მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64221.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ყველა კასრს სათითაოდ ჩამოუვლიდა, ზოგს ხელს ჩამოუსვამდა გამობერილ ფერდებზე, ზოგს მუშტს მიუკაკუნებდა.
Then he would count every single barrel, stroking the rounded sides of some, tapping some with his fist.
64222.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზოგს სალტეებს უსინჯავდა, მზრუნველ და ყაირათიან მეპატრონესავით.
He would check the hoops on others, like a careful, thrifty owner.
64223.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
იმანოც, რატომღაც, თავს ვალდებულად თვლიდა, დაეპატიჟა და თავისი ხელით მიერთმია დაცვარული, ქალის მკლავივით გრილი ხელადა.
Hey-Boy somehow considered himself obliged to invite him to sit down and then personally offer him a dew-cold jar of wine, as cool as a woman's arm.
64224.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მერე კი, შუაღამისას, ძლივძლივობით ამოიყვანდნენ ხოლმე ორმოცსაფეხურიან კიბეზე მუქთა ღვინით გალეშილ კუსას იმანო და მისი მოსამსახურე ბიჭი, რომელსაც იმანო ბახას ეძახდა.
Later, at midnight, Hey-Boy and his boy waiter, whom he called Bakha, would have great trouble getting Popeye, drunk on his free wine, up the forty steps of the staircase.
64225.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
პირს შინისკენ აქნევინებდნენ, ერთს უბიძგებდნენ, თითქოს წყალში ტივს აცურებდნენ.
They pointed him in the direction of home, and gave him a push, as if launching a raft into the water.
64226.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსაც მიცურავდა სიმთვრალის ჭორომებზე ატორტმანებული, ალღოს მინდობილი, როგორც ტივი დინებას.
Popeye would sail off, swaying over the rapids of his drunkenness, following his instinct, as a raft follows the current.
64227.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ღობეებზე მომწყდარი ძაღლები უყეფდნენ.
Trying to break through the fences, dogs barked at him.
64228.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
„კიდევ გამსკდარა, ყასაბიო“, - ბუზღუნებდნენ მისი ღრიანცელით ძილგამკრთალი და დამფრთხალი ვანელები და საწოლებში გვერდს იცვლიდნენ.
"The butcher's had another skinful", grumbled the people of Vani, woken up and alarmed by the row, as they turned over in bed.
64229.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა კი მიდიოდა, მიბარბაცებდა, მიღრიალებდა მტრების ჯინაზე.
But Popeye went on, staggering, yelling to spite his enemies.
64230.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
„ვენაცვალე ჩვენს მეფესო“, - ცას ეძახდა კუსა და ღობეს მომწყდარ ძაღლებს აგინებდა: თქვენი პატრონის მკვდარი და ცოცხალიცო.
"Long live our king!" Popeye called to the heavens and cursed the dogs tearing at the fence and their owners, dead or alive.
64231.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა თავის ქოხს, მით უფრო იზრდებოდა სიმარტოვისა და გარიყულობის გრძნობა.
But the nearer he got to his hovel, the worse his feelings of loneliness and abandonment became.
64232.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ქოხში არავინ ელოდებოდა, არც მტერი და არც მოყვარე.
Nobody was waiting for him there, neither friend nor foe.
64233.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ერთი ტახტი ედგა, ერთი პირმოტეხილი დოქი ჰქონდა და ერთიც გაქუცული ფარდაგი.
There was just one bed, one jug with a broken spout and one frayed rug.
64234.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ის ფარდაგი ხან ქვეშ ეგო, ხან ზემოდან ეხურა: გააჩნია, როგორი ამინდი იქნებოდა.
Sometimes he lay on top of the rug, sometimes underneath it, depending on the weather.
64235.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა ფეხით აღებდა ქოხის კარს.
Popeye opened the door with a kick.
64236.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
„მოგიკვდა ამშენებელიო“, - მიაწყევლიდა და ტახტზე გაუხდელად მიეგდებოდა ხოლმე.
"Damn whoever built you!" he cursed the hovel, and threw himself onto the bed without undressing.
64237.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
არ იქნა და არ დაავიწყდა კუსას კარგი ცხოვრების ყადრი.
Popeye could never forget the advantages of the good life.
64238.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
დრო კი ზღაპრულად ჩქარა მიქროდა, მიქროდა კი არა, ქრებოდა, როგორც ქარში გატანილი ჭრაქი.
But time was flying by at fabulous speed, or dying, like an oil lamp brought into the wind.
64239.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
უეცრად ჩამოვარდნილ სიბნელეში კუსას ჯერჯერობით მხოლოდ ფიქრი და ოცნება შეეძლო კარგ ცხოვრებაზე.
Suddenly finding himself in the dark, Popeye could now only think and dream of a good life.
64240.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეს ფიქრი და ოცნება ანადგურებდა კუსას.
These thoughts and dreams were lacerating Popeye.