მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64421.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გული დაწყდა, არ კი იცოდა რაზე.
He felt very sad, not knowing why.
64422.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კარგი, გეყოფა, შე სასიკვდილეო, - შესძახა მაგიდის ქვეშ აყეფებულ ზიარას ქალუკამ.
"All right, stop it, you stupid idiot", Kaluka called to Ziara, who was still barking under the table.
64423.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გაუშვი იყეფოს, იყეფოს! - ყვიროდა კუსა.
"Let her bark, let her bark!" shouted Popeye.
64424.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
შუბუ მოვიდაო, - თქვა პოპინამ.
"Shubu's come", said Popina.
64425.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზიარას ყეფამ და შუბუს ხსენებამ ფარნაოზს ბავშვობა გაახსენა.
Ziara's barking and the mention of Shubu reminded Parnaoz of his childhood.
64426.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსამ შემწვარ თევზს თავი წააწყვიტა და მთლიანად ჩაიდო პირში, მერე პური მოციცქნა და მარილს დააწო.
Popeye tore the head off a grilled fish and put the whole head in his mouth, then he picked off a piece of bread and dipped it in salt.
64427.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
შუბუ უკვე კარებში იდგა, ხელში ორკაპა ჯოხი ეჭირა, მკერდზე თეთრი, თოვლივით ქათქათა წვერი ეფინა.
Shubu was now in the doorway, holding a pronged stick, and his snow-white beard covered his chest.
64428.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზს არც გაუგია, როდის მივიდა შუბუსთან.
Parnaoz didn't know how he came to be next to Shubu.
64429.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ის ახლა ამ წვერის შეხებას გრძნობდა, წვერს სველი ფქვილის სუნი ასდიოდა და ფარნაოზი სიხარულისგან ტიროდა.
He could feel the beard, it smelled of wet flour, and Parnaoz was weeping with joy.
64430.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
„მაპატიე, შუბუ, მაპატიე, ამ ათ წელიწადში ერთხელაც არ გამხსენებიხარო“.
"Forgive me, Shubu, forgive me, I never remembered you all those ten years".
64431.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ლუღლუღებდა სპეტაკ სურნელსა და სითეთრეში პირჩარ-გული ფარნაოზი.
Parnaoz mumbled, his face pressed against this clean fragrance and whiteness.
64432.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
დარწმუნებული იყო, დღეიდან სულ ასე ერთად იქნებოდნენ, სულ ასე ეყვარებოდათ ერთმანეთი.
He was sure that from now on they would always be together, loving one another.
64433.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მთელი თვე ისე გავიდა, ფარნაოზი შინიდან არ გამოსულა.
A whole month passed without Parnaoz leaving the house.
64434.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
იწვა გაუნძრევლად მამისეულ ტახტზე, ჭერს მიშტერებოდა და იხსენებდა განვლილ ცხოვრებას.
He lay motionless on his father's bed, staring at the ceiling and recalling his life so far.
64435.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
პოპინას გული უსკდებოდა, ძლივს დაბრუნებულ ძმას მამის ტახტზე გაშოტილს რომ ხედავდა.
Popina was heartbroken to see her brother stretched out on their father's bed, when he had only just come back.
64436.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეგონა, უხეირო გაცოცხლებულაო, ისე ჰგავდა ფარნაოზი მამას.
She thought that Ukheiro had come back to life, so much did Parnaoz resemble his father.
64437.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
„ადექი, გეხვეწები, ნუ წევხარ ასეო“ - ეხვეწებოდა პოპინა.
"Get up, I beg you, don't just lie there", Popina pleaded.
64438.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ ფარნაოზი ისე იყო დაღლილი, ისე ენატრებოდა დასვენება, ოჯახის სუნი და სიმყუდროვე.
But Parnaoz was so tired and so much longed to rest, to enjoy the family's scents and cosiness.
64439.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
რაც არ უნდა დიდი ხათრი ჰქონოდა დისა, მაინც ესიკვდილებოდა წელის წამოწევა მამის სხეულის სუნითა და სითბოთი გაჟღენთილი ტახტიდან.
For all his respect for his sister, he would rather die than get up from a bed steeped in the smell and warmth of his father's body.
64440.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ის მამას გრძნობდა და ეს შეგრძნება სასიამოვნო და საიმედო ბურანში ხვევდა.
He could feel his father, and that wrapped him in a pleasant and safe haze.