მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64161.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზმა მხოლოდ ახლა მიაქცია დას ყურადღება.
Only then did Parnaoz pay attention to his sister.
64162.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
პოპინა მოტეხილიყო, თმაში თეთრი, გრძელი ზოლები გასჩენოდა, სახე დაპატარავებოდა, კისერზე კანი დაშაშვროდა და მობოშებოდა.
Popina had aged, her hair now had long white streaks, her face had shrunk, the skin on her neck was chapped and slack.
64163.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
თითქოს ეს ათი წელი კი არ ეცხოვრა, გაეძლო, რაღაცისგან გადარჩენილიყო.
As if she had not just lived, but endured or survived over the last ten years.
64164.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ფარნაოზს გული აუჩუყდა, დას ხელი მოჰკიდა, ძალით მიიზიდა და მუხლზე დაისვა.
Parnaoz was touched. He put an arm round his sister, pulled her close and sat her on his knees.
64165.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
„როგორა ხარ, დაო, როგორ ცხოვრობო“, - ჩასჩურჩულა ყურში და საფეთქელზე აკოცა.
"How are you, sister, how is your life?" he whispered into her ear and kissed her temple.
64166.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ტუჩებით ძარღვის ფეთქვა იგრძნო და რატომღაც უარესად შეეცოდა და.
His lips felt the vein pulse and for some reason he felt even more sorry for his sister.
64167.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
პოპინამაც იგრძნო, ძმას რომ ეცოდებოდა.
Popina realised that her brother pitied her.
64168.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
თანაგრძნობამ მოადუნა, დაასუსტა და თავი ისე ჩამოადო მხარზე, თითქოს ხელში ატატებულ ბალღს უცებ რული მოერიაო.
His sympathy softened and weakened her, and she put her head on his shoulder, like a sleepy child taken into somebody's arms.
64169.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
ქალუკას მარცხენა ხელის ნახევრად მოღუნული თითები ლოყაზე მიედო, იდაყვი მეორე ხელის პეშვზე დაებჯინა.
Kaluka put the bent fingers of her left hand on her cheek, propped the elbow with her other hand.
64170.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი II
თავი ოდნავ გვერდზე გადაეხარა და ცრემლჩამდგარი თვალებით შესცქეროდა და-ძმის ალერსს, თითქოს ავადმყოფი აყვავებულ ხეს უყურებსო.
She had bent her head a little to the side and, her eyes full of tears, looked at the siblings' affection, like a sick woman looking at a tree in blossom.
64171.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
საღამოს კუსა და ზიარა მოვიდნენ.
That evening Popeye and Ziara came.
64172.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზიარა ერთი ობოლი გოგო იყო, მეზობლებს გაეზარდათ სამადლოდ, გამონაცვალითა და ნასუფრალით.
Ziara was an orphan raised on charitable neighbours' leftovers and hand-me-downs.
64173.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სანამ კუსას გადაეყრებოდა, ხან ერთ მეზობელთან ათენებდა ღამეს, ხან მეორესთან, რადგან რიგრიგობით ყველა იხმარებდა შინაურ საქმეებში.
Before she met Popeye, she would spend a night with one neighbour, the next with another, because everyone took turns using her as domestic labour.
64174.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
პატარა ქალი იყო, კამეჩის ფუნას ამოეფარებოდა.
She was a tiny woman: she could have hidden under a buffalo pat.
64175.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სადმე რომ გააგზავნიდნენ, აუცილებლად ვინმეს ბავშვს აიყვანდა ხელში, ასე უფრო ნაკლებად მახინჯი გამოვჩნდებიო.
Wherever she was sent, she would take someone's child by the hand, thinking that this would make her look less ugly.
64176.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მეზობლებს ეცოდებოდათ ეს უთქმელი და ხელმარჯვე გოგო და ისე შეჩვეოდნენ, რაღაც სიყვარულის მსგავსი გრძნობაც გასჩენოდათ.
Her neighbours were sorry for this silent, but deft girl and were so used to her that they felt something like love for her.
64177.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზიარასაც ყველა უყვარდა, ყველას თავისიანად თვლიდა და, ამიტომაც, ვისთანაც არ უნდა ყოფილიყო, საქმეს ყოველთვის ხალისით ეკიდებოდა.
Ziara loved everybody, considered everybody to be her family, so that, whoever she was with, she would always cheerfully get down to work.
64178.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა, ზიარა რომ უკვე ფეხზე ტრიალებდა, საქონელს მიხედავდა, წყალს მოიმარაგებდა.
When the city was still asleep, Ziara was on her feet and busy, seeing to the cattle, fetching water.
64179.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მერე გრძელტარიან ცოცხს აიღებდა და დერეფანსა და წინა ეზოს ღიღინ-ღიღინით გამოგვიდა.
Then she would take a long-handled broom and sweep the veranda and the courtyard, singing as she worked.
64180.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
„გათენებულაო“ ამბობდა ხალხი ზიარას ღიღინის გაგონებაზე.
"It's daylight", people would say when they heard Ziara singing.