მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64241.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
იწვა თვალდაჭყეტილი, სიმარტოვის ტახტზე, და ფიქრობდა, ფიქრობდა.
He lay there, his eyes wide open, on his bed of loneliness, and thought and thought.
64242.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ ადგილიდან არ იძროდა მისი ფიქრი, არც ხორცი ჰქონდა, არც სილბილე, არც სუნი და არც გემო.
But his thoughts got him nowhere: they had neither flesh nor bone, neither scent nor taste.
64243.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ის კი იმაზე ფიქრობდა, რაზედაც ოდესღაც ერთხელ უკვე ეფიქრა, სინამდვილედაც ექცია, მაგრამ ბოლოს მაინც დაეკარგა.
He was thinking about what he had thought about before, and even acted on, but had, in the end, given up.
64244.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსას ახალი საფიქრალიც გასჩენოდა.
Now Popeye had new grounds for thought.
64245.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეს მერე შეამჩნია, უფრო გვიან, როცა ასე თუ ისე შეეჩვია ახალ გარემოში ცხოვრებას.
He realised this later, when he was more or less used to his new circumstances.
64246.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა ინოზე ფიქრობდა და სიბრაზისგან იხრჩობოდა.
Popeye thought about Ino: he choked with rage.
64247.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გონება უბნელდებოდა, იმ წამიერი სისუსტისთვის, ამ უშნო და გაჩხინკულ ქალთან რომ გამოეჩინა.
His mind clouded over, thinking of the moment of weakness which this ugly, skinny girl had caused him.
64248.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა მხოლოდ ინოს წინაშე თვლიდა თავს დამარცხებულად, მართალია, ერთი წუთით, მაგრამ იმ ერთი წუთის განმავლობაში ინო ბატონობდა მასზე.
Only Ino made Popeye feel inferior, if just for a minute, but for that instant Ino had dominated him.
64249.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
თვითონვე მისცა ამის უფლება, ლამის ფეხები დაუკოცნა, ქოშები და კაბა მიართვა, ის კი არა, უმღერა კიდეც.
He let her do so, he almost kissed her feet, offered her slippers and a dress: worse, he had even sung to her.
64250.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სიმღერა აცოფებდა ყველაზე მეტად, საკუთარი, ხრინწიანი ხმა ყურებში ედგა და მოსვენებას არ აძლევდა.
The singing infuriated him most, his ears still rang with his own rasping voice, and gave him no peace.
64251.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა ინოზე ისე ფიქრობდა, როგორც გალახული გამლახველზე.
Popeye thought about Ino as someone flogged thinks about the flogger.
64252.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ ერთ ღამეს გაოფლილს გაეღვიძა, პირმოტეხილი დოქი სულმოუთქმელად დაცალა.
But one night he woke up in a sweat, drained the jug with the broken lip in one gulp.
64253.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მერე მთელი ქალაქი სირბილით გადაჭრა და, აქოშინებული, ინოს მიადგა.
Then he ran the length of the city and, out of breath, turned up at Ino's door.
64254.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სული რომ ჩაიბრუნა, ისე უკმეხად მიახალა, ცოლად გამომყევიო, თითქოს ვიღაცის დანაბარებს გადასცემდა.
When he got his breath back he gruffly barked out, "Marry me!" as if he was passing on someone's message.
64255.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ინო ჯერ მოიღუშა, მერე სიცილი აუვარდა, როდის-როდის დაიმორჩილა ხმა.
Ino frowned at first, then gave way to laughter, finally got control of her voice.
64256.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
თვითონაც მკვახედ და აგდებულად უთხრა: მთლად გამოსულელებულხარო.
She told him just as gruffly and scornfully, "You're completely out of your mind".
64257.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა უსიტყვოდ გამობრუნდა, რადგან შინიდან გამოსვლამდეც იცოდა, ასე რომ დამთავრდებოდა მისი ღამეული სტუმრობა.
Popeye turned back without a word: even before he'd come out he knew that his nocturnal visit was going to end like this.
64258.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ინოს უარმა ერთხელ კიდევ დაარწმუნა, აჩქარებას სიკეთე არ მოჰქონდა.
Ino's refusal convinced him once more that more haste meant less speed.
64259.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა, რომელიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგებოდა.
There was a time for everything, and sooner or later the right time would come.
64260.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
დაცდა იყო საჭირო და ისიც იცდიდა.
He had to wait, and so he did.