მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64481.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეს კი, თავისთავად, იმდენად უჩვეულო, იმდენად იდუმალი და წმინდა მოვლენა იყო მისთვის, არავის არ შეეძლო, არც უფლება ჰქონდა, გაეზიარებინა იგი.
This was such an extraordinary, mysterious and pure occasion for him that nobody could share it, or was entitled to share it.
64482.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მეორეც ერთი... მეორეც ერთი, ფარნაოზი საბოლოოდ დღეს უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში.
For another thing… this was the day that Parnaoz had finally returned to the motherland.
64483.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
დღეს უნდა დარწმუნებულიყო, მართლა რომ ჰქონდა სამშობლო, მართლა რომ არსებობდა მიწა, რომელშიაც მართლა მისი მშობლების ნეშტი განისვენებდა.
Today he would be sure that he had a motherland, that the land in which his parents' remains were at rest really existed.
64484.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
თავისთავად თითქოს კუსაც მართალი იყო, ან ვინ დაუშლიდა პაპა-ბებიის საფლავზე გასვლას.
Of course, Popeye had a point: nobody could stop him visiting his grandparents' grave.
64485.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ რაღა მაინცდამაინც დღეს უნდა გასჩენოდა მასაც ამგვარი სურვილი, თუ შეგნებულად, ფარნაოზის ჯიბრით არ იქცეოდა ასე.
But why did he feel such a desire today of all days? Was he doing this deliberately, to spite Parnaoz?
64486.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ასე ფიქრობდა ფარნაოზი, ამისი ეშინოდა სწორედ, კი არ ეშინოდა, რცხვენოდა, ამგვარი ფიქრით დაკნინებული რომ მიდიოდად მშობლებთან მემკვიდრეობის მისაღებად.
This is what Parnaoz thought and feared; he was ashamed in fact to be demeaned by such thoughts as he went to receive his inheritance from his parents.
64487.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ხოლო კუსას ტომრის ჟღრიალმა ისევ გაახსენა უჩინარი და მარადიული ბორკილები, დედის მუცლიდან გამოყოლილი.
The jingling of Popeye's sack reminded him of the invisible and eternal shackles he had worn since he left his mother's womb.
64488.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მკვდრებს მისი იმედი ჰქონდათ, მას უტოვებდნენ, მას აბარებდნენ იმ პატარა მიწას, რომელიც საკუთარი ძვლებით ამოევსოთ და საკუთარი სისხლით გაესპეტაკებინათ.
The dead relied on him, they left in his trust a tiny plot of ground filled with their bones and purified by their blood.
64489.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მათ პატრონი სჭირდებოდათ და მართლებიც იყვნენ, შვილი რომ აერჩიათ, შვილი რომ გამოეხმოთ პატრონობის სათხოვნელად.
They needed someone to look after them and they were right to choose to summon their son to show this care.
64490.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ იმაზე კი აღარ ეფიქრათ, ვარგოდა თუ არა მათი შვილი საამისოდ.
But they hadn't even considered whether their son was fit to do so.
64491.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სიკვდილს ბევრი რამე დაევიწყებინა მათთვის, ბევრი რამე გაემარტივებინა და უფრო მომთხოვნიც გაეხადა ისინი.
Death had made them forget many things, had made them see things more simply, and made them more demanding.
64492.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
რადგან იქ, მარადიულ ნესტსა და სიბნელეში არავითარი სიძნელე, არავითარი დაბრკოლება და არავითარი ტკივილი აღარ არსებობდა, რადგან აღარაფერი ხდებოდა.
For in that eternal dampness and darkness there were no difficulties, obstacles or pain, since nothing ever happened there.
64493.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
იქ არც ამ ტომრის ჟღრიალი ისმოდა, ან თუ ისმოდა, ესეც სამუდამოდ დაკარგული ქვეყნის ხმა იყო, ცოცხლების ხმა, სევდისა და სინანულის და, მხოლოდ და მხოლოდ, საუკეთესო მოგონებათა აღმძვრელი.
There was no jingling of the sack, and no voice of a world forever lost, the voice of the living, evoking nothing but sadness, regret and memories of better things.
64494.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზაფხული სასაფლაოზე უფრო თვალშისაცემი იყო.
Summer was more noticeable in the cemetery.
64495.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სიცხეს კვიპაროსები გაერუჯა. შეეტრუსა და ალისფერი ლაქებით დაესახიჩრებინა მათი მარადიული სიმწვანე.
The heat had burned the cypresses, singeing and spoiling their evergreen foliage with scarlet spots.
64496.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ბალახი ისე გამოფიტულიყო, ფეხის ხმაზე იმსხვრეოდა და მტვრის პატარა ქულებს აჩენდა.
The grass was so withered that it broke at the sound of footsteps and released tiny puffs of pollen.
64497.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მწერი და ქვეწარმავალი მომრავლებულიყო, ბუჩქებში განუწყვეტელი შრიალი და ფაჩუნი იდგა.
There was a multitude of insects and reptiles, and a constant rustling and stirring in the bushes.
64498.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ფარნაოზს თურმე ინოს საფლავი თავისი მშობლების აკლდამის გვერდით გაეთხარა, თითქმის მეზობლად.
But the most amazing thing was that Parnaoz had dug Ino's grave almost right next to his parent's mausoleum: they were virtually neighbours.
64499.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეს კი მართლა უნებურად, შემთხვევით გამოსულიყო ასე. ამაშიც ბედისწერის ხელი ერია.
This had been wholly accidental, and you could see the hand of fate in it.
64500.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
როცა ინოს საფლავს ჩაუარეს, ფარნაოზი დაიხარა და საფლავზე დაგდებული ხმელი ტოტი აიღო.
When they passed Ino's grave, Parnaoz bent down and picked up a dead branch from it.