მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64361.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსას გვერდით მეორე ადამიანი იყო, ნამდვილი, ცოცხალი, სურნელოვანი და ცხელი, როგორც ახლად გამომცხვარი პური.
Popeye had another human being next to him, as real, live, fragrant and hot as freshly baked bread.
64362.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გამარჯობა, ჩიტუნია! - მიესიყვარულა კუსა ზიარას.
"Hello, birdie!" Popeye said to Ziara's lovingly.
64363.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სიმთვრალესა და სიბნელეში არც ერთ ქალს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა ზიარა.
In his drunken state and in the dark, Ziara struck him as no different from any other woman.
64364.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გაახილა თუ არა კუსამ თვალი, დაბუჟებულ მკლავზე ზიარას სახე დაინახა.
Popeye opened his eyes and saw on his numbed shoulder Ziara's face.
64365.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ალიონის სუსხით გაცრეცილი, შიშითა და თაყვანისცემით მიჩერებული, ისევ შეუბრუნა ზიზღმა და სიბრაზემ.
Washed out in the cold first light of day, staring at him in fear and reverence, his loathing and anger came back.
64366.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
„აბა, გამასწარიო“, - დასჭექა კუსამ და სანამ ზიარა წამოდგომას მოასწრებდა, ისე გამეტებით უბიძგა, ცარიელი დოქივით მიამსხვრია ქოხის კედელს.
"Right, clear off!" Popeye roared at her and, before Ziara could get out of bed, he flung her off as violently as if he was smashing an empty pitcher against the wall.
64367.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზიარამ წელი ძლივს წამოსწია და უჩუმარის პირით გაიძურწა ქოხიდან.
Ziara could barely get up, and, not saying a word, slipped out of the hovel.
64368.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ შორს არ გასცილებია, ან სად უნდა წასულიყო, როცა მისი მთავარი სული ამ ქოხში ტრიალებდა.
But she didn't go far: where could she go, when her spirit was in this hovel?
64369.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სიყვარულს გაეჯიუტებინა და გაეკერპებინა იგი, არც თავის მოვალეობაზე აუღია ხელი.
Love had made her stubborn and obstinate: she did not forsake her duties.
64370.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ისევ ალაგებდა, გვიდა, რეცხავდა, საჭმელსაც ამზადებდა.
She went on sweeping, tidying, doing the washing, cooking.
64371.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მერე, ტახტზე ჩამომჯდარი, კალთაში ხელებჩაწყობილი, ელოდებოდა კუსას დაბრუნებას.
Then, sitting on the bed, her hands on her lap, she waited for Popeye to come home.
64372.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მას არც ცემის ეშინოდა და არც სიკვდილის.
She was not afraid of beatings or death.
64373.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსას ხელით სიკვდილიც კი ბედნიერება იყო და არც არასოდეს გასჩენია სურვილი ამ ყოველდღიური ცემა-ტყეპისაგან თავის დაღწევისა.
Death at Popeye's hands was bliss, and she never showed any desire to escape daily thrashings.
64374.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მისი აზრით ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც უნდა მომხდარიყო, როგორც კუსას უნდოდა, ხოლო რაც კუსას უნდოდა, ის ზიარასთვის სიცოცხლეზე მეტს ნიშნავდა.
To her mind, everything was happening as it should, as Popeye wanted, and whatever he wanted meant more than life to Ziara.
64375.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მერე რა, რომ კუსა სცემდა? მაშინაც ხომ ეხებოდა იგი ზიარას?
Anyway, what did Popeye's beatings matter? Wasn't he then touching Ziara?
64376.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მერე რა, რომ თათხავდა და აგინებდა? ეს თათხვა-გინებაც ხომ ზიარას ეკუთვნოდა, ზიარას მიმართავდა კუსა და არა სხვა ვიღაცას.
What did his scolding and cursing matter? They belonged to Ziara, they were addressed by him to her, to nobody else.
64377.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ისინი ერთად იყვნენ და არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა ერქვა ამ ერთად ყოფნას.
They were together and it didn't matter what this togetherness might be called.
64378.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
შინ დაბრუნებულს, გალეშილსა და გაპირუტყვებულ კუსასაც ყოველთვის გულწრფელად უხაროდა ზიარას დანახვა.
Seeing Popeye come home, drunk and bestial, gave Ziara genuine joy.
64379.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
„გამარჯობა ჩიტუნიაო“ კარებშივე შესძახებდა და ხელებგაშლილი წამოვიდოდა მისკენ.
"Hello, birdie", he would call at the gate and go up to her, his arms spread out.
64380.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
თითქოს ტახტის კიდეზე გაუბედავად ჩამომჯდარი, კალთაში ხელებჩაწყობილი და მისი მომლოდინე ქალი სხვა იყო.
As if the woman timidly sitting on the edge of the bed with her hands on her lap, waiting for him, was one woman.