მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64041.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სწორედ იმ დღეს დარწმუნდა, რა უაზრო იყო მისი მოლოდინი, რა სწრაფად გასულიყო დრო თუთიყუშის გაუთავებელ ჩხავილში.
That day she had become convinced that waiting was pointless, that time had rushed by to the sound of a parrot's endless shrieks.
64042.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ახლა მხოლოდ ეს ჩხავანა თუთიყუშიღა უდასტურებდა, ოდესღაც მისთვისაც რომ არსებობდა სიყვარული.
Now the shrieking parrot was all she had to prove that love had existed for her, too.
64043.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ამდენი ხნის უშედეგო ძებნის შემდეგ საკუთარი ქალიშვილის თვალებიდან შემოაჭყიტა.
After so many years of futile searching, it shone in her own daughter's eyes.
64044.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალოს შეშურდა.
Black-eyed Malalo felt jealous.
64045.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შურმა გააბოროტა და თავგზა აუბნია, ნაადრევად მოტეხა და დააბერა.
Jealousy made her spiteful and confused, it broke and aged her prematurely.
64046.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ცოდვა კი იზრდებოდა, იზრდებოდა და იზრდებოდა, როგორც ნაპირისკენ მომავალი ხომალდი.
Her sin was getting larger and larger, like a ship coming closer to shore.
64047.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ამ ხომალდს უნდა მოეყვანა მისი გამკითხველი, მისი მიმტევებელიც. სიკვდილის ნებას მისცემდა.
This ship was to bring the man who would judge her and pardon her. He would give her permission to die.
64048.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დაუნანებლად მოისრიალებდა იმქვეყნიურ წყვდიადში, სკინტლშემხმარ გალიასავით ცარიელსა თუ უსარგებლოს.
He would let her slip away without regret from the murk of this world, as empty and as unprofitable as the cage with its dried droppings.
64049.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
და აი, ასრულდა კიდეც მისი მოლოდინი.
And now her waiting was over.
64050.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
გამკითხავი მის წინ იჯდა, მშვიდი და ლმობიერი.
Her judge was sitting before her, calm and merciful.
64051.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ეხ, ფარნაოზ, ფარნაოზ!.. - თითქოს წამოიკვნესა შავთვალება მალალომ.
"Oh, Parnaoz, Parnaoz!" black-eyed Malalo almost groaned.
64052.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზს სრულებითაც არ გაჰკვირვებია, სახელით რომ მიმართეს ამ უცხო ქოხში.
Parnaoz wasn't at all surprised at being addressed by name in this stranger's hovel.
64053.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
უკვე შეჩვეოდა იმ აზრს, ეს კუზიანი, მუშტისხელა, წამწამებგაცვენილი და პირ-მორღვეული დედაბერი ოდესღაც სახელგანთქმული შავთვალება მალალო რომ იყო.
He was now used to the idea that this hunchbacked, tiny old woman with no eyebrows and a broken mouth was once the famous black-eyed Malalo.
64054.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
რომლის სიმღერის მოსასმენადაც ხალხი სხვა ქალაქებიდან ჩამოდიოდა.
Whose singing people from other cities used to come to listen to.
64055.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ამ მშვენიერი ქალის ხელით მორთმეულ ყურძნის მტევანში დაუფიქრებლად იხდიდა მთელი წლის მონაგარს.
They would not hesitate to pay a whole year's earnings for a bunch of grapes from this beautiful woman's hand.
64056.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
არც ფარნაოზის წარმოდგენაში არსებობდა შავთვალება მალალოზე უფრო ლამაზი და უფრო ძლიერი ქალი.
In Parnaoz's imagination, too, there had never been a woman more beautiful and powerful than black-eyed Malalo.
64057.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ოდესღაც ისიც მდგარა მის წინაშე შიშისაგან მუხლებაკანკალებული და მღერვარებისაგან კრიჭაშეკრული.
There was a time when he too would have stood before her, his knees trembling with fear and his lips sealed with anxiety.
64058.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დედი, დედილო, გამარჯობა! - მაინც აღელდა ფარნაოზი.
"Mother, old mother, how are you?" Parnaoz asked, still anxious.
64059.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ახლა კი, მომკალი! - თქვა შავთვალება მალალომ.
"Now you can kill me!" said black-eyed Malalo.
64060.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„რას ამბობ?! - გულწრფელად გაიოცა ფარნაოზმა. რა დროს სიკვდილიაო“.
"What are you saying?" exclaimed Parnaoz with genuine amazement. "This is no time to die!"