მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64301.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ჩვენ ტყუილად გვლანძღავ, - ეუბნებოდნენ მეორე დღეს მეზობლები.
"You've no reason to swear at us", the neighbours said the next day.
64302.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
თუ მართლა მოდის ვინმე და ის ვინმე თუ მართლა ადამიანის შვილია, დაუდარაჯე და დაიჭირეო.
"If someone really does come, and they are human, then keep a look-out and catch them".
64303.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსამ მართლაც დაუდარაჯა და ზიარა დაიჭირა. ზიარას უმკლავებო კაბა ეცვა.
Popeye did keep a look-out and caught Ziara. She was wearing a sleeveless dress.
64304.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ცოცხიანი ხელით შუბლზე ჩამოცვენილი თმა გადაიწია, რათა ქოხში შემოსული დაენახა.
She threw back her hair with the hand that held the broom, so as to see who had come into the hovel.
64305.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსას შავი იღლია ეცა თვალში და კარს ზურგით მიაწვა.
Popeye was struck by the sight of her black armpit: he pressed her against the door.
64306.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გაწეწილი, სახეაჭრილი, უარესად დამახინჯებული ზიარა ქოხიდან რომ გამოვარდა, კუსას მხოლოდ მაშინ შემოეყარა გულზე, ეს რა ვქენიო.
Dishevelled, her face contorted, looking even uglier, Ziara ran out of the hovel: only then was Popeye struck by what he'd done.
64307.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
იფურთხა და იხეხა ტუჩები, ზიარას სიქალწულის სუნით გაჟღენთილი და გასიებული.
He spat and rubbed his lips, which were imbued with and swollen by Ziara's virgin lips.
64308.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
თმაგაწეწილი ზიარას სახის წარმოდგენა გუნებას უშხამავდა, თავზარს სცემდა.
Imagining Ziara's dishevelled face poisoned his mood, horrified him.
64309.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
რაზეც არ უნდა ეფიქრა, თვალწინ განუწყვეტლივ ზიარას გაჩეჩილი, წითლად დალაქავებული მკერდი და გადაბლანტული თვალები ედგა.
Whatever he thought about, he couldn't forget the sight of Ziara's exposed, blotched breast and her viscous eyes.
64310.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსამ დიდხანს იწრიალა ქოხში, მაგრამ ვეღარ გაძლო და იმანოს სარდაფისკენ გასწია.
Popeye paced the hovel for some time, but couldn't resist the temptation and set off to Hey-Boy's cellar.
64311.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ამ წამიერ ვნებას, მართლა ერთი წამით რომ დატრიალებულიყო მის სხეულში, როგორც გრიგალი უკედლებო ოთახში, მაინც შეეცვალა, მაინც დაენამუსებინა.
The momentary passion that had flared up for just one moment in his body, like a gale blowing through a room with no walls, was enough to change him, to awake his conscience.
64312.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ის ახლა ისევე განსხვავდებოდა მხარზე ტომარაგადაგდებულ და სამსახურისკენ ყოჩივით მიმავალ კუსასაგან, როგორც ზიარა თუნდაც... ინოსგან.
He now differed as much from the Popeye who, with his sack over his shoulder, walked to work like a ram, as Ziara differed from Ino.
64313.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზიარა კი ამ დროს მიცვალებულთა ჭალაში, სანახევროდ დაჭაობებულ და დარბილებულ მიწაზე გულაღმა იწვა.
Ziara was very soon in the grove of the departed, lying on her back on the boggy, softened earth.
64314.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
საღამოს ნიავით აქანავებულ ტყავის კუბოებს შესცქეროდა, აქა-იქ კიდევ რომ შერჩენოდნენ ხეებს.
She was looking at the leather body-bags swinging in the breeze, at the few remaining trees.
64315.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ვერც კი გრძნობდა, მიწასავით, თვითონაც როგორ იჟღინთებოდა სინესტითა და სიცივით.
She was unable to feel the damp and the cold penetrating her, as they did the earth.
64316.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ისეთი ბედნიერი და ისეთი უბედური იყო ერთდროულად.
She was happy and unhappy at the same time.
64317.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეგონა, ამის მერე სულ აქ უნდა წოლილიყო, თვითონაც უნდა დაჭაობებულიყო, ხავსი მოკიდებოდა, დაობებულიყო, აშმორებულიყო და ეცადა.
It seemed to her that now she had to lie down forever, to become part of the marsh, be overgrown with moss, covered with fungus and mould and wait.
64318.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
თუმცა თვითონაც არ იცოდა და ვერც ვერასდროს გაიგებდა, რიღასთვის უნდა ეცადა, რადგან მოსახდენი უკვე მომხდარიყო.
She didn't know and could never understand what to wait for because the inevitable had happened.
64319.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
განსაცდელი განეცადა და რაც განეცადა, იმდენად წარმოუდგენელი და იმდენად ღვთაებრივი იყო, არ ეგონა, კიდევ თუ შეიძლებოდა, ანდა თვითონ თუ შეძლებდა ხელმეორედ განცდას.
She had undergone what had to be undergone, and it was so unimaginable and so divine that she didn't think it could be repeated, or that she could ever repeat it.
64320.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მერე კუსას ხმა, რომელიც არასოდეს გაეგონა, ისე ცხადად ჩაესმა, უნებურად თავი წამოსწია.
Then she clearly heard Popeye's voice, which she had never heard before, and couldn't help lifting her head.