მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63981.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალო თმას იგლეჯდა და მოთქვამდა: რატომა ხარ ასეთი კეთილი, რატომ გველივით თავს არ გამიჩეჩქვავო.
Black-eyed Malalo tore her hair and wailed: "Why are you being so kind, why don’t you smash my head in, snake that I am?"
63982.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ქოხს გამოგვიდა, ლოგინს გაამზეურებდა, სადილს გააკეთებდა, მერე წყალს აადუღებდა.
She swept the hovel clean, aired the bedding, made dinner, then heated water.
63983.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ბავშვივით გაჯიქებულ დედას ძალისძალათი ჩასვამდა ხოლმე ტაშტში.
She forced her childishly obstinate mother into the tub.
63984.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დედა მსუბუქი იყო, პატარა და მსუბუქი.
Her mother was small and weighed nothing.
63985.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მისი დალეული, ავადმყოფურად თეთრი, ლურჯი ძარღვებით დაფარული სხეულის ხილვა ინოს გულსაც უჩუყებდა და ახალისებდა კიდეც.
The sight of her exhausted, pallid body with its blue veins both touched and gladdened Ino.
63986.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მერე ერთად სადილობდნენ და იმწუთას ორივენი ბედნიერები იყვნენ.
Then they ate together and for a time they were both happy.
63987.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„გინდა სარკეს მოგიტანო“, - ეუბნებოდა ინო კოხტად თმადავარცხნილსა და გაქათქათებულ დედას.
"Do you want me to bring the mirror?" Ino asked her prettily combed and well scrubbed mother.
63988.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალო კი ქოქოლას აყრიდა სარკეს და ორივენი იცინოდნენ, გულიანად, დედაშვილურად.
Black-eyed Malalo dismissed the very idea of a mirror and both of them laughed heartily, like mother and daughter.
63989.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ინო ხელცარიელი არასოდეს მოვიდოდა, ყოველთვის მოჰქონდა საჩუქრად კაბა თუ ხილაბანდი, ფლოსტები თუ პერანგი.
Ino never came empty-handed, she always brought a dress or a headscarf, slippers or a blouse.
63990.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალო თავს იკლავდა, მართლა წუხდა, შვილი თვითონ რომ იკლებდა და მას უზიდავდა.
Black-eyed Malalo was in despair, distressed that her daughter, who was so deprived, was bringing her things.
63991.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
გულის სიღრმეში მაინც უხაროდა, ბავშვივით შეეფაკლებოდა ხოლმე სახე, როცა ინო საჩუქარს წინ გაუშლიდა.
At heart she was glad and her face lit up like a child's when Ino unpacked a present for her.
63992.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
თუმცა შავთვალება მალალოს უკვე არაფერი აღარ სჭირდებოდა.
But black-eyed Malalo no longer wanted for anything.
63993.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
რაც მაცვია, ამის ღირსიც არა ვარო, ეუბნებოდა შვილს და საჩუქრებს ცალკე სკივრში ალაგებდა.
She told her daughter, "I don't deserve the clothes I have," and she put the presents in a separate trunk.
63994.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სკივრს მხოლოდ მაშინ ხსნიდა, როცა მარტო იყო.
She opened the trunk only when she was alone.
63995.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ხელგაუყრელ კაბას ტახტზე გაფენდა, ფეხთით ახალთახალ წაღებს დაუწყობდა.
She spread an untouched dress on the bed, put her brand-new boots at the foot of the bed.
63996.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
თავთით გაუშლელ თავსაფარს დაუდებდა და, დაქირავებული მოტირალივით, საკუთარ თავს დასტიროდა.
She put a still folded headscarf at the head, then wept for herself like a hired mourner.
63997.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
უბედურო შავთვალება მალალო, ნახე, შენგან დაღუპულმა შვილმა რეები მოგიტანა.
"Poor black-eyed Malalo, the child you ruined has brought you things".
63998.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
როგორ უყვარხარ, როგორ გაპატია, ადე, დაინახე შენი დასამიწებელი თვალებითო.
"How she loves you, how well she's treated you, get up and look before the grave takes your eyes away".
63999.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ხანდახან ინო შემოუსწრებდა ხოლმე მოტირალ დედას და ეხვეწებოდა, ნუ, ნუ, შენი ჭირიმე, სატირალი რა გჭირს.
Sometimes Ino caught her mother lamenting: then she pleaded, "Now, now, please, what have you got to cry about?"
64000.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სანამ ცოცხალი ვარ, არაფერს გაგიჭირვებ.
"As long as I'm alive, you won't want for anything".