მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64401.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
პირველად რომ შემოვიდა, ცივად მიესალმა ყველას.
When he first came in, he greeted everybody coldly.
64402.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზი კი ფიქრობდა, ნაწყენია ჩემზე და მართალიცაა, მე ხომ მაგის მოკვლა მინდოდაო.
Parnaoz thought he must bear a grudge, and rightly so, since Parnaoz had wanted to kill him.
64403.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ როგორც კი ღვინო შემოიტანეს, კუსაც გახალისდა, ალაპარაკდა, ყველანი სუფრასთან მიიპატიჟა.
But when wine was brought, Popeye cheered up, became talkative and invited everyone to dine.
64404.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ჩვენ თუ არ ვთქვით რამე, ეს ღვინო, დილამდეც რომ ვიჯდეთ, ხმას მაინც არ ამოიღებსო.
"If we don't speak, this wine won't say a thing, even if we sit here till morning".
64405.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზიარა თავჩაღუნული იჯდა კუსას გვერდით და რაც არ უნდა ეთქვა კუსას, ყველაფერზე იღიმებოდა, თითქოს ამაზედაც წინასწარ შეთანხმებულანო.
Ziara sat, her head bowed, next to Popeye, and whatever he said, she smiled, as if they had agreed to this in advance.
64406.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გეყოფა, ნუ სვამ ამდენს! - წუხდა პოპინა.
"Stop now, don't drink so much!" Popina said anxiously.
64407.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზი ნამგზავრია, სხვა დროს დალიეთ, ეგ ღვინო სად გაიქცევაო.
"Parnaoz has been travelling, drink some other time, the wine won't run away".
64408.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
არ დამღუპო! - ყვიროდა კუსა. - ძუძუ არ გამომგლიჯო პირიდანო.
"You'll be the death of me!" yelled Popeye, "Don't tear the breast out of my mouth".
64409.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სულ ასეა - უთხრა ქალუკამ ფარნაოზს.
"He hasn't changed", Kaluka said to Parnaoz.
64410.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზი კი იღიმებოდა, კუსას თვალებში შესცქეროდა და ბედნიერი იყო, თავის დროზე რომ არ მოკლა ეს წვრილკისერა და სახეშეშუპებული კაცი.
Smiling, Parnaoz looked Popeye in the eye: he was glad not to have killed this scraggy-necked, puffy-faced man.
64411.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მართლაც, რა შეიცვლებოდა, რა გამოსწორდებოდა, განა კუსა ერთი იყო?
What difference would it have made, what would it have put right, weren't there lots of Popeyes?
64412.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზს კი ცოდვა გაეზრდებოდა, უაზრო და უშედეგო.
Parnaoz would only have added one more senseless, futile sin to his sins.
64413.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ყველაფერი დროებითია, დროებითი. შენი წონა ფული მაქვს, ასე კი არაა საქმეო, - ამბობდა კუსა.
"It's all temporary, it's all temporary. I own your weight in money, but that's not the point", Popeye was saying.
64414.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზს უნდოდა ეთქვა: რა მოხდა მერე, ცოცხალ კაცს რა გაუჭირდება, აგერ მეც დავბრუნდი, მეც გვერდში ამოგიდგებიო, მაგრამ რცხვენოდა.
Parnaoz meant to say that what happened wouldn't cause trouble to anyone, that now he was back he would stand by him, but he was embarrassed.
64415.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეგონა, ასე რომ ეთქვა, ქალები იფიქრებდნენ, დათვრა და გული აუჩუყდაო.
He thought that if he said as much, the women would think he was drunk and gone soft in the head.
64416.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
„მერე ვეტყვი, მოესწრებაო“, - ფიქრობდა ფარნაოზი და სწორედ მაშინ ფეხზე რაღაც გაეგლისა და მაგიდის ქვემოდან ძაღლმა შემოჰყეფა.
"I'll tell him later, there'll be time", Parnaoz thought. Just then, something brushed against his leg and a dog barked under the table.
64417.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
არ შეშინებია, მაგრამ უნებურად მაინც უკან დაიხია სკამიანად და მაგიდის ქვეშ შეიხედა.
He wasn't frightened, but couldn't help moving back on his chair and looking under the table.
64418.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზიარა ოთხზე იდგა, უღიმოდა და უყეფდა.
Ziara was there on all fours, smiling and barking at him.
64419.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა მაგიდაზე მუშტებს აბრახუნებდა და ხარხარებდა.
Popeye banged his fist on the table and laughed out loud.
64420.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ქალუკა და პოპინაც იღიმებოდნენ და ფარნაოზი მიხვდა, ეს ჩვეულებრივი გართობა იყო ყველასთვის.
Kaluka and Popina smiled: Parnaoz realised that this was familiar entertainment.