მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64441.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
თითქოს იქ, შორეულსა და იდუმალ სამყაროში დაბრუნებულიყო, საიდანაც ოდესღაც მოვლენოდა ქვეყანას.
As if he had gone back to the distant and mysterious cosmos from which he had once upon a time come to earth.
64442.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მას შეეძლო მშვიდად ეცხოვრა ამ ბურანში, რადგან ვერავინ გამოათრევდა იქიდან უხეიროს უტყუარი შუბისა და გადმოკარკლული თვალების შიშით.
He could live peacefully in this haze, because nobody could use Ukheiro's infallible javelin and popping eyes to drag him out of it.
64443.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ამ ერთი თვის განმავლობაში ერთხელ წამოდგა მხოლოდ, როცა შავთვალება მალალოს ასაფლავებდნენ და პროცესიამ მათი სახლის წინ ჩაიარა.
During this month he got up only once, when black-eyed Malalo was being buried and the funeral procession passed their house.
64444.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ქალუკამ რომ დაიძახა, მოასვენებენო, ფარნაოზი კიდევ კარგა ხანს იწვა გაუნძრევლად.
When Kaluka called out, "They're burying her", Parnaoz stayed for some time lying motionless.
64445.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
უძნელდებოდა ამ სასიამოვნო, დილის ძილივით სასიამოვნო ბურანის დატოვება.
He found it hard to leave this haze, as pleasant as sleep in the morning.
64446.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
თავსაც იტყუებდა: ადრეა, რა მეჩქარება, სანამ ჩვენს სახლამდე მოვლენ, ათჯერ მოვასწრებ ადგომასო.
He kept deceiving himself, saying "It's still early, no need for me to hurry, in the time it takes them to get to our house I can get up ten times over".
64447.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მერე იმის მტკიცებას მოჰყვა, რაღა დროსია, მაინც დავაგვიანე, როდის თქვა ქალუკამ, მოასვენებენო.
After that reassurance, came "Look at the time! I was too late when Kaluka said that she was being buried''.
64448.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
და როცა მართლა შეეჩვია ამ აზრს, უცებ გიჟივით წამოვარდა ტახტიდან, ხომ შეიძლებოდა, ინოსთვის შორიდან მაინც მოეკრა თვალი.
But when he finally took it in, he leapt off the bed like a madman: he might just catch sight of Ino in the distance.
64449.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ შავთვალება მალალოს შვიდივე ქალიშვილს სახეზეც შავი ძაძები ჩამოეფარებინათ.
Black-eyed Malalo's seven daughters, however, all had their faces covered in black mourning clothes.
64450.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
შვიდივე ისე ჰგავდა ერთმანეთს, შავთვალება მალალო რომ გაცოცხლებულიყო, იმასაც გაუჭირდებოდა მათი გამოცნობა.
The seven were so alike that, had black-eyed Malalo had come back to life, even she would have found it hard to tell them apart.
64451.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ ამ შვიდ შაოსან ქალში ერთ-ერთი ნამდვილად ინო იყო და თუ ფარნაოზი ვერ ხედავდა მას, ინოს შეეძლო ფარნაოზის დანახვა.
But one of those seven women in black was Ino, and if Parnaoz couldn't see her, Ino could see him.
64452.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ესეც დიდი ბედნიერება იყო.
That in itself was great happiness.
64453.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ვინ იცის, საერთოდ, როდის გამოვიდოდა ფარნაოზი შინიდან, სიზმარი რომ არ ენახა.
Who knows when Parnaoz might have left the house, if he hadn't had a dream?
64454.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სიზმარმა დაღლილობაც გადაავიწყა და ტახტიდანაც წამოაგდო. ფარნაოზს დედ-მამა დაესიზმრა.
The dream made him forget his tiredness and got him off the bed. Parnaoz dreamed of his parents.
64455.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მართალია, დედა არასოდეს ენახა, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაეჭვებულა, არც სიზმარში და არც მერე.
He had never actually seen his mother, but he didn't doubt for a moment, in the dream or afterwards.
64456.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ის ახალგაზრდა და ლამაზი ქალი, უხეიროსთან ერთად რომ შემოვიდა მასთან, დედამისი იყო.
The beautiful young woman who came in to see him with Ukheiro was his mother.
64457.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ორივეს, დედასაც და ფარნაოზსაც ისე ეჭირათ თავი, თითქოს ყოველდღე ნახულობდნენ ერთმანეთს.
Both his mother and Parnaoz behaved as if they saw each other every day.
64458.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
არც ერთს არ გაჰკვირვებია, არც ერთს არ აღმოხდენია ოხვრა ამ მოულოდნელი შეხვედრისას.
They neither were surprised, and neither groaned during this sudden encounter.
64459.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
უხეიროს ლომის ტორივით ხელი ამ ლამაზი ქალის სუსტ მხარზე ჩამოედო და შესახედაობით შვილად უფრო შეეფერებოდა იგი, ვიდრე ცოლად.
Ukheiro had put a hand like a lion's paw on the shoulder of this beautiful woman who looked as if she ought to be his daughter, rather than wife.
64460.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
არც ეს იყო გასაკვირი. დედა ხომ გაცილებით ახალგაზრდა მომკვდარიყო და ამიტომაც იქაც სულ ახალგაზრდა იქნებოდა.
Not that this was surprising, either: his mother had been very young when she died and so would always be young in dreams, too.