მოიძებნა 668044 ჩანაწერი
640421.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევებში, როდესაც ამ საშუალებათა გამოყენება გაუმართლებლად ჭიანურდება.
This shall not be the rule where the application of the remedies is unreasonably prolonged.
640422.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
მისთვის განსახილველად გადაცემულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტს შეუძლია დაინტერესებულ მხარე-სახელმწიფოებს მოსთხოვოს, მიაწოდონ მას საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.
In any matter referred to it, the Committee may call upon the States Parties concerned to supply any other relevant information.
640423.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
როდესაც ამ მუხლის დებულებებიდან გამომდინარე ესა თუ ის საკითხი განიხილება კომიტეტის მიერ, დაინტერესებულ მხარე-სახელმწიფოებს უფლება აქვთ, თავიანთი წარმომადგენელი გააგზავნონ კომიტეტის სხდომებში ხმის უფლების გარეშე მონაწილეობის მისაღებად, სანამ მოცემული საკითხი განიხილება.
When any matter arising out of this article is being considered by the Committee, the States Parties concerned shall be entitled to send a representative to take part in the proceedings of the Committee, without voting rights, while the matter is under consideration.
640424.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
მას შემდეგ, რაც კომიტეტი მიიღებს და შეაჯერებს მთელს ინფორმაციას, რომელსაც იგი აუცილებლად თვლის, თავმჯდომარე ნიშნავს სპეციალურ შემთანხმებელ კომისიას (შემდგომში „კომისიად“ წოდებულს) ხუთი პირის შემადგენლობით, რომლებიც შეიძლება იყვნენ ან არ იყვნენ კომიტეტის წევრები.
After the Committee has obtained and collated all the information it deems necessary, the Chairman shall appoint an ad hoc Conciliation Commission (hereinafter referred to as the Commission) comprising five persons who may or may not be members of the Committee.
640425.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
კომისიის წევრები ინიშნებიან დავის მხარეთა ერთსულოვანი თანხმობით და კომისია თავის სამსახურს სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტის მიზნით ამ კონვენციის დებულებათა შესრულების საფუძველზე.
The members of the Commission shall be appointed with the unanimous consent of the parties to the dispute, and its good offices shall be made available to the States concerned with a view to an amicable solution of the matter on the basis of respect for this Convention.
640426.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
თუ დავის მხარეები სამი თვის განმავლობაში ვერ მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას კომისიის მთლიანი შემადგენლობის ან მისი ნაწილის თაობაზე, მაშინ კომისიის წევრები, რომელთა თაობაზეც დავის მხარე-სახელმწიფოები ვერ შეთანხმდებიან, ფარული კენჭისყრით აირჩევიან კომიტეტის წევრების ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით თავად კომიტეტის წევრთა რიცხვიდან.
If the States parties to the dispute fail to reach agreement within three months on all or part of the composition of the Commission, the members of the Commission not agreed upon by the States parties to the dispute shall be elected by secret ballot by a two-thirds majority vote of the Committee from among its own members.
640427.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
კომისიის წევრები საკუთარ მოვალეობებს თავიანთ პერსონალურ რანგში ასრულებენ.
The members of the Commission shall serve in their personal capacity.
640428.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
ისინი არ უნდა იყვნენ დავის მხარე-სახელმწიფოთა მოქალაქეები, ან იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელიც ამ კონვენციის მხარე არ არის.
They shall not be nationals of the States parties to the dispute or of a State not Party to this Convention.
640429.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
კომისია ირჩევს თავის საკუთარ თავმჯდომარეს და იღებს თავის საკუთარ საპროცედურო წესებს.
The Commission shall elect its own Chairman and adopt its own rules of procedure.
640430.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
კომისიის სხდომები, ჩვეულებრივ, ტარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ან ნებისმიერ სხვა ისეთ მოსახერხებელ ადგილას, როგორსაც კომისია განსაზღვრავს.
The meetings of the Commission shall normally be held at United Nations Headquarters or at any other convenient place as determined by the Commission.
