მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64381.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსას პირველი უყვარდა, უხაროდა, რადგან სჭირდებოდა, როგორც კატა სჭირდებათ თაგვებმომრავლებულ ქოხში.
Popeye loved the first one, he was glad of her, because he needed her as a cat is needed in a house ridden with mice.
64382.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მეორე კი ეზიზღებოდა, რადგან ზედმეტი იყო, როგორც ცხენისთვის მეხუთე ფეხი.
He loathed the second one, because she was superfluous, like a fifth leg on a horse.
64383.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეს ზიარამაც მალე შეიგნო და შეეჩვია კიდეც.
Ziara soon understood and even accepted the difference.
64384.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსას ჩაძინებიდან კუსას გაღვიძებამდე უბედნიერეს ქალად თვლიდა თავს მთელს ქვეყანაზე.
From the moment Popeye went to sleep to the moment he woke up she considered herself the happiest woman in the whole world.
64385.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსას ქათქათა მკლავზე ედო თავი და მისი ნაღვინარი სუნთქვა და ოხშივარი სცემდა სახეში.
Her head lay on Popeye's bright white shoulder and his alcoholic breath and hot vapours blew into her face.
64386.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
„ნეტავ, სულ, სულ გამოუნელებლად მთვრალი იყოსო“ - ოცნებობდა ზიარა.
"I wish he were so drunk that he never got sober", Ziara dreamed.
64387.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მძინარე კუსას ისე შესცქეროდა, როგორც ბავშვი საწოლის თავთან დაწყობილ ახალ წაღებს.
She was looking at Popeye as a child looks at new boots at the head of its bed.
64388.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
დრო კი გადიოდა და ორივენი ეჩვეოდნენ ასე ცხოვრებას, ერთმანეთსაც.
As time passed, the two of them got used to living together like this.
64389.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ღამე ჭუკ-ჭუკ-ალერსში იცრიცებოდა.
At night they wore themselves out cuddling and caressing.
64390.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
დილით კი, ქოხის კედელზე მინარცხებული ზიარა, მართლაც დამსხვრეული დოქივით, ნაწილ-ნაწილ ჩამოდიოდა მიწაზე.
But in the morning Ziara, hurled against the wall of the hovel, just like a smashed pitcher, ended up in pieces on the ground.
64391.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ რაღაც ჯადოქრობის წყალობით მაშინვე მთელდებოდა, განაბზარიც არ ეტყობოდა.
Yet, by some magic, instantly became whole again, with not even a crack to show for it.
64392.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
საღსალამათი, ღიღინ-ღიღინით ქოხის დალაგებას იწყებდა.
Full of energy, singing as she worked, she began tidying up the hovel.
64393.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მხარზე ტომარაგადაკიდებული კუსა კი ოყაჯადოს სასახლისკენ მიაბიჯებდა.
Popeye, his sack slung over his shoulder, strode to Oqajado's palace.
64394.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მთელ ქალაქს მიაჟღრიალებდა, ამაყი, გამომწვევი და თვალშისაცემი, როგორც ფარის წინ მიმავალი ყოჩი.
He jingled for all the city to hear, proud, challenging and striking, like a ram leading its flock.
64395.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მართალია, ქალებს ვერ მოესწროთ ზიარას ამბის მოყოლა, მაგრამ ფარნაოზი მაშინვე მიხვდა, ვინც უნდა ყოფილიყო იგი და დიდი ხნის ნაცნობივით მოიკითხა.
Before the women had time to discuss Ziara's adventures, Parnaoz instantly realized who she must be and greeted her like an old friend.
64396.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ერთი ჰკითხე რა გვარის ქალიაო - უთხრა კუსამ და ზიარაზე თვალით ანიშნა.
"Just ask her what her family was called", Popeye told him, his eyes indicating Ziara.
64397.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ ზიარას შეკითხვისათვის არ დაუცდია და თქვა: გვარი მაქვს პრასისა, კამის სარტყელი მარტყიაო.
But Ziara didn't wait to be asked and said, "My family were farmers, but my belt is Kama's".
64398.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსამ გადაიხარხარა და დაუცაცხანა: ჩუმად, შე სასიკვდილე, მეფემ თუ გაგიგო, გაჩვენებს კამის სარტყელსაო.
Popeye burst out laughing and scolded her, "Shut up, you stupid idiot, if the king heard that, he'd show you Kama's belt!"
64399.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზიარას კი ბედნიერებისგან სახე შეეფაკლა. თითქოს გალამაზდა კიდეც, თავი ჩაღუნა და მოკლე ფეხები ჰაერში ააქანავა.
Ziara's face turned red with happiness, she even seemed pretty, bowing her head and waving her little legs in the air.
64400.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა თითქმის სულ არ გამოცვლილიყო, ასაკი არ ეტყობოდა, ოღონდ განუწყვეტელი სმისგან სახე შეშუპებოდა და კისერი უარესად დაწვრილებოდა.
Popeye had barely changed at all, he did not seem to have aged, but constant drinking had made his face puffy and his neck even scraggier.