მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64001.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ამ სიტყვებზე უარესად ემდუღრებოდა გული შავთვალება მალალოს.
These words made black-eyed Malalo even more upset.
64002.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შუბლს გამეტებით ურტყამდა ტახტის კიდეს, სანამ კანი არ გადაუსკდებოდა და ბებერ სისხლში არ ამოეგანგლებოდა სახე.
She banged her forehead hard against the edge of the bed until the skin was grazed and her face was covered in her decrepit blood.
64003.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ინო ძლივძლივობით ააგლეჯდა ხოლმე მისავათებულ დედას ტახტიდან, სახეს ბანდა, გამსკდარ კანზე აბლაბუდას ადებდა.
Ino could barely tear her hysterical mother from the bed, wash her face, put a cobweb on her grazed forehead.
64004.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ათას სისულელეს, ტყუილსა და მართალს უყვებოდა, სანამ იმას გულზე გადაეყრებოდა და დაავიწყდებოდა თავისი სატირალი.
She told her all sorts of silly things, true and false, until she had recovered and abandoned her lament.
64005.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალო გატრუნული უსმენდა შვილის ტიტინს.
Black-eyed Malalo listened with bated breath to her daughter's tittle-tattle.
64006.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სახეც თანდათან უმშვიდდებოდა, თითქოს შვილის მონაყოლიც აინტერესებდა.
Her face gradually grew calmer, as if what her daughter was telling her intrigued her.
64007.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ინო რწმუნდებოდა, დავამშვიდეო, უცებ ჰკითხავდა: რატომ მაპატიეო?
But just when Ino was sure that she had calmed her down, she would ask: "Why have you forgiven me?"
64008.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ამას კი ისეთი ხმით ეკითხებოდა, ინოს ძალა წაერთმეოდა ხოლმე.
She asked in such a tone that Ino felt weak.
64009.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
თვითონაც ვეღარ ერეოდა ტირილს და, დედის კალთაში თავჩარგული, სლუკუნებდა.
She too was about to cry and sob with her head buried in her mother's lap.
64010.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
რა გჭირს საპატიებელი, დედა ხარ და ამაგს გიხდიო.
"What is there to forgive? You're my mother and I do for you what you did for me".
64011.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მაგრამ შავთვალება მალალო ჯიუტად აქნევდა თავს და თავისას გაიძახოდა.
But black-eyed Malalo shook her head stubbornly and insisted.
64012.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
რატომ მაპატიეთ, რატომ თავი ქვით არ გამიჩეჩქვეთ შენცა და ფარნაოზმაცო.
"Why have you two forgiven me, why didn't you and Parnaoz smash my head in?"
64013.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ინოს ისე სიამოვნებდა ფარნაოზის სახელის გაგონება, დედას აღარ აწყვეტინებდა.
Ino was so pleased by the mention of Parnaoz's name that she didn't interrupt her mother.
64014.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალო მოთქვამდა და ვიშვიშებდა.
Black-eyed Malalo wailed and lamented.
64015.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მის კალთაში თავჩარგულ ინოს მოღუშული, ზღვიდან ახლად ამოსული და სიცივისგან აძაგძაგებული ფარნაოზის წარმოდგენაზე ბედნიერებისგან გული ეწურებოდა.
She kept her head in her lap and, imagining Parnaoz coming out of the sea, shivering with cold, her heart was filled with happiness.
64016.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალო ერთადერთი ადამიანი იყო მთელს ქვეყანაზე, ვისთანაც ფარნაოზზე ლაპარაკი შეეძლო.
Black-eyed Malalo was the only person on earth she could talk to about Parnaoz.
64017.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზს თითქმის ყოველი შეხვედრისას იხსენებდნენ.
They mentioned Parnaoz almost every time they met.
64018.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
უსასრულოდ უყვებოდნენ ერთმანეთს, რაც კი იცოდნენ ამ მარად მოღუშულსა და გულკეთილ ბიჭზე, ზღაპრის გმირივით რომ დამახსოვრებოდათ ორივეს.
They kept telling each other what they knew about this boy, always so surly and kind-hearted, whom they both recalled as if he were a fairy-tale hero.
64019.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„თვალი რომ გავახილე, ჩემს წინ ფარნაოზი იდგაო“, - ვინ იცის მერამდენედ ყვებოდა შავთვალება მალალო ფარნაოზთან შეხვედრის ამბავს.
"I opened my eyes and there was Parnaoz", black-eyed Malalo was recounting yet again how she first met Parnaoz.
64020.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
იმ დღეს? - ეკითხებოდა ინო, ვითომ არ იცოდა და არც მოესმინა ეს ამბავი.
"The same day?" asked Ino, as if she didn't know or hadn't heard this.