მოიძებნა 668060 ჩანაწერი
640161.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც ისარგებლა დამატებით ნაწილში გათვალისწინებული რომელიმე შეღავათით, შეუძლია დამატებითი ნაწილის დებულებები, დაკავშირებული იმ შეღავათთან ან შეღავათებთან, რომლითაც მან ისარგებლა, გამოიყენოს თავის ურთიერთობებში „კავშირის“ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, რომელიც დავალდებულებული არ არის ამ აქტით, იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი ქვეყანა დაეთანხმა ხსენებული დებულებების გამოყენებას.
Any country which has availed itself of any of the faculties provided for in the Appendix may apply the provisions of the Appendix relating to the faculty or faculties of which it has availed itself in its relations with any other country of the Union which is not bound by this Act, provided that the latter country has accepted the application of the said provisions.
640162.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
ნებისმიერი დავა „კავშირის“ ორ ან რამდენიმე ქვეყანას შორის ამ კონვენციის ინტერპრეტაციის ან გამოყენების თაობაზე, რომელიც მოლაპარაკების გზით არ მოგვარებულა, ნებისმიერი აღნიშნული ქვეყნის მიერ შეიძლება გადაეცეს საერთაშორისო სასამართლოს ამ სასამართლოს სტატუტის შესაბამისი განცხადების შეტანის გზით, თუკი აღნიშნული ქვეყნები დავის მოგვარების სხვა მეთოდზე არ შეთანხმდებიან.
Any dispute between two or more countries of the Union concerning the interpretation or application of this Convention, not settled by negotiation, may, by any one of the countries concerned, be brought before the International Court of Justice by application in conformity with the Statute of the Court, unless the countries concerned agree on some other method of settlement.
640163.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
ქვეყანამ, რომელიც დავას განსახილველად სასამართლოს გადასცემს, უნდა აცნობოს ამის შესახებ საერთაშორისო ბიუროს; საერთაშორისო ბიურომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში უნდა ჩააყენოს „კავშირის“ სხვა ქვეყნები.
The country bringing the dispute before the Court shall inform the International Bureau; the International Bureau shall bring the matter to the attention of the other countries of the Union.
640164.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, მის მიერ ამ აქტის ხელმოწერის დროს ან რატიფიკაციის ან შეერთების შესახებ თავისი დოკუმენტის ჩაბარების დროს, განაცხადოს, რომ იგი საკუთარ თავს დავალდებულებულად არ თვლის (1) პუნქტის დებულებებით.
Each country may, at the time it signs this Act or deposits its instrument of ratification or accession, declare that it does not consider itself bound by the provisions of paragraph (1).
640165.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
ამგვარ ქვეყანასა და „კავშირის“ ნებისმიერ სხვა ქვეყანას შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავის მიმართ (1) პუნქტის დებულებები არ გამოიყენება.
With regard to any dispute between such country and any other country of the Union, the provisions of paragraph (1) shall not apply.
640166.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც გაკეთებული აქვს განცხადება (2) პუნქტის დებულებათა თანახმად, შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს თავისი განცხადება გენერალური დირექტორისთვის გაგზავნილი შეტყობინების გზით.
Any country having made a declaration in accordance with the provisions of paragraph (2) may, at any time, withdraw its declaration by notification addressed to the Director General.
640167.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
29ბის მუხლის გათვალისწინებით, არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ამ კონვენციის უფრო ადრინდელი აქტების რატიფიცირება ან მათთან შეერთება, თუკი ძალაშია შესული 1-21 მუხლები და დამატებითი ნაწილი.
Subject to Article 29bis no country may ratify or accede to earlier Acts of this Convention once Articles 1 to 21 and the Appendix have entered into force.
640168.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
1-21 მუხლებისა და დამატებითი ნაწილის ძალაში შესვლის შემდეგ არც ერთ ქვეყანას აღარ შეუძლია გააკეთოს განცხადება, გათვალისწინებული სტოკჰოლმის აქტისთვის თანდართული „განვითარებადი ქვეყნების შესახებ ოქმის“ მე-5 მუხლით.
