მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64521.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზმა გაიფიქრა, ამ ლოდზე რომ შევდგე, ზღვას დავინახავო.
Parnaoz thought he might see the sea if he stood on the gravestone.
64522.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსამ გაიცინა. ფარნაოზს არ გაჰკვირვებია და მაინც ჰკითხა: რა გაცინებსო.
Popeye laughed. Unsurprised, Parnaoz asked, "Why are you laughing?"
64523.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მძინარეს საბანი გადამხადა და ქამრით დალილავებულ ადგილებზე მკოცნიდა.
"When I was asleep he took the blanket off me and kissed all the bruises his belt had left".
64524.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გამიკვირდა, რამ გადარია-მეთქი, მაგრამ მაინც გავისუსე, თავი მოვიმკვდარუნე.
"I was amazed and wondered if he'd gone mad, but I kept mum, I played dead".
64525.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
იმის მერე სულ თვალებში შემციცინებდა.
"After that he always stared me in the eye".
64526.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მეც თავი ისე მეჭირა, ვითომ ძალიან ნაწყენი ვიყავი.
I pretended that I was very hurt.
64527.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
არადა, სრულებით არ მწყენია, არცა მტკენია - კუსამ ისევ გაიცინა, ყალბად, ზერელედ.
"In fact, I wasn't bothered at all, it didn't even hurt", Popeye laughed again, a false, superficial laugh.
64528.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გააგრძელა: მამამ თუ არ გცემა, აბა რიღას მამააო.
He went on: "What sort of father wouldn't beat his son?"
64529.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა უსინდისოდ ტყუოდა.
Popeye was telling a brazen lie.
64530.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სხვამ თუ არა, ფარნაოზმა ხომ იცოდა, უხეირო, როგორც არ უნდა ყვარებოდა კუსა, როგორც არ უნდა შეეწუხებინა შვილიშვილის გალახვას, მაინც ვერ ადგებოდა და ვერ დახედავდა მძინარეს.
In any case, Parnaoz knew that Ukheiro, however much he loved Popeye, though he might be annoyed enough to want to thrash Popeye, was unable to get up and take a look at the sleeping boy.
64531.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მეორეც ერთი, თავის მამადაც გამოიყვანა იგი.
Moreover, Popeye had called him his "father".
64532.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა ან სიმთვრალეში ურევდა რაღაცას, ანდა ფარნაოზს იგდებდა მასხრად.
Either Popeye was mixed up because he was drunk, or he was making fun of Parnaoz.
64533.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
თითქოს ფარნაოზი მართლა უცხო იყო და ისე, გასართობად, ზრდილობისათვის უყვებოდა თავისიანების ამბავს.
As if Parnaoz were a stranger and he, to pass the time, to be polite, was telling him about the family.
64534.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
შეიძლება, ბრალსაც სდებდა, შეფარულად აყვედრიდა მშობლისადმი გულგრილობასა და უპატივცემულობას.
Perhaps he was accusing him, subtly rebuking him for being indifferent and disrespectful to his father.
64535.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
რაკი ათი წლით მიეტოვებინა იგი, სწორედ იმ დროს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა პატრონი და ხელის შემწყობი.
Because he had abandoned him for ten years, at a time when he most needed someone to care for him and help him.
64536.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ასე იყო თუ ისე, ფარნაოზს ისღა დარჩენოდა, მართლა უცხოსავით მდგარიყო ამ აკლდამაში და მორჩილად ესმინა დისშვილის ლაყბობისთვის.
In any case, Parnaoz found himself standing by the mausoleum like a stranger and meekly listening to his nephew's blathering.
64537.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
აქაც მასზე მეტი უფლება ჰქონდა, თავისუფლად იქცეოდა და ისე უდარდელად და თამამად იჯდა საფლავის ლოდზე, როგორც მეფე ტახტზე.
He had more rights here than he did. He disported himself and sat casually and boldly on the tomb-stone, like a king on his throne.
64538.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მას კი მშობლების გამორჩევაც არ შეეძლო, არ იცოდა, რომელს რომელი ლოდი ედო გულზე.
And he could not tell his parents apart, not knowing who lay under which stone.
64539.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზი აკლდამიდან გამოვიდა, გარემო ეუცხოვა და უნებურად ცას ახედა.
Parnaoz left the mausoleum and found the area to be unfamiliar; he automatically looked up at the heavens.
64540.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ცაზე ელვამ გადაირბინა, ელვას ქუხილი მოჰყვა და ნაცრისფერი ჩრდილი გადაეფარა ყველაფერს.
Lightning flashed across the sky, followed by thunder: grey shadows covered everything.