მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64641.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ამოტრიალებულ ბელტებს ბალახის ბუსუსა ფესვებზე ბოლქვა-ბოლქვა ეკიდა მშრალი, ფხვიერი მიწა.
The clods of soil he turned had dry, friable earth attached in clumps to the downy grass roots.
64642.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზი კი თავაუღებლად თხრიდა და თანდათან თვითონაც ჩადიოდა მიწაში.
Parnaoz dug without lifting his head, getting into the trench from time to time.
64643.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ჯერ მუხლამდე, მერე წელამდე და მალე უკვე მხრებამდე იდგა იგი ხელმეორედ (სინამდვილეში კი უკვე მესამედ) გათხრილ საფლავში.
For the second (in fact, the third) time, he stood first up to knees, then to his waist and soon up to his shoulders in an open grave.
64644.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
საცაა უნდა გამოჩენილიყო ინოს თავი, ან ბარის პირი მაინც უნდა წამოსდებოდა ქვას.
Either Ino's head would appear or the spade's edge would strike stone.
64645.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მხრები სტკიოდა, ხელისგულები უბჟუოდა, მაგრამ მაინც არ შეუსვენია.
His shoulders ached, his palms throbbed, but he wouldn't rest.
64646.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
როგორც ახსოვდა, ასე ღრმა არ უნდა ყოფილიყო საფლავი. თანაც მაშინ, როცა პირველად გათხარა იგი, თვითონაც უფრო დაბალი იყო.
He recalled that he couldn't have dug such a deep grave: when he buried it, he himself wasn't tall enough.
64647.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მაშინაც მხრებამდე წვდებოდა საფლავი და ახსოვს, როცა ამოძვრა, ჯერ იდაყვებით დაეყრდნო საფლავის კიდეებს.
Then the grave was shoulder-deep and he recalled that, when he got out, he had his elbows on the edge of the grave.
64648.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ინოს თავი კი არ ჩანდა.
But Ino's head wasn't there.
64649.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზი გაშმაგებული თხრიდა, თუმცა ბარს თავისუფლად ვეღარ ხმარობდა, წარამარა უხვდებოდა მიწის კედელზე და მყესებს აწყვეტდა.
Parnaoz dug frantically, although there wasn't enough room to wield a spade, he kept hitting the sides of the grave and tearing his tendons.
64650.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
პირღია ორმოს გარშემო დაზვინული მიწა უკანვე ცვიოდა, თავზე ეყრებოდა, გაოფლილ ბეჭებზე ეწებებოდა.
The pile of earth around the open hole kept falling in, raining down on his head, sticking to his sweaty shoulder-blades.
64651.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მიწისა და გახრწნილი ფესვების სუნი გულს ურევდა.
The smell of earth and rotten roots made him feel sick.
64652.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
საფლავი გაექურდათ. ფარნაოზი უკვე დარწმუნებულიყო ამაში, ეჭვი კი ადრეც ჰქონდა, ვიდრე თხრას დაიწყებდა.
The grave had been robbed. Parnaoz was now sure of this, he'd suspected it before he began digging.
64653.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სინამდვილეში ამიტომაც დაიწყო თხრა, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ... რომ ინოს თავი დაეღწია მისი ტყვეობიდან.
In fact, he began digging to convince himself for once and for all that Ino's head had escaped captivity.
64654.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ვინ იცის, რა საფასურით, მესაფლავე მოესყიდა და გაპარულიყო.
Who knows what it had cost her to bribe a gravedigger and escape.
64655.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
„კი მაგრამ, რაში დასჭირდა კუსას ამ საფლავის გაქურდვაო“ - გვიან გაუკვირდა ფარნაოზს.
"Yes, but why would Popeye want to rob this grave?" Parnaoz wondered later.
64656.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეს კი მართლაც ძნელი ასახსნელი იყო.
It was very hard to explain.
64657.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
„ალბათ, გაყიდაო“, - ფიქრობდა იგი, რადგან სხვა ვერაფერი მოეფიქრებინა.
"I suppose he sold it", he thought, unable to think of anything else.
64658.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
თუმცა თვითონვე გრძნობდა, განგებ ფიქრობდა ასე, განგებ აიოლებდა გამოცანას, რომლის ამოხსნაც არ შეეძლო და აღარც უნდოდა, ისე მორეოდა დაღლილობა.
Although he was aware that he was deliberately thinking this, to get round a riddle that in his tired state he couldn't and no longer wanted to solve.
64659.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ცუგას თავის გაყიდვაც ხომ კუსამ ურჩია, კი არ ურჩია, მიახვედრა, შესაძლებელი რომ იყო ცუგას თავის გაყიდვა.
Popeye had also urged, in fact persuaded him that Tsuga's head could be sold.
64660.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ფარნაოზმა ბარი ამოაგდო ორმოდან, თვითონ კი ფსკერზე ჩაჯდა და დაბუჟული მკლავით სახე მოიხოცა.
Parnaoz flung the spade out of the grave and sat down on the bottom, wiping his face with his throbbing arm.