მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64681.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
სხვა სახით, მარადიული ტრიალისგან შეცვლილი, გადასხვაფერებული მოვლენოდა ქვეყანას მირიადი წლების შემდეგ, როცა ისევ მოვიდოდა მისი რიგი.
In a new form, changed by the eternal transformation, coming back to earth after a myriad of years, transfigured when their turn came.
64682.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ამ მირიადი წლების შემდეგაც მისი მოვალეობა მაინც იგივე იქნებოდა.
But after a myriad of years their duty would be the same.
64683.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
უნდა ეცოცხლა და მომკვდარიყო, უნდა მომკვდარიყო და ეცოცხლა და ასე დაუსრულებლივ.
They had to live and die, to die and live, and so on without end.
64684.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
რაც არ უნდა პატარა და უმნიშვნელო ყოფილიყო იგი, მისი უკვალოდ გაქრობა, მისი ამოვარდნა სიკვდილ-სიცოცხლის ამ ჯადოსნური წრიდან მაინც დაეტყობოდა ქვეყანას, მაინც შეფერხდებოდა რაღაცა.
However small and insignificant their being or disappearance, if they left the magic cycle of life and death, they would hinder something.
64685.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ეს შეფერხება, თუნდაც წამიერი, სრულყოფილების იერს დაუკარგავდა სააქაოსაც და საიქიოსაც.
This hindrance, even momentary, would destroy the perfection of this world and the next.
64686.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
ამიტომ, მწერსაც კი არ ჰქონდა უკვალოდ გაქრობის უფლება.
So even an insect was not entitled to disappear without trace.
64687.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
მსგავსს მსგავსი უნდა დაეტოვებინა და სანამ მსგავსს არ შექმნიდა, არც სიკვდილის ნება ჰქონდა, რადგან სიკვდილი დასვენებაში ეთვლებოდა.
Each creature must leave behind its likeness, and until it has created that likeness, it may not die, because death counts as rest for it.
64688.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი III
იქ, სიკვდილში გადასულს, შეეძლო გულხელდაკრეფილს ეცადა, როდის გამოუნახავდნენ ახალ ფლასსა და ნიღაბს, და დაუძახებდნენ: ადექ, დარეკა შენმა ჟამმაო.
So, on passing over into death, it can wait with its arms folded to be supplied with new vestments and a new mask and to be called: "Arise, your time has come!"
64689.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ცოლი უნდა შევირთო, - უთხრა ერთ დღეს ფარნაოზმა პოპინას.
"I have to marry", Parnaoz told Popina one day.
64690.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
პოპინამ ხელები წინსაფარზე შეიმშრალა და სკამზე დაჯდა.
Popina dried her hands on her apron and sat on a chair.
64691.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
დაწითლებულ ხელებზე ორთქლი ისევ ასდიოდა.
Steam was coming from her reddened hands.
64692.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
რა თქვი? - თითქმის ჩურჩულით ჰკითხა პოპინამ. ჩურჩული გამოუვიდა, რადგან უცებ ხმა ჩაეხრინწა.
"What did you say?" she asked, almost in a whisper, because she had suddenly lost her voice.
64693.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ცოლი უნდა შევირთო - გაიმეორა ფარნაოზმა - მოგეხმარება.
"I have to marry" - Parnaoz repeated - ''She'll help you in the house''.
64694.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მომეხმარება? - იმავე ხმით ჰკითხა პოპინამ და რამდენჯერმე ჩაახველა, თითქოს ხმელი პურის ნამცეცი გადასცდენოდა სასულეში.
"She'll help me?" Popina asked in the same voice, coughing several times as if a dry bread-crumb had got into her windpipe.
64695.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
რა იყო, რატომ გაგიკვირდა? არ შეიძლება? - ჰკითხა ახლა ფარნაოზმა.
''What makes you so surprised? Can't I?" Parnaoz asked in turn.
64696.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მასაც გაუჭირდა ლაპარაკი.
He too found it hard to speak.
64697.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მე მიკვირს? - ამოისლუკუნა პოპინამ და მხოლოდ მაშინ შეამჩნია ფარნაოზმა, პოპინა ტიროდა.
"Me surprised?" said Popina with a sob, and only then did Parnaoz realise she was weeping.
64698.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ქალს, რომელსაც ფარნაოზის ცოლობა ეწერა შუბლზე, თინა ერქვა.
The woman that Parnaoz was destined to marry was Tina.
64699.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინა და ფარნაოზი ერთმანეთს პატარაობიდან იცნობდნენ, თინა მათ მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, ქუჩის გადაღმა.
Tina and Parnaoz knew one other as small children, she lived in a house across the street, opposite theirs.
64700.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
სხვა არაფერი არ ჰქონიათ საერთო, ყოველდღე ხვდებოდნენ, მაგრამ ერთმანეთს თითქოს ვერც კი ამჩნევდნენ.
That was all they had in common: they met every day, but barely noticed one another.