მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64021.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ხო, იმ დღეს - პასუხობდა შავთვალება მალალო და აგრძელებდა: ისეთი შეშინებული სახე ედო, სიცილი ძლივს შევიკავეო.
"Yes, the same day", replied black-eyed Malalo, continuing, "He looked so terrified, it was hard not to laugh".
64022.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
კი არ ეშინოდა, რცხვენოდა - ექომაგებოდა ინო პატარა ბიჭს.
"He was embarrassed, not afraid", Ino said, standing up for the little boy.
64023.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
გულში კი, თავისთვის, სხვას ამბობდა: არც ეშინოდა და არც რცხვენოდა, ვუყვარდი და მეძებდაო.
What she said secretly to herself was, "He wasn't afraid or embarrassed, he loved me and was looking for me".
64024.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზის კრეტაზე წასვლის ამბავი მათაც ჰქონდათ გაგებული, მაგრამ ეჭვიც არ ეპარებოდათ, აუცილებლად დაბრუნდებოდა.
They had heard about Parnaoz leaving for Crete, but they never doubted that he was bound to come back.
64025.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ორივენი ელოდებოდნენ, რადგან, მათი აზრით, ფარნაოზი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უფლება ჰქონდა დასჯისაც და მიტევებისაც.
They both expected him, for they felt that he was the only person entitled both to punish and to forgive them.
64026.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
რაც დრო გადიოდა, რაც უფრო უძლურდებოდა შავთვალება მალალო, მით უფრო ძნელი ასატანი ხდებოდა მისი მოლოდინი.
The more time passed, the weaker black-eyed Malalo became, the harder it was to bear the waiting.
64027.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მით უფრო სანატრელი ხდებოდა სიკვდილი, რადგან ისა და ქვეყანა ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ, ერთმანეთს აღარ სჭირდებოდნენ.
The more she longed for death, since she and the world were now at odds with each other and no longer needed one other.
64028.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ის კი არა, ნატამალიც აღარ დარჩენილიყო მათი ხანგრძლივი და მხიარული სტუმარ-მასპინძლობისაგან.
In any case, not a drop remained of her prolonged and happy-go-lucky hospitality.
64029.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სიბერისა და უმწეობის ქოხში შეყუჟულ შავთვალება მალალოს ახლა ისევ ახსენდებოდა თავისი სიყვარული.
Huddling in the hovel of old age and weakness, black-eyed Malalo recalled her love again.
64030.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ოდნავ თავგადახრილი, ღიმილისგან ბაგეგაპობილი, სურვილისგან დამუნჯებული.
His head slightly bowed, his lips parted in a smile, mute with desire.
64031.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დამთრგუნავი სიმშვიდითა და უდარდელობით შემოსცქეროდა და მზეზე აბრჭყვიალებული დანით ჯოხსა თლიდა.
He was looking at her with oppressive calm and contentment as he carved a stick with a knife that glinted in the sun.
64032.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ახსენდებოდა, მაგრამ ავი, გარდაუვალი უბედურების ნაცვლად, ახლა გამაბრუებელ, დამამშვიდებელ ნეტარებასა და ბედნიერებას განიცდიდა.
She recalled him, but instead of an evil, inevitable unhappiness, she experienced a vertiginous, calming bliss and contentment.
64033.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
რადგან მის წარმოდგენაში მხოლოდ და მხოლოდ ამ უდარდელად მომღიმარსა და ცხენივით მოუსვენარ კაცსა თუ ღვთაებას შეეძლო მისი გამოყვანა ქვეყნის ცხრაკლიტულიდან.
Because in her imagination only this contentedly smiling man, as restless as a horse or divinity, could extract her from the locked prison of the world.
64034.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სადაც ოდესღაც თვითონვე დაემწყვდია.
Where he had once imprisoned her.
64035.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ეს კაცი თუ ღვთაება მხოლოდ ამიტომ არსებობდა, მაგრამ შავთვალება მალალოს კარგად აღარც კი ახსოვდა მისი სახე.
That was the sole reason for this man or divinity to exist, but black-eyed Malalo could no longer remember his face.
64036.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
როცა მასზე ფიქრობდა, ყოველთვის ფარნაოზი ედგა თვალწინ.
When she thought about him she always visualized Parnaoz.
64037.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ისა და ფარნაოზი ერთ არსებად ქცეულიყო მისთვის, მარადიულ არსებად.
For her, the two of them had become one person, an eternal creature.
64038.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ყველა ქალი თავისებურად ხედავდა და ერთნაირად აღიქვამდა.
Every woman saw it in different guises but perceived in the same way.
64039.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალო გვიან მიხვდა ამას, გვიან მიხვდა, სიყვარულის ღვთაება რომ გამოეძევებინა თავის სასტუმროდან.
Black-eyed Malalo understood too late that she had expelled the goddess of love from her establishment.
64040.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ასე კი იმიტომ მოიქცა, შვილი რომ შეეცოდა, არა, კი არ შეეცოდა, შვილისაც შეშურდა.
She had done so because she was sorry for her daughter or rather envied her.