მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64601.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ტომარა უცებ დასველდა და გაშავდა.
The sack had quickly got wet and dark.
64602.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ამაოდ იტყუებდა ფარნაოზი ამდენ ხანს თავს, არსებობდა ერთადერთი ინო, რომელსაც მთელი ქალაქი იცნობდა.
Parnaoz had been deceiving himself all this time: there was just one Ino, known to the whole city.
64603.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ხოლო კიკინებაპრეხილ გოგოზე ფიქრი და ვითომ მისი საფლავის მოვლა-პატრონობა ბავშვური სისულელე იყო და მეტი არაფერი.
Thinking about a girl whose curls stuck out, and looking after her grave was mere childish stupidity.
64604.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ინო ცოცხალი იყო და სანამ ცოცხალი იქნებოდა, ვერც ერთი საფლავი ვერ დაიტევდა, ვერ გაიჩერებდა.
Ino was alive: while she lived, no grave could hold or stop her.
64605.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეს ისეთივე სიმართლე იყო, როგორც მისი მშობლების სიკვდილი, რომლებიც ახლა ამ ლოდების ქვეშ იწვნენ.
This was as sure as the death of his parents now lying under those stones.
64606.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
რა მნიშვნელობა ჰქონდა, რომელი ლოდი რომელს ედო გულზე, როცა ორივე ტოლი იყო, ორივე ერთნაირად ნაცრისფერი და ხორკლიანი.
It didn't matter which stone lay over whose heart: the stones were equally aged, grey and rough to the touch.
64607.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
თვალთმაქცობას აზრი აღარ ჰქონდა, სიმართლისთვის თვალებში უნდა შეეხედა და იმდენი ვაჟკაცობა ჰქონოდა, გულში მაინც ეღიარებინა.
It was no good pretending, he had to face the truth and have the courage to admit, at least to himself.
64608.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ქვეყნის კი არა, ერთი გაჩხინკული გოგოს გადარჩენაც არ შემძლებიაო.
"I've failed to save just one skinny girl, let alone the world".
64609.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სიმართლე ჯიუტი იყო, არაფერს დაგითმობდა, არც შეგიცოდებდა, არც შენი გულისთვის მოირთვებოდა ზიზილ-პიპილოებით და არც იმას დაგიდევდა, მოგწონდა თუ არა.
The truth was hard, it conceded nothing, it had no pity, it wouldn't tart itself up for you, it didn't care if you liked it or not.
64610.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
შენი საქმე იყო, მიიღებდი თუ არა, შეეგუებოდი თუ აუჯანყდებოდი.
It was up to you to accept it or not, to reconcile yourself with it or rebel against it.
64611.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
არშემჩნევის, უგულველყოფის ნებას კი არ მოგცემდა, არ მოგცემდა იმიტომ, რომ არსებობდა და რაკი არსებობდა, ადგილსაც იკავებდა, ხოლო რადგან ადგილს იკავებდა, ჩანდა კიდეც.
But it wouldn't be ignored or spurned, for it existed and had its place, and a visible one, too.
64612.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ჩანდა, როგორ არ ჩანდა. ჩანდა და ეგრე!
Of course it was visible: what else?
64613.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზს თვალები სტკიოდა და თავი უბრუოდა.
Parnaoz's eyes hurt, and his head felt light.
64614.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ბუნებასავით შიშველი, ქარივით თამამი, წვიმასავით მოურიდებელი, ზღვასავით ჟინიანი და დამღუპველად ლამაზი იყო სიმართლის ღვთაება.
The goddess of truth was as naked as nature, bold as the wind, penetrating as the rain, determined as the sea and lethally beautiful.
64615.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზსაც მუხლი უნდა მოეყარა მის წინაშე.
Parnaoz had to fall on his knees before her.
64616.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მისი ფეხის მტვერი ეკოცნა, მიწისთვის თავი ეხეთქა და მისი სადიდებელი ეგალობა.
He had to kiss the dust on her feet, hit his head against the earth and sing hymns magnifying her.
64617.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაგრამ სიყვარულს სად დამალვოდა?
But where could he hide from love?
64618.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ყველასაგან განწირული, მასაც როგორ გაეწირა?
Forsaken by everyone, how could he forsake her?
64619.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
როგორ გამოეძევებინა სულიდან, როცა იქღა ჰქონდა ერთადერთი თავშესაფარი, ნათრევსა და შეგინებულს?
How could he drive her out of his soul when she, dragged in the mud and cursed, had no other refuge?
64620.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზი აკლდამიდან გამოვარდა და ბილიკზე სირბილით დაეშვა.
Parnaoz rushed out of the mausoleum and set off down the path at a run.