მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64321.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მისი წარმოდგენით, კუსას მხოლოდ ასეთი ხმა უნდა ჰქონოდა.
In her imagination Popeye could have had no other voice.
64322.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეს ხმა რამდენჯერმე განმეორდა: ვითომ კუსა ეძახდა: ადექი, არ გაცივდეო.
Popeye seemed to be calling to her, the voice repeated several times, "Get up, or you'll catch cold".
64323.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა კი ამ დროს მაგიდაზე მუშტს ურტყამდა იმანოს სარდაფში და ყვიროდა: მამაჩემს გაუმარჯოს, ფილამონეს!
But Popeye at that moment was in Hey-Boy's cellar, banging his fist on the table, and yelling, "Long live Philamon, my father!"
64324.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ნამდვილი მამაკაცის გზა ნაბიჭვრებით უნდა იყოს მოფენილიო.
"A real man ought to have a few bastards to show for his life!"
64325.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
იმანო უღიმოდა და თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა.
Hey-Boy smiled and nodded in agreement.
64326.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ნესტმა და სიცივემ მაინც თავისი გაიტანა და ზიარა ერთიანად ააძიგძიგა.
The damp and the cold were, in the end, too much, and Ziara started to shiver.
64327.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ახლა იგი მოჩვენებულ ხმას ისე ეჭიდებოდა, როგორც ჭაობში ჩაფლული - ლაფანის ტოტს.
She clung to the hallucinatory voice like someone sucked down in a quagmire clinging to a branch of a wing-nut tree.
64328.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზიარა ქვეცნობიერად შინ დაბრუნების, შინ კი არა, კუსასთან დაბრუნების მიზეზსა და საბაბს ეძებდა.
Ziara sought a pretext to go home, or rather to Popeye's place.
64329.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
იცოდა, დაბრუნდებოდა, რადგან ახლა კუსა რომ არ ენახა, მართლა მოკვდებოდა და მართლა სამუდამოდ ჩარჩებოდა ამ ჭაობში.
She knew she would go back, for if she didn't see Popeye, she'd die and be left for all time in this marsh.
64330.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მცემოს რა, - ფიქრობდა ზიარა, - უნდა მცემს და უნდა არაო.
"He can beat me", thought Ziara. "If he wants to, he'll beat me, if he doesn't, he won't".
64331.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მერე ის ფიქრი აიკვიატა, იქნებ კუსა მართლა მეძებს, მე კი მივატოვე და გამოვიქეციო. თითქოს, რაც მოხდა, მარტო მისი ბრალი იყოო.
The thought became obsessive: "Perhaps Popeye is looking for me: I've left him and run away, as if what happened was his fault".
64332.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ვინ იცის, როგორ გააწვალა ჩემმა ძებნამო.
"God knows how worn out he is looking for me".
64333.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან, სიცოცხლეზე ძალიან უნდოდა, კუსას მოენახა და წაეყვანა შინ.
But in her heart of hearts she very much wanted to live, for Popeye to see her and take her in.
64334.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გინდაც მთელი ქვეყნის დასანახად, წკეპლით გამოედევნა აქედან, დაკარგული ბატივით.
Even if he chased her out with a stick like a stray goose, in front of everyone.
64335.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
იმდენი იფიქრა ზიარამ, იმდენი იფიქრა, სანამ მართლა არ დაიჯერა, კუსა თავქუდმოგლეჯილი რომ დაეძებდა.
Ziara thought for so long that she ended by believing Popeye was racing around at breakneck speed, looking for her.
64336.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაშინ კი იკადრა წამოხტომა. ისე მოკურცხლა ქოხისკენ, კაბაც არ ჩამოუბერტყია.
Then she thought it time to leap to her feet: she galloped off to the hovel, without even shaking down her dress.
64337.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გეგონებოდათ, ქარს ვენახიდან საფრთხობელა მოუტაცნია და თავის ნებაზე მიათამაშებსო.
You'd have thought she was a scarecrow that the wind had blown out of a vineyard to flap through the air at will.
64338.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ქოხს რომ მიუახლოვდა, ისევ წამოუარა შიშმა, რა პირით ვეჩვენო, ან რა ვუთხრაო.
When she got near the hovel, she was overwhelmed by fear: how could she show herself to him, what would she say to him?
64339.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ მაინც გაბედა და ჭუჭრუტანაში შეიხედა. ქოხი ცარიელი დაუხვდა.
But she plucked up courage and peeped through a crack: the hovel was empty.
64340.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზიარას გულზე მოეშვა და ქოხში თამამად შეაბიჯა.
Ziara breathed a sigh of relief and strode in.