მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64261.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ყოველ დილით მოიგდებდა მხარზე ხელსაწყოებით სავსე ტომარას და ჟღრიალ-ჟღრიალით გაუყვებოდა ქუჩას ოყაჯადოს სასახლისაკენ.
Every morning he slung his sack of tools over his shoulder and went down the street jingling towards Oqajado's palace.
64262.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ამ ხმის გაგონებაზე ვანელებს სისხლი ეყინებოდათ, ეზოში სათამაშოდ გამოფენილ ბავშვებს უკანვე შელალავდნენ ხოლმე, კარებს კეტავდნენ.
The blood of the people of Vani froze when they heard the noise, they herded in their children who had come to the courtyards to play, they locked their doors.
64263.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გულისფანცქალით ელოდნენ, როდის ჩაიწრიტებოდა ეს უსიამო ჟღრიალი.
They waited with trembling hearts for this unpleasant jingling to fade.
64264.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ ხმის გაგონება სიხარულით ავსებდა, ზიარა იყო.
The only person glad to hear this sound was Ziara.
64265.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზიარას ეს ხმა უყვარდა, რადგან იგი კუსას გამოჩენას აუწყებდა.
Ziara liked it because it announced the coming of Popeye.
64266.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
როგორც კი ტომრის ჟღრიალს გაიგებდა, აფორიაქდებოდა, გული ბაგა-ბუგს დაუწყებდა, თმას გაისწორებდა, კაბას ჩამოიქაჩავდა.
When she heard the sack jingling, she would get excited, her heart would start pounding, she would tidy her hair, smooth down her dress.
64267.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ქუჩისკენ, რომელზედაც კუსას უნდა ჩამოევლო, ზურგით დადგებოდა.
She would turn her back to the street which Popeye would come down.
64268.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გრძელტარიანი ცოცხით ისეთ მტვერს დააყენებდა, თავფეხიანად რომ გახვეულიყო შიგ და კუსას ვეღარ დაენახა.
She raised so much dust with her long-handled broom that she was covered from head to toe and invisible to Popeye.
64269.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
„ახლა მოვკვდები და ახლაო“, - ფიქრობდა ზიარა, სანამ კუსა ქუჩაზე მიდიოდა, ამაყი და თავაწეული, როგორც ფარის წინ მიმავალი ყოჩი.
"I'll drop dead on the spot", Ziara thought, as Popeye came down the road, proud, head held high, like a ram leading its flock.
64270.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსამ არც ზიარას არსებობა იცოდა და არც არაფრად ეპიტნავებოდა ვიღაც თმაგაჩეჩილი და სხვისი ცეცხლით კაბაგამომწვარი გოგო.
Popeye didn't even know Ziara existed, and he would have taken no notice of a dishevelled girl whose dress was burnt looking after someone else's fire.
64271.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზიარას კი ეგონა, კუსა მარტო მას უყურებდა, მის სანახავად გადი-გამოდიოდა ამ ქუჩაზე დილა-საღამოს.
But Ziara thought that Popeye had eyes only for her, that he patrolled this street morning and evening to see her.
64272.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გაურკვეველი ბედნიერებითა და შიშით აწრიალებული გოგო, მთელი დღე, მოჟღრიალე ტომრის დაბრუნებამდე, ადგილს ვეღარ პოულობდა.
Stirred by a vague happiness and fear, the girl couldn't settle all day, until the jingling of the sack came back.
64273.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მისთვის ქვეყანა დაპატარავებულიყო და ორიოდე რკინის ჟღრიალსა და ცოცხის ერთი მოსმა მტვერს პირამდე გაევსო.
Her world had shrunk, so that just the jingling of iron and sweeping up dust were enough to fill it.
64274.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
რაც არ უნდა გვიან დაბრუნებულიყო კუსა შინ, ზიარა არაფრით არ დაიძინებდა.
However late Popeye returned, Ziara could not get to sleep.
64275.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
იწვა კეთილი მეზობლის დერეფანში და სანატრელ ხმას ელოდებოდა, რომელიც მისი ღამის დადგომას აუწყებდა და დაძინების ნებას მისცემდა.
She lay down on a kind neighbour's veranda, waiting for the longed-for sound which marked for her the onset of night and allowed her to sleep.
64276.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
იქამდე ერთხელაც არ დაამთქნარებდა, არც რული წაეკიდებოდა თვალზე, რაც არ უნდა დაღლილი და რაც არ უნდა გვიანი ყოფილიყო.
Until then she didn't even yawn or feel drowsy, however tired she was or late the hour.
64277.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ტომრის ჟღრიალიდან ჟღრიალამდე ზიარა საქმესაც ასწრებდა და გამოძინებასაც.
From one jingle to another jingle of the sack Ziara got on with her work or slept.
64278.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეს ხმა იყო მისი მზისა და მთვარის მაგიერი, რადგან კუსა უყვარდა.
This sound was her sun and her moon, because she loved Popeye.
64279.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სიყვარულმა კი ისე გაათამამა, ჩვეულებრივ ამბად ეჩვენებოდა ის, რასაც ადრე ფიქრშიაც ვერ გაივლებდა.
Love so emboldened her that what would never have crossed her mind seemed now the most natural thing in the world.
64280.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
„მერე რა, დაიხრება და ისე მაკოცებსო“ - ფიქრობდა ზიარა, ეზოს გვიდა თუ მატყლს ჩეჩავდა.
"Never mind, he'll have to bend down to kiss me", Ziara thought as she swept the yard or carded wool.