მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64101.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მიატოვებდა თუ არ მიატოვებდა იგი ახლა შავთვალება მალალოს, ორივე შემთხვევაში დამნაშავე იქნებოდა.
Whether he now left black-eyed Malalo or not, he would be in the wrong.
64102.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ეს დანაშაულიც ბედისგან ჰქონდა მისჯილი, ამ დანაშაულის ჩასადენად ამხელა გზა რომ გამოატარა და შინ მისული უკანვე გამოაბრუნა.
This sin was allotted to him by fate which had brought him so far and made him turn back from his home so that he could commit it.
64103.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ახლა ფარნაოზს ის უნდა აერჩია, რაც შავთვალება მალალოსთვის იქნებოდა უკეთესი.
Now Parnaoz had to choose what would be better for black-eyed Malalo.
64104.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალოსთვის კი მისი წასვლა ჯობდა, რადგან მისი სიახლოვე სიცოცხლეს უხანგრძლივებდა.
For black-eyed Malalo it was better that he should leave, because his presence was prolonging her life.
64105.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
სიცოცხლის გახანგრძლივება კი ტანჯვის გახანგრძლივებას ნიშნავდა მხოლოდ.
Prolonging her life only meant prolonging her suffering.
64106.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზი ტახტზე დაიხარა, მომაკვდავს ოფლიან შუბლზე აკოცა და უთხრა: იქნებ როგორმე ჩაიძინო, დილით კი მკურნალს მოგიყვანო.
He bent over the bed, kissed the dying woman's sweaty forehead and told her, "Perhaps you should sleep, and I'll bring you a healer in the morning".
64107.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ამას რომ ამბობდა, თვითონაც იცოდა, არც მკურნალს მოიყვანდა და აღარც შავთვალება მალალო დახვდებოდა ცოცხალი, გინდაც გაებედა ხელმეორედ ამ ქოხში შემოსვლა.
As it said it, he knew he would neither bring a healer nor find black-eyed Malalo alive again, even if he had the courage to enter this hovel.
64108.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ტყუოდა, მომაკვდავს ატყუებდა, და თავი ეჯავრებოდა...
He was lying, deceiving a dying woman, and he hated himself…
64109.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ტახტზე დახრილ ფარნაოზს შავთვალება მალალომ უცებ კავივით გამოსდო კისერზე ხელი.
Suddenly black-eyed Malalo extended her hand like a hook as he bent over the bed, and grabbed his neck.
64110.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
მიხრწნილი, მომაკვდავი დედაბრისთვის წარმოუდგენელი ძალით თავისკენ მიიზიდა.
With a strength unimaginable for a decrepit, dying old woman, she drew him towards her.
64111.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზს კისერი ეტკინა და ესიამოვნა.
Parnaoz's neck hurt, and he was repelled.
64112.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შემომფიცე, ინოს რომ მიხედავ! - ამოჰღმუვლა შავთვალება მალალომ და ცხელი, სიკვდილისმიერი ოხშივარი სახეში შეასუნთქა.
"Swear to me that you'll look after Ino", groaned black-eyed Malalo, breathing a hot, death-like vapour into his face.
64113.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
გეფიცებიო - დაუფიქრებლად უპასუხა ფარნაოზმა.
"I swear to you", he replied without hesitating.
64114.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
უფრო იმიტომ, მომაკვდავი დაემშვიდებინა, რაც შეიძლება მალე გასცლოდა და აღარ შეესუნთქა ეს ცხელი და წებოვანი ოხშივარი.
More to calm the dying woman so that she would quickly let go of him and not breathe that hot, sticky vapour over him.
64115.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
იმ წუთას ანგარიში არ გაუწევია თავისი ნათქვამისთვის, უბრალოდ, ტანმა უგრძნო, კი არ უგრძნო, უბრძანა, პასუხი არ დაეყოვნებინა და ასედაც მოიქცა.
At the time he did not take on the full import of his words, he just felt, in fact was, compelled to reply on the spot, as he did.
64116.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
შავთვალება მალალომ ხელი რომ გაუშვა, უნებურად შეკრთა.
Black-eyed Malalo let go of his hand and he couldn't help shuddering.
64117.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
თითქოს სხეულის რომელიღაც ნაწილი, რომლის არსებობასაც აქამდე ვერ გრძნობდა, უცებ ცულით ჩამოასხიპესო.
As if some part of his body, whose existence he had not suspected hitherto, had suddenly been amputated by an axe.
64118.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზი ქოხიდან გამოსული იყო, შავთვალება მალალოს ხმა რომ მოესმა.
Parnaoz had left the hovel when he heard black-eyed Malalo's voice.
64119.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ინოს უყვარხარო! - ეძახდა მომაკვდავი.
"Ino loves you!" dying woman called.
64120.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზი აქედან პირდაპირ სასაფლაოზე წავიდა.
Parnaoz went next to the cemetery.