მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64501.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსამ გაიცინა და უთხრა: ჯერ მშობლებს მიხედეო.
Popeye laughed and told him, "See to your parents' grave first".
64502.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსამ ესეც იცოდა, ინოს საფლავისთვისაც მიეგნო.
Popeye knew that he had come across Ino's grave.
64503.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ ფარნაოზი არც კი დაინტერესებულა, საიდან უნდა სცოდნოდა კუსას ამ საფლავის ადგილსამყოფელი.
But Parnaoz was not interested in how Popeye had come to know where it was.
64504.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მისთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო.
He no longer cared.
64505.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა პატარა აკლდამასთან იდგა.
Popeye was standing by a small mausoleum.
64506.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზი მიხვდა, იქ დაედოთ მის მშობლებს სამუდამო განსასვენებელი, რომლის გზაც ისევ და ისევ კუსამ მოასწავლა.
Parnaoz realised that this was his parents' eternal resting place, which Popeye had guided.
64507.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მეგზურობა გაუწია, მეგზურობა კი არა, მასპინძლობა, თითქოს უცხოელ სტუმარს თავის კარმიდამოს ათვალიერებინებდა.
He accompanied him, or rather treated him to, as if he were showing a foreign visitor his estate.
64508.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა მართლაც მასპინძელივით იდგა აკლდამის კართან და ღიმილით ეპატიჟებოდა ფარნაოზს.
Popeye stood like a host by the mausoleum, giving Parnaoz a smile of invitation.
64509.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მუმლი აკლდამაშიც ტრიალებდა, მაგრამ აქ უფრო გრილოდა.
Midges swarmed in the mausoleum as well as outside, but it was cooler there.
64510.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კარგი კაცი იყო პაპაჩემი - თქვა კუსამ და ხვლიკისფერ ლოდზე ჩამოჯდა.
"My grandfather was a good man", said Popeye, sitting down on a lizard-coloured gravestone.
64511.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ასეთი ლოდი აკლდამაში ორი იდო, ერთმანეთის გვერდით.
There were two such gravestones next to each other in the mausoleum.
64512.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ერთს ფარნაოზის დედა ერქვა, მეორეს კი - მამა.
One bore Parnaoz's mother's name, the other — his father's.
64513.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზს გააჟრჟოლა, შეცივნებულივით. ეგ იყო და ეგ, მეტი არაფერი უგრძვნია.
Parnaoz shuddered, as if he had caught a chill: that was all he felt.
64514.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსას სანდალი გაეხადა და ლოდზე ბერტყავდა.
Popeye took off a sandal and shook it against the gravestone.
64515.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კარგი კაცი იყო პაპაჩემი - ისევ გაიმეორა კუსამ, მერე სანდალი ფეხზე ამოიცვა.
"My grandfather was a good man", he repeated, putting his sandal back on.
64516.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გააგრძელა: ერთხელ ქამრით მცემაო. რომ გცემა, იმიტომ იყო კარგი კაცი? - ჰკითხა ფარნაოზმა.
Then he continued, "He hit me with his belt once''. ''Is that why he was a good man?" asked Parnaoz.
64517.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
დიდი, მოშავო-მოყავისფრო კალია ისეთი გამეტებით დაენარცხა საფლავის ლოდს, თითქოს ვიღაცამ ისროლაო.
A large black and brown grasshopper crashed against the gravestone so hard that it sounded as if a stone had been thrown by someone.
64518.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კალიამ ხმელი და გრძელი ფეხები ქვის ხორკლიან ზედაპირზე მოაფხაკუნა და გაიმართა.
The grasshopper's long dry legs scrabbled on the stone's rough surface and it got a hold.
64519.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კარგა ხანს იჯდა ასე და თავს ატრიალებდა.
It sat there for some time, turning its head.
64520.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
არა, მარტო მაგიტომ არა. საერთოდ იყო კარგი კაცი - თქვა კუსამ.
''No, that's not the only reason. He was just a good man", said Popeye.