოცულობაც 187 მილილიტრს აღემატება, რა შემთხვევაშიც იმპორტიორი მხარის მოთხოვნები შესრულებულად ჩაითვლება ამ თვალსაზრისით.
If an importing Party maintains type size requirements, that Party shall permit Common Mandatory Information relating to country of origin and product name to appear on a label in type size not less than 1.6mm for containers of 187ml or less and not less than 2mm for containers of more than 187ml, in which case the importing Party’s requirements would be deemed to have been met in this respect.
639398.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თუ იმპორტიორ მხარეს აქვს შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ეს მხარე იძლევა ნებართვას, რომ ალკოჰოლის რეალურ შემცველობასთან დაკავშირებული „საერთო სავალდებულო ინფორმაცია“ ეტიკეტზე მოყვანილი იყოს შრიფტის ზომით, რომელიც ნაკლები არ იქნება 2 მილიმეტრზე, ან მეტი იქნება 3 მილიმეტრზე, რა შემთხვევაშიც იმპორტიორი მხარის მოთხოვნები შესრულებულად ჩაითვლება ამ თვალსაზრისით.
If an importing Party maintains type size requirements, that Party shall permit Common Mandatory Information relating to actual alcohol content to appear on a label in type size of not less than 2mm or greater than 3mm, in which case the importing Party’s requirements would be deemed to have been met in this respect.
639399.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თუ იმპორტიორ მხარეს აქვს შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ეს მხარე იძლევა ნებართვას, რომ ნეტო შიგთავსთან დაკავშირებული ინფორმაცია ეტიკეტზე მოყვანილი იყოს შრიფტის ზომით, რომელიც 3,3 მილიმეტრზე ნაკლები არ იქნება 750-მილილიტრიანი ღვინის ბოთლისთვის, რომლის სიმაღლეც 360 მილიმეტრს არ აღემატება, რა შემთხვევაშიც იმპორტიორი მხარის მოთხოვნები შესრულებულად ჩაითვლება ამ თვალსაზრისით.
If an importing Party maintains type size requirements, that Party shall permit Common Mandatory Information relating to net contents to appear on a label in a type size of not less than 3.3mm for a 750ml bottle of wine no taller than 360mm, in which case the importing Party’s requirements would be deemed to have been met in this respect.
639400.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
მე-15 მუხლის მიხედვით მიწოდებული ინფორმაციის გარდა, თითოეული მხარე ინფორმაციას, რომელშიც შეჯამებული ან აღწერილია მისი შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები ნეტო შიგთავსის აღნიშვნასთან მიმართებაში, გადასცემს დეპოზიტარს, რომელიც ინახავს ამგვარ ინფორმაციას და აქვეყნებს მას WWTG-ს (ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის) ვებსაიტზე.
In addition to the information supplied under Article 15, each Party shall provide information summarizing or describing its type size requirements for displaying net contents to the depositary, which shall maintain and publish such information on the WWTG website.