მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64561.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მსხვერპლს უნდა გაეკეთებინა ჯალათის საქმე, ეს კი მართლაც წარმოუდგენელი უსამართლობა იქნებოდა.
The victim would have had to do the executioner's job, and that would be an unimaginable injustice.
64562.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ბევრი რამე, რაც წინასწარ, უკვე დიდი ხნის წინათ აეწონათ, გადაეზომათ და დაედგინათ, ძირფესვიანად უნდა შეცვლილიყო.
Much that they had considered, measured and established a long time ago had now to be radically altered.
64563.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
შეცვლას კი დრო დასჭირდებოდა, დროცა და ჯანიც, რაც ერთხელ უკვე გაეღო ამ საქმისთვის ბუნებასა თუ ბედისწერას და ხელმეორედ აღარ გაიღებდა.
This alteration required time, time and energy, which nature or fate had already devoted to this task and would not devote again.
64564.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ან სად უნდა ეშოვნა და გინდაც ეშოვნა, რომელი სულელი და უსაქმური გაირჯებოდა ორჯერ ერთსა და იმავე საქმეზე.
How could they find the time or the energy and, if they did, who would be so foolish and frivolous as to exert themselves twice for the same task?
64565.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
რატომ აქცევდა ჯალათს მსხვერპლად და მსხვერპლს ჯალათად, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, მსხვერპლს რომ ასე ერჩია.
Why would it make the executioner the victim and the victim the executioner, just because the victim preferred it that way?
64566.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეს მსხვერპლს თვითონვე უნდა ეზრუნა, რამის შეცვლას თუ აპირებდა.
It was up to the victim to see to any changes.
64567.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მსხვერპლი კი საამისოდ არ იყო მზად. უფრო სწორედ, საამისოდ არ ვარგოდა.
The victim was not ready for that, or not up to the job.
64568.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეს მსხვერპლმაც იცოდა, ხოლო ამის ცოდნა უარესად აკნინებდა, აბეჩავებდა.
The victim knew it but knowing it diminished and depressed him further.
64569.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
თუ მისი ჯალათი, მხარზე ტომარაგადაკიდული, თამამად დააბიჯებდა ქალაქში, ესეც მისი დამსახურება გახლდათ.
If his executioner, with the sack over his shoulder, boldly marched to the city, that was his doing.
64570.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მისი სილაჩრის, მისი გაუბედაობისა და მოუხერხებლობის შედეგი.
The result of his cowardice, timidity and incompetence.
64571.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
საკმარისია, ცოტა უფრო ძლიერი და ცოტა უფრო გამბედავი ყოფილიყო მსხვერპლი, ეს ჟღრიალი არასოდეს გაისმებოდა ვანის ქუჩებში.
If the victim had only been a bit stronger and bolder, that jingling would never have been heard in the streets of Vani.
64572.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
საკმარისია, ერთი წამით მორეოდა გულჩვილობას, ერთი წუთით ფეხებზე დაეკიდა, რას იტყოდა ქალაქი, ერთი წუთით დაევიწყებინა სინდისი.
He had only to overcome his softheartedness for a minute, to stop caring for a minute what the city would say, to forget his conscience for a minute.
64573.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ ეს რომ შეძლებოდა, მაშინ აღარც მსხვერპლი იქნებოდა.
But if he had been capable of doing that, he wouldn't have been a victim.
64574.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა კი ნამდვილად ჯალათი იყო, გაჩენისთანავე, მაშინაც კი, როცა ფარნაოზს ხელში ეჭირა და გული შიშით უსკდებოდა, არ დავარდნოდა, რამე არ ეტკინა მისთვის.
Popeye, on the other hand, was a genuine executioner, from birth, even when Parnaoz held him in his arms, dying of fear in case he dropped or hurt him.
64575.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსა ყოველთვის მასზე ძლიერი იყო და თუ კუსამ ჯერჯერობით ეს არ იცოდა, არც ამით იცვლებოდა რამე.
Popeye was always stronger than him and it made no difference if Popeye didn't yet realise this.
64576.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ადრე თუ გვიან, ისიც აუცილებლად გაიგებდა, გაიგებდა და მაშინვე ამოქმედდებოდა, დრო აღარ დაეკარგა, დაკარგული დრო რომ ამოექაჩა.
Sooner or later, he certainly would realise it, and then go into action, waste no more time, in fact, make up for lost time.
64577.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ბევრი აღარ ელოლიავა მსხვერპლისთვის, რომელიც მაინც მისი წერა იყო, მაინც ვერსად გაექცეოდა.
Not fuss about with a predestined victim who could never get away.
64578.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
გახსოვს, ჩემი მოკვლა რომ გინდოდა? - ჰკითხა კუსამ.
"Do you remember wanting to kill me?" Popeye asked him.
64579.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
აღარც ფარნაოზს უუარია, თითქოს ელოდებოდა კიდეც ამგვარ შეკითხვას და მაშინვე უპასუხა: მინდოდა, მაგრამ ვერ მოგკალიო.
Parnaoz did not deny it, as if he was waiting for such a question: he replied, "I did, but I couldn't kill you".
64580.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
შეგეშინდა და იმიტომო, - არც კუსამ დაუგვიანა პასუხი. ხო - აღარ გაუძალიანდა ფარნაოზი.
"Because you were too afraid", Popeye immediately responded. "Yes", Parnaoz assented.