მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64201.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
არა, ახლა გვერდზე გადგომა და თავის მოკატუნება სჯობდა.
Now he had better stand aside and play the innocent.
64202.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სახლსაც უნდა შელეოდა და სარდაფსაც, რადგან ერთიცა და მეორეც ყველას თვალში ეჩხირებოდა.
He had to avoid his house and the wine cellar, because both got on people's nerves.
64203.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ამიტომაც მტრობდნენ.
That was why people had turned against him.
64204.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ ამ დაცხრილულ ქოხში რომ იხილავდნენ მეფის მოხელეს, მაშინაც აღარ დაიმოკლებდნენ ენებს?
But if a king's man were seen in this wreck of a hovel, wouldn't that stop people gossiping?
64205.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაშინაც აღარ იტყოდნენ: აბა, რას ამბობთ, ერთი გაქუცული ფარდაგისა და პირმოტეხილი დოქის მეტი არაფერი გააჩნიაო?
Now would they stop talking? Well, would you believe he's got nothing but a frayed rug and a jug with a broken spout?
64206.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
არა, მისი მტრები მაინც ვერ მოისვენებდნენ, ასე ადვილად არ შეეშვებოდნენ, მაგრამ წყალს კი ჩაუგუბებდათ პირში.
No, his enemies wouldn't rest, they wouldn't let him off so easily, but they'd have to bite their tongues.
64207.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
დიდი-დიდი, დაეცინათ, სად იყო და სად აღმოჩნდაო.
At worst, they'd laugh at him: "How are the mighty fallen!"
64208.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ ამასაც გაუძლებდა კუსა, დაცინვა საშიში არ იყო.
But Popeye could cope with that: mockery was nothing to be afraid of.
64209.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ყველაფერს მოევლებოდა, ყველაფერი გამოსწორდებოდა, სანამ ტყავის ტომრის ტარების უფლება ექნებოდა.
He could take care of everything, put everything right as long as he had the right to carry his leather sack.
64210.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ამის უფლებას კი ვერავინ წაართმევდა, ვერც ოყაჯადო, რადგან უკეთესს ვის გადაულოცავდა, უკეთესად ვინ მოემსახურებოდა?
Nobody could take that right away, not even Oqajado, for whom could the king trust more, who could serve him better?
64211.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მართალია, ის სასახლეში ერთ-ერთ ჩვეულებრივ მსახურად ითვლებოდა და ოყაჯადომ, ალბათ, არც იცოდა მისი არსებობის შესახებ.
In actual fact, he was considered as just another ordinary employee in the palace: Oqajado probably didn't even know he existed.
64212.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ ხალხის თვალში ამ სასახლეს წარმოადგენდა, მეფის სუნი ასდიოდა.
But in the people's eyes, he represented the palace and exuded the smell of royalty.
64213.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ხვალ ყველანი სხვანაირად დაიწყებდნენ ჭიკჭიკს, გადასავლელი გადაივლიდა და კუსას ცაზე ისევ გამობრწყინდებოდა მზე.
Tomorrow they would start chatting about something else: what had to pass would pass and Popeye's star would shine in heaven once again.
64214.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მკვდარსა და დაკარგულს ხალხი ცხელ გულზე თუ გამოექომაგება, ცოცხალს კი ანგარიში უნდა გაუწიოს, სიამოვნებს თუ არა.
People would be outraged about the one who is dead and missed only while the news was fresh, but they had to take account of the living man, whether they liked him or not.
64215.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსამ ეს იცოდა და ამიტომაც ითმენდა თაგვების გამოჭმულ ქოხში ცხოვრებას.
Popeye knew that and so put up with his life in his mouse-ridden hovel.
64216.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
„კეთილი და პატიოსანი, კეთილი და პატიოსანი, კეთილი და პატიოსანიო“, - მიჟღრიალებდა ქოხიდან სასახლემდე.
"That's agreed then; that's agreed then; that's agreed then", accompanied the jingling from hovel to palace.
64217.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
უკვე იმის გეგმებს აწყობდა, როგორ დაებრუნებინა უკანვე ორსართულიანი სახლიცა და ორმოცსაფეხურიანი სარდაფიც.
He was now planning to get back his two-storey house and the forty-step cellar, too.
64218.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სასახლეში რომ ეტყოდნენ, შეგიძლია წახვიდე, დღეს აღარ ხარ საჭიროო, პირდაპირ ორმოცსაფეხურიანი სარდაფისკენ გასწევდა.
When he was told in the palace that he could go, that he wasn't needed any more that day, he set off for the forty-step cellar.
64219.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ისეთი სახით ჩაათავებდა კიბეს, თითქოს ისევ მას ეკუთვნოდა და დასახედად გამოევლო.
He descended the steps as if they belonged to him again and he had come to inspect.
64220.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
„ჰა, როგორაა საქმე, საფეხური ხომ არ მომატებიაო“, - მიუგდებდა ხოლმე იმანოს.
"Hello, how are things, you haven't added any steps, have you?" he would remark to Hey-Boy.