მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64081.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მოულოდნელად გამომტყვრალი სიკვდილისგან სამუდამოდ, სამარადისოდ დამფრთხალი.
Irrevocably frightened by the death which had suddenly befallen him.
64082.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„ესეც მე მიკვდებაო“, - გაიფიქრა შეძრწუნებულმა.
"She's dying on me, too", he thought with a shudder.
64083.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„მე თვითონ, მე თვითონო“, - ჩიფჩიფებდა შავთვალება მალალო და მორჩილად მიჰყვებოდა ფარნაოზს ტახტისკენ.
"I'll do it on my own, on my own", Black-eyed Malalo gabbled as she let Parnaoz lead her to her bed.
64084.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მადლობელი ვარ, ღმერთებო, ჩემს საბრალო ინოს პატრონი რომ მოუვლინეთო! - თქვა შავთვალება მალალომ და ტახტზე გადაწვა.
"I thank you, gods, for sending someone who will look after my poor Ino", said black-eyed Malalo, and lay across the bed.
64085.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ისე დაპატარავებულიყო, გეგონებოდათ, ტახტზე ვიღაცას ჭუჭყიანი სარეცხის ბოხჩა დაუგდიაო.
She had shrunk so much that you would have thought someone had put a bundle of dirty washing on the bed.
64086.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზი გაოცებული დასცქეროდა.
Parnaoz looked in amazement.
64087.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„ინოს პატრონი მოუვლინეთო“, ისე ამბობდა, თითქოს ფარნაოზი ინოს გულისთვის ჩამოსულიყოს ვანში.
"Sending someone who will look after Ino", she had said, as if he had come to Vani for Ino's sake.
64088.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ინოს ხსენებამ ისე ააფორიაქა, თითქოს მეზობლებთან ლაპარაკით გართულ დიასახლისს უცებ ცეცხლზე შემოდგმული რძე გაახსენდაო.
The mention of Ino alarmed him, as a housewife busy chatting to a neighbour is alarmed when she remembers she has put milk on to boil over the fire.
64089.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალო კი წუხდა, კისერი უმწეოდ გადაეგდო, თვალები ავად ულაპლაპებდა.
Black-eyed Malalo was worried, she feebly threw her neck back, her eyes had an ominous shine.
64090.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დაშაშრულ, თითქოს ძალით გადაჭიმულ ტუჩებს კურდღელივით აცმაცუნებდა.
She moved her lips, cracked and unnaturally taut, like a rabbit's.
64091.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მაგრამ მისი ნალაპარაკევისგან ახლა აღარაფერი ესმოდა ფარნაოზს, თუმცა მომაკვდავი აშკარად მას მიმართავდა.
But Parnaoz could no longer make out anything of what she was saying, although the dying woman was obviously addressing him.
64092.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
რამდენჯერმე ჰკითხა კიდეც: თუ მართლა ფარნაოზი ხარ, რატომ არა მკლავო.
Several times she asked him: "If you're really Parnaoz, why don't you kill me?"
64093.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ამ უბედური ქალის საცოდაობით გულმოკლული ფარნაოზი გულხელდაკრეფილი დასცქეროდა ზემოდან.
Parnaoz was overcome by pity for this unfortunate woman, and watched over her, his arms folded.
64094.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ან რა უნდა ექნა? რას უშველიდა? ასე უნდა მდგარიყო და ეცადა.
What should he do? How could he help? He had to stand there and wait.
64095.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
არა, უნდა წასულიყო, რადგან ახლა წასვლა ევალებოდა მხოლოდ.
No, he had to go, because leaving was his only obligation.
64096.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
თვითონაც გრძნობდა, ზედმეტი იყო ამ ქოხში, სადაც მხოლოდ სიკვდილისთვის და მომაკვდავისთვის დარჩენილიყო ადგილი.
He felt he wasn't needed in this hovel where there was room only for death and the dying.
64097.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მისი აქ ყოფნა კი ხელს უშლიდა მათ შეუღლებას, რასაც მომაკვდავისთვის მხოლოდ და მხოლოდ შვების მოტანა შეეძლო.
His being there prevented a marriage, the only thing that would bring the dying woman relief.
64098.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ერთადერთი, რაც ახლა ფარნაოზს აკავებდა, მომაკვდავის წამიერი გამოფხიზლება იყო.
The only thing that held Parnaoz back was the dying woman's momentary lucidity.
64099.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მაგრამ ეს წამიერი გამოფხიზლება უფრო შემზარავსა და გულის დამთუთქველს ხდიდა აღსასრულს.
But this lucidity made the ending more terrible and heart-rending.
64100.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზი გრძნობდა, მალე ახალი სადარდებელი და ახალი დანაშაული მოემატებოდა.
Parnaoz felt that he would have new griefs and new sins on his conscience.