მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64061.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ისე მოათვალიერა ქოხი, თითქოს ამ ათი წლის წინათ აქ დაეტოვებინა უკვდავების წამალი და ახლა იხსენებდა, რომელ ადგილას დავდეო.
He inspected the hovel as if he had left the elixir of life there ten years ago and was now trying to recall where exactly he had put it.
64062.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზმა ისევ დაინახა თხა.
Then he saw the goat again.
64063.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
თხას თეთრი, წითელ წრეებში მომწყვდეული თვალები ჰქონდა და ისე მოეჭუტა, თითქოს ისიც რაღაცას იხსენებსო.
The goat had white eyes, ringed in red, and was screwing them up as if trying to remember something.
64064.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
- ცხოვრება თუ გინდა, მომკალი! - თქვა შავთვალება მალალომ.
"If you want to live, kill me!" said black-eyed Malalo.
64065.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მერე ნაძალადევად გაიღიმა და დაამატა: სტუმარმა წასვლა უნდა იცოდესო.
She forced herself to smile and added, "Good guests should know when to leave".
64066.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალო სიკვდილისთვის მზად იყო.
Black-eyed Malalo was ready to die.
64067.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მისი მოლოდინი დასრულებულიყო.
Her waiting was over.
64068.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
აქ, ამ პატარა ქოხში, სტუმრის მეტი არავინ და არაფერი აღარ აკავებდა.
Here in this little hovel, apart from the guest, nobody and nothing was stopping her.
64069.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ეს უკანასკნელი სტუმარიც მალე გაუდგებოდა თავის გზას, ის კი ფეხმორყეულ ტახტზე დარჩებოდა.
This last visitor would soon be off, and she would be alone on her bed with its wobbly legs.
64070.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ქოხის აშმორებულ სიცარიელეს სიბერისგან დაპატარავებულ ზურგს შეაქცევდა.
She would turn her back, shrunken by old age, to the hovel's mouldy emptiness.
64071.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სამუდამოდ ჩაიხუტებდა სიკვდილს, ყველაზე ძლიერსა და ყველაზე ერთგულ მამაკაცს, როგორიც კი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების გზაზე შეხვედრია.
She would cuddle up forever to death, the most powerful and loyal of men that she had ever met in her life's long path.
64072.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მან დაინახა კიდეც სიკვდილი: ქოხის ყველაზე ბნელ კუთხეში მისმა ცივმა, ყინულისფერმა, სურვილისგან გადიდებულმა თვალმა გაიელვა.
She saw death again: in the darkest corner of the hovel his cold, ice-coloured eye shone, enlarged by desire.
64073.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მაგრამ შავთვალება მალალოს სრულებითაც არ შეშინებია.
But black-eyed Malalo wasn't in the least frightened.
64074.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
პირიქით, ქარავნის წინამძღოლივით, რომელსაც მგზავრობის თადარიგი წინასწარვე დაუჭერია, უცებ საფუძვლიანი სიმშვიდე დაეუფლა.
On the contrary, like the leader of a caravan who has completed all his preparations in good time, she was overwhelmed by a deep sense of peace.
64075.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ქარავნის წინამძღოლივით კი არა, გასათხოვარი ქალივით, რომელსაც საქორწილო მორთვა-მოკაზმვაში შეუმჩნევლად გაჰპარვია სიქალწულის უკანასკნელი დღე.
Or a bride, rather than a caravan leader, who has let the last day of her maidenhood slip by unnoticed while she is busy getting dressed for her wedding.
64076.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მობრძანებულა ვაჟბატონი! - თქვა შავთვალება მალალომ.
"The master has come!" said black-eyed Malalo.
64077.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზს ეგონა, ჩემზე ამბობსო, და გაკვირვებულმა შეხედა.
It seemed to Parnaoz that she meant him, and he looked at her in amazement.
64078.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალო სადღაც, მის იქით უაზროდ იყურებოდა, თვალებში შუქი ჩაქრობოდა.
Black-eyed Malalo was looking blankly somewhere beyond him, the light in her eyes had gone out.
64079.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ამ ერთ წამში მართლაც მომაკვდავ დედაბერს დამსგავსებოდა.
In that one moment she really was like a dying old woman.
64080.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზს რატომღაც ფილამონე გაახსენდა, აწრიალებული, მავედრებელი თვალებით რომ ამოსცქეროდა.
For some reason Parnaoz recalled Philamon, looking up with reddened pleading eyes.