მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64461.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
წუხელ სიზმარში ჩვენები მოსულიყვნენ და მსაყვედურობდნენ, რატომ არ მოხვალ, რატომ არ გვნახავო - უთხრა დილით ფარნაოზმა პოპინას.
"I dreamed last night that our parents came and reproached me for not coming to see them", Parnaoz told Popina in the morning.
64462.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ჩვენები?! - ჰკითხა, კი არ ჰკითხა, შეჰკივლა პოპინამ.
"Our parents?" Popina asked, or rather shrieked.
64463.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ხო, დედაც... - თქვა ფარნაოზმა. - უნდა წავიდე.
"Yes, mother, too…" he said. ''I've got to go''.
64464.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სად? - მთლად დაიბნა პოპინა. - სად უნდა წახვიდე?!
"Where?" Popina asked, utterly taken aback. ''Where do you have to go?''
64465.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სასაფლაოზე - უპასუხა ფარნაოზმა.
"To the cemetery", Parnaoz replied.
64466.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მადლობა ღმერთს! - შვებით ამოისუნთქა პოპინამ.
"Thanks be to God!" Popina breathed a sigh of relief.
64467.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სასაფლაოზე ისა და კუსა წავიდნენ.
He and Popeye went to the cemetery.
64468.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზს თავიდან მარტო უნდოდა წასვლა, აიჩემა, ჩემით უნდა მივაგნო, სად მარხიან ჩემი მშობლებიო.
Parnaoz had wanted to go alone, and insisted he had to find his parents' burial place by himself.
64469.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ასე რომ, წინასწარ უკვე გამზადებული პოპინა, იძულებული შეიქნა, გაეხადა საგარეო კაბა და შინ დარჩენილიყო.
So Popina, who had got herself ready well in advance, had to take off her street clothes and stay at home.
64470.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა ფარნაოზს კარებში შეეჩეხა.
Popeye bumped into Parnaoz at the door.
64471.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
როცა გაიგო, სადაც მიდიოდა ბიძამისი, მაშინვე განაცხადა, მეც სწორედ მაგიტომ გამოგიარე, ძლივს დავეთხოვე სამსახურიდანო.
As soon as he found out where his uncle was going, announced that he had managed to get a day off work solely to accompany him on his walk there.
64472.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა ნასვამი იყო და ფარნაოზს მოერიდა უარის თქმა.
Popeye had been drinking and Parnaoz was reluctant to say no to him.
64473.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გუნება კი გაუფუჭდა. ისე აღარ გამოდიოდა, როგორც ჩაეფიქრებინა.
But his mood was spoiled: things were no longer going as he had planned.
64474.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეს მთვრალი კაცი, რომლის დაბადებამაც განუსაზღვრელი სიხარული მოუტანა ოდესღაც, მერე კი სასიკვდილოდაც გაიმეტა, თითქოს იმიტომ არსებობდა, ყველაფერში ხელი შეეშალა ფარნაოზისთვის.
This drunkard, whose birth had once brought him unbounded joy and whom he later wanted to kill, seemed to exist only to ruin everything Parnaoz did.
64475.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ამ ათი წლის განშორებას არაფერი შეეცვალა, რადგან თვითონაც არ შეცვლილიყვნენ.
After ten years nothing had changed, for they themselves hadn't changed.
64476.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზი ძველებურად შემკრთალი და დაძაბული მიაბიჯებდა კუსას გვერდით.
Parnaoz still walked as timidly and nervously by Popeye's side.
64477.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ძალით მიჰყავდა იგი კუსას, რადგან ახლა მართლა აღარ უნდოდა სასაფლაოზე წასვლა.
He felt that Popeye was forcing him along, because he really did not want to go to the cemetery any more.
64478.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
დღევანდელი მათი მსვლელობა ჩვეულებრივი ვალის მოხდა იქნებოდა მიცვალებულების წინაშე და მეტი არაფერი.
Their visit today would be nothing more than the usual dutiful visit to the departed.
64479.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზი კი გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დღევანდელ დღეს.
But Parnaoz had ascribed far more importance to this day.
64480.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ჯერ ერთი, ის პირველად მიდიოდა მკვდარ მშობლებთან შესახვედრად, პირველად უნდა გამოლაპარაკებოდა მკვდრებს.
For one thing, this was the first time he was going to meet his parents and talk to the dead.