მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64281.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სიყვარულმა ფიქრიც შეუცვალა, გადაუსხვაფერა, გაუეშმაკა.
Love changed her ideas, gave them new colour, made them more cunning.
64282.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფიქრში, რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა, ქუჩაზე მიმავალ კუსას ესალმებოდა, დილა მშვიდობისაო, ეძახდა და ხელსაც უქნევდა.
In her thoughts she did whatever she wanted, said "Good morning" to Popeye as he walked down the street, called to him and waved at him.
64283.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მერე კუსას ქოხში შედიოდა, გვიდა და აკრიალებდა ყველაფერს.
Then she would enter Popeye's hovel, sweep it and clean everything.
64284.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
შინ მობრუნებულ კუსას კარში ეგებებოდა, თავს უკრავდა და საღამო მშვიდობისაო, ეუბნებოდა.
She would meet Popeye at the door when he came back, curtsey and wish him good night.
64285.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსაც თავს უკრავდა და კუსაც პასუხობდა სალამზე. მოკლედ, ფიქრში დიდი მეგობრები იყვნენ ის და კუსა.
Popeye would bow in return and respond to her greeting. So in her thoughts they were good friends.
64286.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ხოლო ამ ფიქრმა ბოლოს და ბოლოს ისე აამჩატა და გადაიბირა, ერთ მშვენიერ დღეს მართლა შეიპარა კუსას ქოხში.
These thoughts finally made her so light-headed that they took her over, and one fine day she really did slip into Popeye's hovel.
64287.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ქოხში მიხედ-მოხედვა არც კი დასჭირვებია, ისეთი სიბინძურე გამეფებულიყო ირგვლივ.
She didn't need to look closely to see that everything was filthy.
64288.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გახარებულმა ტაში შემოჰკრა და დაბზრიალდა, თითქოს გოგო-ბიჭებს საცეკვაოდ წრეში გამოუგდიათო.
She clapped her hands and rushed around, as if she were joining boys and girls dancing.
64289.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მისი აქ მოსვლა არათუ გამართლებული, სავალდებულოც იყო.
Coming here was not just right, it was necessary.
64290.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
განა ასევე არ ასუფთავებდა სხვების ეზო-ბინებსაც?
Didn't she clean other people's houses and yards?
64291.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა რომ შინ დახვედროდა, რაღა თქმა უნდა, უკანვე გაბრუნდებოდა ან რატომ მივიდოდა უცხო კაცთან გასათხოვარი გოგო.
If Popeye had been at home she would, of course, have gone back: an unmarried girl couldn't visit a strange man.
64292.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ ზიარაზე კარგად ვინ იცოდა, როდის დახვდებოდა და როდის არ დახვდებოდა კუსა შინ.
But who knew better than Ziara when she would or would not find Popeye at home?
64293.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მალე იქაურობა ისე კრიალებდა, ერბო აიკრიფებოდა.
Soon it was all so clean that you could have eaten off the floor.
64294.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ამის მერე ზიარა ყოველდღე მოდიოდა ქოხის დასასუფთავებლად და ისე შეეჩვია თავის ახალ მოვალეობას, შიშის გრძნობა სრულებით გაუქრა.
Afterwards Ziara went every day to clean Popeye's hovel and was so used to her new duties that she entirely lost her feeling of fear.
64295.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ცოცხი ეჭირა ხელში, თუ ფარდაგს ბერტყავდა, თან ღიღინებდა კიდეც.
She held a broom in one hand if she was beating the rug, and sang as she did.
64296.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ხოდა, რადგან სისუფთავე უფრო თვალშისაცემია, ვიდრე სიბინძურე, კუსამაც მალე შეამჩნია მის ქოხში მომხდარი ცვლილებები.
As tidiness is more obvious than filth, Popeye soon noticed the changes in his hovel.
64297.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
თუ ფხიზელი იყო, თავს იკავებდა, ზედმეტ აყალმაყალს ერიდებოდა.
If he was sober, he held back, not wanting unnecessary fuss.
64298.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მთვრალი კი გამოდგებოდა კარზე და მეზობლების გასაგონად, ერთ ლანძღვა-გინებას ასტეხდა ხოლმე.
If he was drunk when he came home, he swore and cursed loudly so that the neighbours would hear.
64299.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ვის რა ესაქმება ჩემს ქოხში, ვინ მოდის და ვინ ალაგებს, მე არავისთვის მითხოვნიაო.
"Who's interfering in my house, who comes here tidying things up; I've never asked anyone to".
64300.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
თუ მოვატანე, კოჭებს მოვამტვრევ და მერე ნახოს, როგორ უნდა სხვის ბინაში ძრომიალი, სხვისი სკივრის ქექვაო.
If I catch them at it, I'll break their ankles and then let's see them creep into other people's places and poke around in other people's trunks!