640431.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
სამდივნო, უზრუნველყოფილი ამ კონვენციის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ემსახურება კომისიასაც, როდესაც მხარე-სახელმწიფოთა შორის დავა კომისიის შექმნას იწვევს.
The secretariat provided in accordance with article 10, paragraph 3, of this Convention shall also service the Commission whenever a dispute among States Parties brings the Commission into being.
640432.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
დავის მხარე-სახელმწიფოები თანაბრად ინაწილებენ კომისიის წევრთა ყველა ხარჯს თანახმად ხარჯების ნუსხისა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა უნდა წარმოადგინოს.
The States parties to the dispute shall share equally all the expenses of the members of the Commission in accordance with estimates to be provided by the Secretary-General of the United Nations.
640433.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
გენერალური მდივანი უფლებამოსილია, თუ აუცილებელი იქნა, დაფაროს კომისიის წევრთა ხარჯები დავის მხარე-სახელმწიფოთა მიერ მათ ანაზღაურებამდე ამ მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად.
The Secretary-General shall be empowered to pay the expenses of the members of the Commission, if necessary, before reimbursement by the States parties to the dispute in accordance with paragraph 6 of this article.
640434.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
კომიტეტის მიერ მიღებული და შეჯერებული ინფორმაცია მიეწოდება კომისიას, ხოლო კომისიას შეუძლია დაინტერესებულ მხარე-სახელმწიფოებს მოსთხოვოს, მიაწოდონ მას საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.
The information obtained and collated by the Committee shall be made available to the Commission, and the Commission may call upon the States concerned to supply any other relevant information.
640435.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
როდესაც კომისია მთლიანად განიხილავს საკითხს, იგი ამზადებს და კომიტეტის თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს, რომელშიც შესულია მისი დასკვნები მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხის ფაქტობრივ მხარესთან დაკავშირებით, და რომელიც შეიცავს იმგვარ რეკომენდაციებს, როგორიც მან მიზანშეწონილად შეიძლება მიიჩნიოს დავის მშვიდობიანად გადასაწყვეტად.
When the Commission has fully considered the matter, it shall prepare and submit to the Chairman of the Committee a report embodying its findings on all questions of fact relevant to the issue between the parties and containing such recommendations as it may think proper for the amicable solution of the dispute.
640436.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
კომიტეტის თავმჯდომარე კომისიის ანგარიშს უგზავნის დავის თითოეულ მხარე-სახელმწიფოს.
The Chairman of the Committee shall communicate the report of the Commission to each of the States parties to the dispute.
640437.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
ამ სახელმწიფოებმა სამი თვის განმავლობაში უნდა აცნობონ კომიტეტის თავმჯდომარეს, იღებენ თუ არა ისინი კომისიის ანგარიშში შემავალ რეკომენდაციებს.
These States shall, within three months, inform the Chairman of the Committee whether or not they accept the recommendations contained in the report of the Commission.
640438.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ვადის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარე კომისიის ანგარიშსა და დაინტერესებული მხარე-სახელმწიფოების განცხადებებს უგზავნის ამ კონვენციის სხვა მხარე-სახელმწიფოებს.
After the period provided for in paragraph 2 of this article, the Chairman of the Committee shall communicate the report of the Commission and the declarations of the States Parties concerned to the other States Parties to this Convention.
640439.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
მხარე-სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი ცნობს კომიტეტის კომპეტენციას, მიიღოს და განიხილოს შეტყობინებები მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ცალკეული პირების ან პირთა ჯგუფებისგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არიან აღნიშნული მხარე-სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციაში შემავალი რომელიმე უფლების დარღვევის მსხვერპლები.
A State Party may at any time declare that it recognizes the competence of the Committee to receive and consider communications from individuals or groups of individuals within its jurisdiction claiming to be victims of a violation by that State Party of any of the rights set forth in this Convention.
640440.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
კომიტეტი არ იღებს რაიმე შეტყობინებას, თუ იგი შეეხება მხარე-სახელმწიფოს, რომელსაც ამგვარი განცხადება არ გაუკეთებია.
No communication shall be received by the Committee if it concerns a State Party which has not made such a declaration.