Once Articles 1 to 21 and the Appendix have entered into force, no country may make a declaration under Article 5 of the Protocol Regarding Developing Countries attached to the Stockholm Act.
640169.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
ეს კონვენცია მოქმედებს ვადის შეზღუდვის გარეშე.
This Convention shall remain in force without limitation as to time.
640170.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ამ აქტის დენონსირება გენერალური დირექტორისთვის გაგზავნილი შეტყობინების გზით.
Any country may denounce this Act by notification addressed to the Director General.
640171.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
ამგვარი დენონსაცია წარმოადგენს აგრეთვე ყველა უფრო ადრინდელი აქტის დენონსაციას და ვრცელდება მხოლოდ იმ ქვეყანაზე, რომელმაც იგი მოახდინა, ხოლო „კავშირის“ ყველა სხვა ქვეყანასთან მიმართებაში კონვენცია თავის სრულ ძალასა და მოქმედებას ინარჩუნებს.
Such denunciation shall constitute also denunciation of all earlier Acts and shall affect only the country making it, the Convention remaining in full force and effect as regards the other countries of the Union.
640172.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
დენონსაცია ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან ერთი წლის შემდეგ.
Denunciation shall take effect one year after the day on which the Director General has received the notification.
640173.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
ამ მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლება არ შეიძლება გამოყენებული იქნეს რომელიმე ქვეყნის მიერ მანამ, სანამ ხუთი წელი არ გავა იმ თარიღიდან, როდესაც იგი „კავშირის“ წევრი გახდა.
The right of denunciation provided by this Article shall not be exercised by any country before the expiration of five years from the date upon which it becomes a member of the Union.
640174.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
ყოველი ქვეყანა, რომელიც ამ კონვენციის მხარეა, ვალდებულებას კისრულობს, თავის კონსტიტუციის თანახმად მიიღოს ზომები, რომლებიც აუცილებელია ამ კონვენციის გამოყენების უზრუნველსაყოფად.
Any country party to this Convention undertakes to adopt, in accordance with its constitution, the measures necessary to ensure the application of this Convention.
640175.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
იგულისხმება, რომ იმ დროისათვის, როდესაც ესა თუ ის ქვეყანა ამ კონვენციით დავალდებულებული ხდება, მას, თავისი საშინაო კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლებლობა ექნება, განახორციელოს ამ კონვენციის დებულებები.
It is understood that, at the time a country becomes bound by this Convention, it will be in a position under its domestic law to give effect to the provisions of this Convention.
640176.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
ამ აქტს ხელი ეწერება ერთ ეგზემპლარად ფრანგულ და ინგლისურ ენებზე და იგი, (2) პუნქტის მიხედვით, შესანახად ჰბარდება გენერალურ დირექტორს.
This Act shall be signed in a single copy in the French and English languages and, subject to paragraph (2), shall be deposited with the Director General.
640177.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
ოფიციალური ტექსტები დგება გენერალური დირექტორის მიერ, დაინტერესებულ მთავრობებთან კონსულტაციის შემდეგ, არაბულ, გერმანულ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე და სხვა იმგვარ ენებზე, როგორიც ასამბლეამ შეიძლება განსაზღვროს.
Official texts shall be established by the Director General, after consultation with the interested Governments, in the Arabic, German, Italian, Portuguese and Spanish languages, and such other languages as the Assembly may designate.
640178.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
სხვადასხვა ტექსტების ინტერპრეტაციის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ფრანგულ ტექსტს.
In case of differences of opinion on the interpretation of the various texts, the French text shall prevail.
640179.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
ეს აქტი ხელმოსაწერად ღია რჩება 1972 წლის 31 იანვრამდე.
This Act shall remain open for signature until January 31, 1972.
640180.
საერთაშორისო ურთიერთობები | ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ
ამ თარიღამდე, (1)(ა) პუნქტში მოხსენიებული ეგზემპლარი შესანახად ჰბარდება საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას.
Until that date, the copy referred to in paragraph (1)(a) shall be deposited with the Government of the French Republic.