მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64141.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
როდის მოკვდა? - იკითხა ფარნაოზმა.
"When did he die?" Parnaoz asked her.
64142.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ვინ? მამა? მეხუთე წელია უკვე, - უპასუხა პოპინამ და გაუღიმა.
"Who? Your father? Five years ago", Popina replied, smiling at him.
64143.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
პოპინამ აღარ იცოდა, რა ექნა ძმისთვის.
Popina didn't know what to do for her brother.
64144.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ამ მოულოდნელ სიხარულს ისე გამოესულელებინა, კი არ დადიოდა, დაფრინავდა.
Sudden joy had so stupefied her that she flew rather than walked.
64145.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დაფოფინობდა და ერთი სული ჰქონდა, როდის აჩვენებდა ყველაფერს, რისი ნახვაც, მისი აზრით, ფარნაოზს აუცილებლად უნდა გახარებოდა.
She was fluttering about, in a hurry to show him everything which, in her opinion, Parnaoz must be glad to see.
64146.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
წამო, ახლა შენი საწოლი ვნახოთ... ეს სკამი ხომ გახსოვს? აგე, შენი გატეხილი კოკურა...
"Come and see your bed now… You remember this chair? Look, the pitcher you broke…"
64147.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ჭიკჭიკებდა პოპინა და ვერც კი ამჩნევდა, მისი ძმა უძრავად რომ იდგა და ხმელი ჩურჩხელის ლუკმას ზოზინით, უნდილად ღეჭავდა.
Popina kept twittering, not noticing that her brother was standing still, slowly, diffidently chewing a dry piece of sweetmeat.
64148.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
უცებ პოპინამ ტაში შემოჰკრა და თქვა: მართლა, წუხელ შავთვალება მალალო მომკვდარაო.
Suddenly Popina clapped her hands "Actually, black-eyed Malalo died last night".
64149.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ხომ გახსოვს? - ჰკითხა პოპინამ ფარნაოზს. ფარნაოზმა თავი დაუქნია.
"You remember her, don't you", she asked Parnaoz. He nodded.
64150.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზისთვის ეს უკვე ძველი ამბავი იყო, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ეს სიკვდილი მას ჩამოეტანა.
This was all in the past for Parnaoz, apart from anything else, he had brought this death.
64151.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
გზაში რომ შეფერხებულიყო, ანდა რამე ხიფათს გადაჰყროდა, შავთვალება მალალო ახლაც ცოცხალი იქნებოდა.
If he'd been delayed or met with some hazard, black-eyed Malalo would still be alive.
64152.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ის უნებური მკვლელი იყო შავთვალება მალალოსი.
He was black-eyed Malalo's unwitting killer.
64153.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
როცა პოპინამ თქვა „შავთვალება მალალო მომკვდარაო“, მართლა მკვლელივით შეკრთა.
When Popina said, "Black-eyed Malalo has died", he shuddered like a murderer.
64154.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
არ ეგონა, ასე მალე თუ იპოვნიდნენ მის მიერ დამალულ გვამს.
He didn't think that the corpse he'd hidden would be found so soon.
64155.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„ხომ შეიძლება, ვინმეს დავენახე წუხელო“ - ფიქრობდა ფარნაოზი.
"Perhaps somebody saw me last night", Parnaoz thought.
64156.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ახლა უკვე მართლა ეშინოდა, რადგან არ იცოდა, როგორ უნდა ემართლა თავი, თუკი ვინმე ხელს დაადებდა და მკვლელობას დასწამებდა.
Now he was genuinely afraid because he did not know how he could defend himself if anyone pointed the finger at him and accused him of murder.
64157.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
დღეიდან მამაჩემის ტახტზე დავწვები - თქვა ფარნაოზმა, თითქოს უკეთესი, უფრო საიმედო თავშესაფარი აღარ არსებობდა ამ ქვეყანაზე.
"From today I'll lie on my father's bed", Parnaoz said, as if no better or safer refuge existed in this world.
64158.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ლოგინი არ მინდა, ამას დავიხურავ - მოკლედ მოსჭრა ფარნაოზმა და ხელი აფრისხელა ტილოს დაადო.
"I don't need bedding, I'll cover it with this", Parnaoz said abruptly and put his hand on the sail-sized canvas.
64159.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
პოპინას ღიმილი სახეზე შეეყინა, შემცივნებულივით, მხრები აიწურა, მერე თავი ჯიუტად აიქნია, თითქოს აბეზარ კრაზანას იშორებდა.
Popina's smile froze on her face: she hunched her shoulders, as if she were feverish, then threw back her head, as if fending off an annoying wasp.
64160.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ისევ გაიღიმა, მაგრამ ახლა სხვანაირად, მკრთალად, სევდიანად, და თქვა: კი, ბატონო, როგორც შენ გესიამოვნებაო.
Then she smiled again, but differently, pallidly, sadly, and said, certainly, whatever you like.