მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64341.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ახლა უკვე მართლა დაიჯერა, კუსა მის საძებრად იყო წასული.
Now she was sure that Popeye'd gone out looking for her.
64342.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ტახტზე ჩამოჯდა, არა, დასარჩენად კი არა, უბრალოდ, ცოტა სული რომ მოეთქვა, სანამ კუსა მობრუნდებოდა.
She sat on the bed, not meaning to stay, just to get her breath back until Popeye returned.
64343.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ამხელა გზა ერთი ამოსუნთქვით გამოერბინა და ფეხები უბჟუოდა.
She'd run a great distance without a rest, and her legs throbbed.
64344.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ტახტზე ხელსაწყოების ტომარა ეგდო და ზიარა მიხვდა, რატომ ეტკინა ზურგი ასე მწარედ, როცა კუსამ ტახტზე გადააწვინა.
The sack of tools was lying on the bed and Ziara realised why her back hurt so badly when Popeye had laid her on the bed.
64345.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზიარამ ტომარას ხელი ფრთხილად წაჰკრა, მაგრამ ტომარამ მაინც გაიჟღრიალა, თითქოს ნადირმა ძილში დაიღრინაო.
Ziara touched the sack very gingerly, but it still jingled, like a wild animal growling in its sleep.
64346.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ამ ხმის გაგონებაზე ზიარას გაეღიმა და უცებ ძილი მოერია, მისი ღამე დამდგარიყო.
Ziara smiled at the sound and suddenly felt sleepy: it was night time for her.
64347.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზიარამ ტომარა მაღლა ააჩოჩა და ზედ თავი მიადო.
Ziara moved the sack to the head of the bed and laid her head on it.
64348.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა კი ამ დროს იმანოს უკანასკნელ მუშტრებს გაუთავებელი ლაყბობით თავს აბეზრებდა, ეკინკლავებოდა, ღვინოს აძალებდა.
By now Popeye had bored Hey-Boy's last customers with his endless babbling, arguing, and forcing wine on them.
64349.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ისინიც ითმენდნენ, რადგან ეშინოდათ მისი.
They put up with him because they were afraid of him.
64350.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
- რომელი ხართ ჩემზე სუფთა, ჰა? - კინკლაობდა კუსა.
"Are any of you cleaner than me, eh?" remonstrated Popeye.
64351.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
და როცა დასამშვიდებლად ეუბნებოდნენ: ყველანი ერთნაირები ვართო, კუსა ხმას უფრო უწევდა, გაჰყვიროდა: მეც მაგას ვამბობ სწორედო.
And when they tried to calm him by answering, "We're all the same", Popeye raised his voice even louder, and he yelled at them, "Don't argue with me!"
64352.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა უგონოდ იყო მთვრალი, მაგრამ ჭიქას მაინც არ აგდებდა ხელიდან, თუმცა აღარც სმა შეეძლო.
Popeye was hopelessly drunk, but wouldn't let go of the glass, although he couldn't take any more.
64353.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ღვინო აღარ ჩასდიოდა, აბოყინებდა, უფრო მეტს ზედ ისხამდა.
He belched when he tried to swallow any wine, spilled it over himself.
64354.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
და მაინც ჯიუტად გაიძახოდა: ყველამ უნდა დალიოს მამაჩემი ფილამონეს სადღეგრძელოო.
But he persisted in calling for more: "Everyone's got to drink to my father Philamon!"
64355.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ბოლოს, როგორც იქნა, მაინც მოახერხეს მისი ამოტყუება ორმოცსაფეხურიანი სარდაფიდან, გზაზე დააყენეს და სირბილით გაეცალნენ.
Finally they succeeded in luring him up the cellar's forty steps, sent him on his way, and then they all ran off in different directions.
64356.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მიმატოვეთ ხომ? თქვენი დედა კი ვატირე! - მიბღაოდა კუსა ჩაძინებულ ქალაქს.
"So you've left me, have you? I'll make you sorry!" Popeye bellowed to the sleeping city.
64357.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ბანცალ-ბანცალით მიიკვლევდა გზას გულისგამაწვრილებლად მოჭრიალე ქოხისკენ.
He wended his way, staggering home to his creaking, decrepit hovel.
64358.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
შინ რომ შევიდა და ტახტზე ჩაძინებული ზიარა დაინახა, ისე გაუხარდა, თითქოს დიდი ხნის ოცნება ასრულებოდეს.
When he entered and saw Ziara asleep on the bed, he was as glad as if a dream had finally come true.
64359.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გამოფხიზლდა კიდეც, ფერხთით ჩამოუჯდა და ამოზნექილ თეძოზე დაადო ხელი.
He even sobered up, sat at the foot of the bed and bent over to put a hand on her thigh.
64360.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზიარა შეიშმუშნა, გაიწვართა და თვალი გაახილა.
Ziara squirmed, stretched out and opened her eyes.