მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64581.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
აი, მე კი არ შემეშინდებოდა... - გამომწვევად გააგრძელა კუსამ და ტომარას ისე წაჰკრა ფეხი, თითქოს მის ფეხებთან ჩაცუცქულ ძაღლს იშორებსო.
"Well, I wouldn't have been afraid", Popeye went on, challenging him, and kicking his sack as if he was scaring off a dog crouching at his feet.
64582.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ტომარამ მართლაც გალახული ძაღლივით დაიწკავწკავა.
The sack yelped, just like a whipped dog.
64583.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
რა გინდა ჩემგან? - ჰკითხა ფარნაოზმა.
"What do you want from me?" asked Parnaoz.
64584.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსამ არ უპასუხა და აკლდამაში წვიმის ხმა გაისმა.
Popeye said nothing; he listened to the sound of the rain in the mausoleum.
64585.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
კუსამ თითქოს დაფიქრების საშუალება მისცა, თუ გესმის, რას მეკითხებიო და ფარნაოზმაც იგრძნო ეს, მაგრამ უკვე გვიან იყო.
Popeye seemed to be giving Parnaoz time to think whether he understood what he was asking. Parnaoz did understand, but it was now too late.
64586.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეს შეკითხვა კუსას სიძლიერისა და უპირატესობის აღიარებას ნიშნავდა.
Asking that question meant admitting Popeye was strong and superior.
64587.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეს შეკითხვა, ეტყობა, წლების განმავლობაში მზადდებოდა.
That question had arisen over the years.
64588.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
რათა დღეს, სწორედ დღეს, მშობლების აკლდამაში, ფარნაოზისთვის ყველაზე სუსტ ადგილას ამოეხეთქა.
In order to erupt today, at his parents' mausoleum, in Parnaoz's most vulnerable place.
64589.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ამოხეთქა კიდეც, შლამსა და ქანებში ტანჯვითა და წვალებით გამოვლილმა, უეცარი სინათლითა და თავისუფლებით დაბრმავებულმა, სინათლესა და თავისუფლებას შეუჩვეველმა.
It erupted through ooze and rock with torment and suffering, dazzling with its sudden light and freedom, unaccustomed to that light and freedom.
64590.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
დუმილი დიდხანს გაგრძელდა და ამან უარესად ააფორიაქა ფარნაოზი.
The silence went on for a long time and distressed Parnaoz all the more.
64591.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ერჩივნა, აქვე, თავისი დედ-მამის საფლავზე გამოეჭრა მისთვის ყელი კუსას, ვიდრე ასე თავჩაქინდრული მჯდარიყო, შეურაცხყოფილი კაცივით.
He would rather have Popeye slash his throat here on his mother's and father's graves than sit here, his head drooping like a man humiliated.
64592.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ერთი წამით ისიც იფიქრა, იქნებ კიდევ შემეშალა და კიდევ უმიზეზოდ ვატკინე გული კუსასო.
He thought for a moment that he was mistaken and that he had once again hurt Popeye's feelings for no good reason.
64593.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ კარგად არც კი ჰქონდა თავისი გულუბრყვილო ფიქრი დამთავრებული, კუსამ შემარიგებლად რომ შეჰღიმილა.
But before he had properly formulated this naive thought Popeye gave him a conciliatory smile.
64594.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ისეთი რამე უთხრა, ფარნაოზს მართლა ერჩივნა, სამუდამოდ დარჩენილიყო ამ აკლდამაში.
He said something that made Parnaoz want to stay in the mausoleum forever.
64595.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
აქედან, თუ გინდა, ინოსთან წავიდეთო - უთხრა კუსამ.
"We can go and see Ino after we leave here", Popeye said.
64596.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ტყუი! - იყვირა ფარნაოზმა და ხელი გამეტებით მოუქნია.
"Liar!" Parnaoz yelled and swung his arm hard at him.
64597.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ძნელი სათქმელია, კუსამ დაინახა მისი ხელი და დროულად აიცდინა, თუ უბრალოდ ყურადღებაც არ მიუქცევია მისთვის.
It is hard to say whether Popeye saw his arm and dodged it in time, or whether he had ignored him.
64598.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სწორედ იმ დროს დაიხარა ტომრის ასაღებად, როცა ფარნაოზმა გარტყმა დაუპირა.
He happened to bend down to pick up his sack just when Parnaoz meant to strike him.
64599.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ხე, ხე, გათქმევინე თუ არა?! - გაიცინა კუსამ.
"Ha, ha, I've roused you, haven't I?" Popeye laughed.
64600.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ზლაზვნით წამოდგა, ტომარა ზურგზე მოიგდო, აკლდამიდან გავიდა და ჟღრიალ-ჟღრიალით დაუყვა ატალახებულ ბილიკს.
He lazily stood up, slung the sack over his back, left the mausoleum. Jingling as he went, he set off down the muddy path.